თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • Word
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
11/02/2011
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
100110000.22.038.016029
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/02/2011 - 02/08/2011)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №2 1

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,   ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები  თანდართული რედაქციით.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 2. მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  გადაყვანა

1. მსჯავრდებულთა გადაყვანა შესაძლებელია:

ა) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ (მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა);  

ბ) მსჯავრდებულის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

გ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვთის დაწესებულებაში;

დ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

ე) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან  ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში  თავმჯდომარე) ბრძანებით.

    მუხლი 3. კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ მსჯავრდებულის  გადაყვანა (სასჯელის მოსახდელად გაგზავნა)

1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არა უგვიანეს 20 დღისა თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.

2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის, როგორც წესი, მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შემდეგ, თავმჯდომარე  მსჯავრდებულთა გადაყვანის შემთხვევაში განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად  რომელ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს სასჯელი მსჯავრდებულმა.

4. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანად ივსება  დანართი 1-ით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა  ნუსხის ფორმა.

    მუხლი 4. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა.

1.  ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელია უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულებაში ეპიდსაშიში მდგომარეობისა და მსჯავრდებულის გადამდები ინფექციური დაავადების, სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე, თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2.   ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა შესაძლებელია მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისა) მსჯავრდებულის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი წესები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.   

4. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას სავალდებულოა  თავმჯდომარის წინაშე შესაბამისი ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ გადაყვანის შესახებ მოტივირებული წერილის წარდგენა.

    მუხლი 5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა

1. მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გადატვირთულობის ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების გამო დასაშვებია  მსჯავრდებულის დროებით  იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (სადაც მოთავსებულია მსჯავრდებული) დირექტორის მოტივირებული წერილის საფუძველზე  თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. იმავე ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს პირადი განცხადების საფუძველზე, თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 6.  ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა

1. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, შესაძლებელია დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას  მსჯავრდებულებზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის დადგენილი წესები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას სავალდებულოა თავმჯდომარის წინაშე შესაბამისი ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინება (დანართი 2).

    მუხლი 7. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან  მსჯავრდებულის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა

1. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელია, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს, უსაფრთხოების მიზნით, მსჯავრდებულის გადამდები ინფექციური დაავადების გამო, სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაყვანისას, სავალდებულოა თავმჯდომარის წინაშე შესაბამისი დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულების დირექტორის წარდგინება (დანართი 3) .

    მუხლი 8. მსჯავრდებულთა გადაყვანა და დაცვა

მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა  ნუსხის ფორმა

 

სახელი, გვარი, მამის სახელი

დაბადების თარიღი

სსკ-ის მუხლი

სასჯელის ზომა

სასჯელის დასაწყისი

სასჯელის დასასრული

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი

მიმარ-თულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 

თავმჯდომარეს

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

მსჯავრდებულის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ

 

მსჯ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბ. –––––– წელს

 –––––––––– განათლებით, ეროვნებით –––––––––––, მოქალაქეობა ––––––––––––, ადრე ნასამართლობის ––– მქონე.

ამჟამად გასამართლებულია –––––––––––– წელს, –––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სასამართლოს მიერ საქ. სსკ-ის ––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მუხლებით, მიესაჯა –––– წლით ––––– თვით თ/აღკვეთა ––––––––––––––– ტიპის თ/ა დაწესებულებაში მოხდით.

 

სასჯელის დასაწყისი: ––––––––––––– წ.

სასჯელის დასასრული: –––––––––––– წ.

    

მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე რა პატიმრობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 ნაწილით,  ვშუამდგომლობ სასჯელაღსრულების თავმჯდომარის  წინაშე, რათა მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––– გადაყვანილ იქნს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების

                 დირექტორი                                                                 /                                                     /

                                                                                               /-------/--------------------/201 წ.

დანართი 3

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის

თავმჯდომარეს

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

მსჯავრდებულის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ

 

მსჯ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბ. –––––– წელს

–––––––––– განათლებით, ეროვნებით –––––––––––, მოქალაქეობა –––––––––––, ადრე ნასამართლობის ––– მქონე.

ამჟამად გასამართლებულია –––––––––––– წელს, –––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სასამართლოს მიერ საქ. სსკ-ის ––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მუხლებით, მიესაჯა –––– წლით ––––– თვით თ/აღკვეთა ––––––––––––––– ტიპის თ/ა დაწესებულებაში მოხდით.

 

სასჯელის დასაწყისი: ––––––––––––– წ.

სასჯელის დასასრული: –––––––––––– წ.

 

მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე რა პატიმრობის კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  ვშუამდგომლობ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის  წინაშე, რათა მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––– გადაყვანილ იქნს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების

                 დირექტორი                                                              /                                                /

 

 

                                                                                                 /-------/--------------------/201 წ.