თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016171
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
05/01/2011
ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
200250000.10.003.016171
თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2011 - 15/02/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 11

2011 წლის 5 იანვარი

. თბილისი

თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუ­ფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

    მუხლი 2

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსად­გენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დად­გე­ნილება (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095).

    მუხლი 3

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ია­ნვრი­დან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის , თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემ­დგომში – თზ) შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენო­ბის გაანგარიშების, გარანტიის სახეობის განსაზღვრისა და წარ­დგენის წესს, თზ-ის შექმნის პირობებსა და ფუნქციონირების წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლე­ლებში განთავსებულ პორტალში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში არსებული საქონლის მიმართ საქართველოს სა­გა­დასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სა­ხელმწიფო კონტროლის (შემდგომში – სახელმწიფო კონტრო­ლი) ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მი­ღე­ბისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესებს, თზ-ში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის წესებს, საქონლის მი­ღე­ბის ჟურნალისა და საქონლის გაცემის ჟურნალის ფორმებს (შემდგომში – ჟურნალები), მათი შევსებისა და შენახვის წესებს, მოთავსებული საქონლის აღრიცხვაზე ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სა­წარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირე­ბულ საკითხებს.

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსითა და „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული.

თავი II

გარანტია

    მუხლი 3

1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყო­ბის გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 5 ევროს ოდენობით, არა უმეტეს 2 000 000 ევროს ოდენობისა.

2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:

ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული და საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სა­მ­სახური) შეთანხმებული თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული სახელმწიფო კონტროლის პროცედურების განხორციელები­სათ­ვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნი­კა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნ­ველ­ყოფის საშუალებას;

ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარ­მო­ქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნ­ველ­ყოფის გარანტიას.

3. გარანტია უნდა მოქმედებდეს თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში და წარმოდგენილ უნდა იქნეს არა­ნაკლებ 3 წლის ვადით.

4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვეში.

5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების და­მა­დასტურებელი დოკუმენტი (ასევე, არანაკლებ 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენ­ამ­დე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.

7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.

8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურს.

    მუხლი 4

გარანტიის სახეებია:

1. საბანკო გარანტია:

ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

. ) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მი ­სამართი ;

. ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი , საიდენტიფიკაციო კოდი ;   

. ) ბენეფიციარი ;   

. ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება ;

. ) გარანტიის მოქმედების ტერიტორია ;  

. ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი ;

. ) დადასტურებას , რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას , ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფ ­ლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები , მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თან ­ხისა , მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ;

ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას ამ ინ­სტრუქ­ციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დად­გენის მიზნით;

ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემ­თხვევაში სამსახური საბანკო გარანტიას უგზავნის საგადა­სახადო ორგანოს, რომელიც ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორ­განიზატორს.

2. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:

ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებუ­ლე­ბების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორ­მაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორ­მით;

ბ) ორგანიზატორი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკი­ცების შესახებსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთი­ან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეო­ბით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის და ­რიცხვა , აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება ;

) ინსტრუქციის მე -3 მუხლის მე -9 პუნქტის შემთხვევაში :

. ) საგადასახადო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას . კერძოდ , ამოწმებს , თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თან ­ხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდე ­­­ნობას . შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება ;

. ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორ ­ციელ ­დება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან . შესა ­ბა ­მისი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინი ­სათ ­ვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თან ­ხის შემტანის მიერ მისი განკარგვა ;

. ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზ ­ღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგის ­ტრაცია ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოს მიერ , რომე ­ლიც განახორციელებს თზ -ის პერიმეტრზე განთავსებული პორ ­ტა ­ლის გავლით გადაადგილებული საქონლის ან /და სატრან ­სპორტო საშუალებების მიმართ სახელმწიფო კონტროლს .

    მუხლი 5

 

გარანტია წარმოადგენს ინსტრუქციის დადგენილი მო ­თხოვ ­­ნების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თზ -ის ფუნქციონირების დაწყებისას ამ გარანტიის მიმართ ბენე ­ფიციარის სტატუსი გააჩნია სამსახურს .

თავი III

ტექნიკური , საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ -ის მოწყობისას

    მუხლი 6

1. სავალდებულოა თზ - გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი , კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე , გარდა იმ შემ ­თხვევისა , როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუ ­ალოდ ზღვის , მდინარის , ჭაობის , კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი ) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას , ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეო თვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 სიგანისა და სიღ ­რმის თხრილი . ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება . ღობეზე ან შენობა -ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგ ­რებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამ ­კუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სან ­ტიმეტრისა ), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა : „კონ ­ტროლის ზონა “ – „Control Zone“; ამასთან , ფირნიში დამზა ­დებული უნდა იყოს მანათობელი “  საღებავის გამოყენებით .

2. თზ -ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მი ­წისქვეშა შენობა -ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ -გამოსასვლელი პორტალებისა , ასევე წყალ ­მო ­მა ­რაგების , კავშირგაბმულობის ელექტრო და გაზმომარა ­გების კონსტრუქციებისა ) არ უნდა კვეთდეს თზ -ის ღობის ვერტიკა ­ლურ სიბრტყეს .

