ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31(38), 14/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050.030.010.05.001.000.610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2159
23/06/1999
სსმ, 31(38), 14/07/1999
050.030.010.05.001.000.610
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2011 - 27/03/2012)

საქართველოს კანონი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საწყობში/ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) უფლების მფლობელინებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;

) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციანებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე და რომელიც, საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში, წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;

) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციანებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

) კონტრაფაქციული პროდუქცია ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს;

) „დე-მინიმისიმპორტიარაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელი, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

თავი II

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურ (შემდგომ – შესაბამისი სამსახური) ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე იმ უფლების მფლობელის უფლებების დაცვას, რომლის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ.         

2. შესაბამისი სამსახური ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებების დაცვა ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 4. სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა 

1. უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის მიმართ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შესახებ წარედგინება საქპატენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად საქპატენტს წარდგინება დეტალურ ინფორმაცია იმ საქონლის შესახებ , რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემები , რომლებიც გააადვილებს საქონლის ამოცნობას, აგრეთვე ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის წარმოშობის, მდებარეობის, გადაადგილების ან მფლობელის შესახებ (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს აგრეთვე პირს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რე­გის­ტრა­ციის შესახებ განაცხა­დის საქპატენტში წარდგენისას.

4. საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციასთან ერთად , იღებს გადაწყვეტილებას უფლების მფლობელის მოთხოვნის შესაბამის რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

5. უფლების მფლობელის მოთხოვნა რეგისტრირდება 2 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით, მაგრამ არა უმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა.

6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის მიმართ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად საქპატენტი დაუყოვნებლივ მიაწვდის შესაბამის სამსახურს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 5. საქონლის შეჩერება

1. თუ საქონლის იმპორტში მოქცევისას, საწყობში/ტერმინალში/ შენახვის სხვა ადგილას შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას შესაბამის სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, და ასეთ ობიექტზე უფლების მფლობელის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურ ი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით ( მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში 6 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერების) თაობაზე.

2. შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აგრეთვე საქონლის მფლობელს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 6. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

1. შესაბამისი სამსახურის თანხმობით, განმცხადებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში.

2. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება შესამოწმებელი საქონლის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3. შესაბამისი სამსახური ვალდებულია განმცხადებელს და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის რეგისტ რაციის გაუქმებას და საქონლის შეჩერებ ის პროცედურის შეწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. შესაბამისი სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე;

) იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა და განმცხადებელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე;

გ) თუ საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება უფლების მფლობელის მოთხოვნის რეგისტრაციის გაუქმ ების შესახებ;

დ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოს მიმართავს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობა (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში მიმართავს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.

4. (ამოღებულია) .

5. (ამოღებულია) .

6. განმცხადებელი ვალდებულია აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ნ/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობა.

7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმების წარმოდგენამდე საქონლის შენახვის ხარჯები ეკისრება საქონლის იმპორტიორ , ექსპორტიორ ან/და მფლობელს, ხოლო ამ შეთანხმების წარმოდგენის შემდგომ ან საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლიდან საქონლის განადგურებამდე – განმცხადებელს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 8. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება შესაბამისი სამსახურის მიერ

1. თუ საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ადის გასვლამდე არ გაასაჩივრებს განმცხადებლის მოთხოვნას, ან თუ განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობით . მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადა 4 სამუშაო დღეა.

2. შესაბამისი სამსახური ვალდებულია შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.

3. შეჩერებული საქონელი შეიძლება არ განადგურდეს და გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით, იმ პირობით, რომ შეჩერებული საქონელი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 9. „დე-მინიმის“ იმპორტი

ეს კანონი არ ვრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

თავი III

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10. გარდამავალი დებულება

დაევალოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში გამოსცეს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი . შევარდნაძე

თბილისი ,

1999 წლის 23 ივნისი

№2159-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

2. საქართველო2006 წლის 29 დეკემბრის კანონი 4276 - სსმ I, 51, 31.12.2006 წ., მუხ.435

3. საქართველო2010 წლის 12 ნოემბრის კანონი 3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414

4. საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5596 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.