"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ"დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ"დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.016193
  • Word
32
21/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
190040000.10.003.016193
"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ"დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ"დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 32

2011 წლის 21 იანვარი

. თბილისი

,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელი­სუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანი­ზა­ციე­ბის, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბა­ლანს­ზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების გან­კარგვის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საკანონ­მდებ­ლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფ­ლე­ბის ორგანოე­ბის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორ­გა­ნიზა­ციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომა­ტიური წარმომადგენ­ლო­ბე­ბისა და საკონსულო დაწესებულებების ბა­ლანს­ზე რიცხული ამორ­ტიზებული ან გამოუყენებელი ძირი­თა­დი აქტივების ჩამოწე­რისა და მის შედეგად მიღებული ქონების გან­კარგვის წესის შე­სახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ სა­ქარ­თველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენი­ლე­ბაში (სსმ III, 2010 წე­ლი, №32, მუხლი 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქ­ტი:

,,3. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინში ,,ძირითადი აქტივები’’ იგულისხმება ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შო­რის, მცირეფასიანი აქტივები (გარდა სამეურნეო მასალებისა, სა­კანცელარიო ნივთებისა, საწვავ-საპოხი მასალებისა და სხვა ხარ­ჯვადი ქონებისა).’’.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნ­ქ­ტები:

,,7. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეზე (შემდგომში – ატა­შე), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომად­გე­ნელზე (შემ­დგომში – წარმომადგენელი) და მათ აპარატებზე საზღვარგა­რეთ აღრიცხული/მიმაგრებული ამორტიზებული ან გამოუყენებე­ლი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყ­ვე­ტი­ლებით, ამასთან, თუ თითოეული ჩამოსაწერი ერთეულის ღირე­ბუ­ლება აღემატება 1 000 ლარს, ქონება ჩამოიწერება საქარ­თვე­ლოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამ­დე­ბობის პირთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყ­ვე­ტილებით, საქარ­თვე­ლოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფ­ლებამოსილი თანამ­დებობის პირისა და  საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით;

გ) მოძრავი და უძრავი ქონების – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გა­დაწყვეტილებით, თუ ჩამოწერის მომენტისათვის შესაბამის ქვე­ყა­ნაში აღარ იმყოფება ატაშე/წარმომადგენელი. თუ ქონება უძრავია, და­მატებით საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების სამინისტროს თანხმობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი გამოიყენება მაშინაც, როდესაც ქო­­ნება ვარგისია გამოსაყენებლად, არ არის ამორტიზებული სრუ­ლად, თუმცა გამოუყენებელი გახდება შემდეგი მიზეზებით:

ა) ატაშე/წარმომადგენელი გამოიწვიეს როტაციით დადგენილ ვა­დაში ან ვადამდე და არ მოხდა სხვა ატაშეს/წარმომადგენლის მიერ გამოწვეული ატაშეს/წარმომადგენლის ჩანაცვლება; და

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხა­დებს ქონების მიღებაზე.’’.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. ატაშეებზე/წარმომადგენლებზე და მათ აპარა­ტებ­ზე მიმაგრებული/აღრიცხული ქონების ჩამოწერის მიზნით საინ­ვენ­ტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ძირითადი აქტი­ვე­ბის ჩამოწერის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იქმნება სა­­ინ­­ვენტარიზაციო კომისია, რომელიც უნ­და შედგებოდეს არა­ნაკ­ლებ სამი წევრისაგან, რომელშიც უნდა შედიოდეს ბუღალტერი (აღ­რიცხვა-ანგარიშგებისათვის პასუხის­მგე­­ბელი პირი). სა­ინ­ვენტა­რი­­­ზაციო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილ იქნეს საელ­ჩოს წარ­­მომადგენელი, მისი თანხმობით.

