საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016030
  • Word
62
28/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
040030000.22.026.016030
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №62

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას‘‘ დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგიერთი სამეცნიერ-კვლევითი დაწესებულების – საჯარო  სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „დელტასთან‘‘ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბერის №1088 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას‘‘ დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში (სსმ III, 24.11.2005წ., №136, მუხ.1515) შეტანილ იქნეს დამატებები:

1.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21‘‘ პუნქტი:

,,21. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბაზაზე  ცენტრთან  შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება):

ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘;

გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2‘‘ ქვეპუნქტი:

„ნ2) დებულების პირველი მუხლის 21 პუნქტში მოცემული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.‘‘.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1‘‘ ქვეპუნქტი:

,,თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დებულებებს;‘‘.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია