ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31(38), 14/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050.030.010.05.001.000.610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2159
23/06/1999
სსმ, 31(38), 14/07/1999
050.030.010.05.001.000.610
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (12/11/2010 - 23/12/2011)

საქართველოს კანონი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საწყობში/ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) უფლების მფლობელინებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;

) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციანებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე და რომელიც, საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში, წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;

) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციანებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

) კონტრაფაქციული პროდუქცია ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს;

) „დე-მინიმისიმპორტიარაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელი, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

თავი II

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

     მუხლი 3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შესაბამისი სამსახური) ახორციელებს უფლების მფლობელთა უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე, რომლებიც შეტანილია შესაბამისი სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 4. რეგისტრაციის წესი და პირობები

1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომში – განმცხადებელი) უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს განაცხადით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (რეგისტრაციის) თაობაზე და მოითხოვოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და მისი უფლებების დაცვა.

2. რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს:

) განმცხადებლის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ, იმ საქონლის დეტალურ აღწერას, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემებს, რომლებიც გაუადვილებს შესაბამის სამსახურს საქონლის ამოცნობას;

) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობა, სერტიფიკატი, სალიცენზიო ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალს ან ასლს;

) რეგისტრაციის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით, ჯერადობის შეუზღუდავად, მაგრამ არა უმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

) განცხადებას იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამსახურის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობა;

) შესაძლებლობის შემთხვევაში, იმ საქონლის ნიმუშს, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს;

) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის წარმოშობის, მდებარეობის, გადაადგილების ან მფლობელის შესახებ (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

3. შესაბამისი სამსახური 1 თვის განმავლობაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. განაცხადის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია მის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.

5. შესაბამის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ:

) უფლებების დაცვის ვადის გაგრძელებისათვის განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

) შესაბამისი სამსახურისათვის ცნობილი გახდება, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 5. საქონლის შეჩერება

1. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურის განხორციელებისას შესაბამის სამსახურს სრული საფუძველი ექნება ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, იგი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ განთავსების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღის ვადით შეჩერების (შემდგომში – საქონლის შეჩერების) შესახებ. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ეს ვადა 6 სამუშაო დღეა.

2. შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აგრეთვე საქონლის მფლობელს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 6. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

1. შესაბამისი სამსახურის თანხმობით, განმცხადებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში.

2. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება შესამოწმებელი საქონლის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3. შესაბამისი სამსახური ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციის გაუქმებას ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შეწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

    მუხლი 7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. შესაბამისი სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე;

) იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა და განმცხადებელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე;

) თუ შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ.

2. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოს მიმართავს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობა (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში მიმართავს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.

4. (ამოღებულია) .

5. (ამოღებულია) .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 8. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება შესაბამისი სამსახურის მიერ

1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი შესაბამის სამსახურს წარუდგენს წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, შესაბამისი სამსახური ანადგურებს შეჩერებულ საქონელს უფლების მფლობელის ხარჯითა და პასუხისმგებლობით. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის მფლობელი შეჩერების ვადის განმავლობაში არ გამოეხმაურება შესაბამისი სამსახურის შეტყობინებას ან არ გაასაჩივრებს უფლების მფლობელის მოთხოვნას შეჩერებული საქონლის განადგურების თაობაზე. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადა 4 სამუშაო დღეა.

2. შესაბამისი სამსახური ვალდებულია შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.

3. შეჩერებული საქონელი შეიძლება არ განადგურდეს და გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით, იმ პირობით, რომ შეჩერებული საქონელი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4276 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.435

    მუხლი 9. „დე-მინიმის“ იმპორტი

ეს კანონი არ ვრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

თავი III

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10. გარდამავალი დებულება

დაევალოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში გამოსცეს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი . შევარდნაძე

თბილისი ,

1999 წლის 23 ივნისი

№2159-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2558 - სსმ I, №5 20.01.2006 წ., მუხ.41

2. საქართველო2006 წლის 29 დეკემბრის კანონი 4276 - სსმ I, 51, 31.12.2006 წ., მუხ.435

3. საქართველო2010 წლის 12 ნოემბრის კანონი 3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.