„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27(34), 06/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 240.120.000.05.001.000.604
  • Word
2135
22/06/1999
სსმ, 27(34), 06/07/1999
240.120.000.05.001.000.604
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.98) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას.

4. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.“.

2. მე-4 მუხლის მე-3–11 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5–13 პუნქტებად.

II. უკვე განთავსებული რეკლამები ამ კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი 1999 წლის 31 დეკემბრამდე.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი

№2135–IIს