2. სა­ინ­ვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონე­ბის ფაქტობრივ მდგო­მარეობას, შესაბამისი გადაწყვეტი­ლე­ბით ასა­ბუთებს ძირითა­დი აქტივების ჩამოწერის აუცილებ­ლობას, ავ­სებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსა­წერი ძი­რითადი აქტივე­ბის ნარჩენი ღირე­ბულების დად­გენის აქტებს (№1 დანართი და/ან №2 დანართი) და/ან ძი­რითადი აქ­ტივების ლიკვიდაციის აქტებს (დანართი №3), თითო­ეულ ძირი­თად აქ­ტივზე ცალ-ცალკე. სა­­ჭიროების შემთხვევაში, სა­ინ­ვენტა­­­რიზა­ციო კომისიამ შე­საძ­ლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესა­ბამისი აუდი­ტორული ან სა­ექს­პერ­ტო) ჩამოსაწერი ქონების შეფა­­­სების შე­სახებ. სა­ინ­ვენტარიზაციო კომისია ქო­ნების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემო­აღნიშ­ნულ დოკუმენ­­ტაციასთან ერთად წარუდგენს ჩამოწერის გადაწყვე­ტილების მიღე­ბი­სათვის უფ­ლება­მო­სილ პირს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივი­დუა­ლურ ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საინვენტარიზაციო კომი­სიის წევრები სწავლო­ბენ ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და ამ პუნქტით დად­გე­ნილ აქტებს ავ­სებენ, როგორც წესი, კა­მე­რალური მეთოდით ატა­შეს/წარმო­მად­გენლის, საზღვარგარეთ მყო­ფი საინ­ვენ­­ტარიზაციო კომი­სიის წევრის ან დიპლო­მა­ტი­ური წარმო­მად­გენ­ლობის მო­სამსახურის მიერ მი­წო­დე­ბული დო­კუ­მენტაციისა და ინ­ფორ­მაციის საფუძველზე.

3. ძირითადი აქტივები – მოძრავი ქონება ჩამოწერილად ჩაი­თვ­ლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დას­კვ­ნის შესაბამისად მე-2 პუნქტში მითითებული თა­ნამდებობის პირის მი­ერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინის­ტრა­ციულ-სა­მართ­ლებ­რი­ვი აქტის საფუძველზე.

4. ძირითადი აქტივების ჩამოწერისას სა­ინ­ვენტარიზაციო კო­მისიამ უნდა იმოქ­მედოს ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხო­ების ნორმების სრუ­ლი დაცვით.

5. თუ ქონება დაკარგულია და დაკარგვის ფაქტზე მიმართვა წარდგენილია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასეთი ქო­ნე­ბა, დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება ჩამოი­წე­როს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლება­მო­სილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა­მართლებრივი აქტით, თუ დაკარგვის დღიდან გასულია არა­ნაკ­ლებ 6 წელი. ქონების დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და ამავე დროს წარმოიქმნა დაზიანებული ქონების ჩამოწერის საფუძვლები, ქონება ჩამოიწერება სამართალდამცავი ორგანოსათვის ჩამოწე­რის განზრახვის შესახებ ცნობის მიწოდებიდან 2 კვირის ვადაში, თუ შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო უარს არ განაც­ხა­დებს მითითებულ ვადაში ჩამოწერასა და ქონების უტილიზა­­ციაზე/რეალიზაციაზე.’’.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,4. ატაშე/წარმომადგენელი ჩამოწერის შედეგად მიღებული ქო­ნების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონ­მდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის შემდგომ ამონაგები თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელ­მწი­ფო ბიუ­ჯეტ­ში. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზ­ღაურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნე­ბე­ბიდან. იმ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია განკარგვის განხორ­ციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს თავ­დაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდე­ბობის პირთან შეთანხმებით, შესაძლებელია ატაშემ/წარმომად­გე­ნელმა:

ა) განკარგოს ქონება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებ­ლობის შესაბამისად;

ბ) უსასყიდლოდ გადასცეს ქონება საქველმოქმედო ან რე­ლი­გიურ ორგანიზაციას, უპატრონო ბავშვთა ან მოხუცთა თავ­შესა­ფარს.

5. ატაშეს/წარმომადგენელს ჩამოწერილი ქონების განკარგვა შეუძლია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალე­ბით, თუ ჩამოწერის შედეგად მიღებული თითოეული ძირითადი აქტივის ღი­რებულება არ აღემატება 1 000 ლარს.

6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანხ­მობით, ატაშეს/წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრუ­ლოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისმა თანამ­დე­ბო­ბის პირმა.’’.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩა­მოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრუ­ლი შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამო­წერილი ქონების განა­დგურების აქტი. ამ პუნქტით დადგენილი მოთ­ხოვნა არ ვრცელ­დება მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათ­­­ვალის­წინებული ქონების გა­ნად­გურებისას.’’.

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქ­ტები:

,,6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება ხორ­ციელ­დება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეცი­ფი­კის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ად­გილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქო­ნების რეალიზაციის შესაძლებლობას, საინვენტარიზაციო კომი­სი­ის დასკვნის საფუძ­ველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფ­ლე­ბამოსილ პირთან შეთანხმებით. ქონების განად­გურებასთან და­კავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.

7. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნე­ბულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თან­ხმო­ბით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლო­ბის შესაბამისმა თანამდებობის პირმა.’’.    

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზი­დენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ნ. გილაური