3. თზ -ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (თზ -ის ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით ) მოეწყობა თზ -ში შე ­სასვლელები და გამოსასვლელები პორტალები . პორტალე ­ბის მოწყობა , შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა -დანად ­გა ­რით აღჭურვა მოიცავს :

) პორტალის ტერიტორიის , მასზე შენობა -ნაგებობების , სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან ;

) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის , სიმძლავრის და . . განსაზღვრისთვის საჭირო ) სასწორის განთავსებას ;

) საქონლის (მათ შორის , რადიაციული , იარაღის (ფეთ ­ქებადი მასალა ), ნარკოტიკული საშუალების ) მალულად გადაად ­გილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგი ­ლების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების , რადი ­ ­ციული , იარაღის , ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი სა ­შუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული ) რაოდე ­ნობის , სიმძლავრის განსაზღვრას და პორტალის აღჭურვას . სპეცი ­ალურ საშუალებებში იგულისხმება , აგრეთვე სპეციალი ­ზებული კინოლოგიური მომსახურება ;

) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შე ­საბამისად აღჭურვას (სასწორი , გადმოტვირთვა -დატვირთვის სპეციალური ტექნიკა );

) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბა ­ზას ­თან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას ;

) დეკლარაციის , აღრიცხვის მოწმობის შევსებას , გამო ­წერას , კონტროლის დაწესებას , მოხსნისთვის აუცილებელი კომ ­პიუტერული ტექნიკის , ქსელის არსებობას ;

) პორტალში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექ ­ტრონული საშუალებით საგადასახადო ორგანოსათვის გადა ­ცემის ტექნიკური საშუალების არსებობას ;

) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცი ­რებისათვის აუცილებელი , თზ -ში საქმიანობის სავარაუდო გეგ ­მის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყო ­ბას ;

) სახელმწიფო სანიტარიულ -საკარანტინო , სახელმწიფო ვეტე ­რინარულ სასაზღვრო -საკარანტინო , სახელმწიფო ფიტოსა ­ნი ­ტა ­რიულ სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლის განხორციე ­ლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა -დანად ­გარების რაოდენობის , სახეობის განსაზღვრასა და პორტალის აღჭურვას .

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული , პორტალის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება გააჩნია სამსახურს .

5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ -ის ფუნქციონირები ­სათვის დადგენილი პირობები , რის შესახებაც ერთი წლით ად ­რე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებ ­თან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით . ორგანიზატორის წინააღ ­მდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვა ­ნას , ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით .

თავი IV

თზ -ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი

    მუხლი 7

1. საქართველოს მთავრობისათვის თზ -ის შექმნის ინიცია ­ტივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან ­ვი ­თარების სამინისტროსათვის (შემდგომშისამი ­ნისტრო ) დას ­კვნის მომზადების მიზნით წარდგენილ განცხა ­დებას სამი ­ნის ­ტრო თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგ ­ზავნის სამ ­სახურს .

2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია , რაც საკმარისია სახელმწიფო კო ­ ­ტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრუ ­ლი ინფრასტრუქტურის ელემენტების , ტექნიკა -დანადგარების სახეობის , სიმძლავრის , უსაფრთხოების , რაოდენობის , განლა ­გების , დაპროექტების , სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის , ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვ ­ნების განსაზღვრისათვის , აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციო ­ნირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრუ ­ლების თაობაზე , ან მტკიცებულებებს , რომ დაკმაყოფილებულია თზ -ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვ ­ნები .

3. იმ შემთხვევაში , როცა თზ -ისათვის განკუთვნილი ტერი ­ტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან /და ორგანი ­ზატორის სურვილით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე პირის შესვლა , საქონლის ან /და სატრანსპორტო საშუალების შეტანა , ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან პირის გასვლა , საქონლის ან /და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ -ისათვის განკუთვნილი ტერი ­ტორიიდან , აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია სა ­ნი ­ტარიულ -საკარანტინო , სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზ ­ღვრო -საკარანტინო , სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზ ­ღვრო -საკარანტინო , ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისო ­ბისა და ხარისხის ან /და სხვა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების , ტექნიკა -დანადგარების სახეობის , სიმძლავრის , უსაფრთხოების , რაოდენობის , განლაგების , დაპროექტების , სამუ ­შაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის , ასევე სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის .

4. ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებში მოცემული ინფორ ­მაციის საფუძველზე თზ -ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმი ­ნისტრაციულ -სამართლებრივ აქტს , რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა .

5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს , ჯგუფის შემადგენ ­ლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი .

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ -ის შექმნისათვის საჭირო პირო ­ბების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქ ­ტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენ ­დარული დღე .

    მუხლი 8

1. მე -7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გან ­ცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას . გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად .

2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით , გარკვეუ ­ლი პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა . ზეპირი მოს ­მენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფ ­როსი საკუთარი ინიციატივით , ან განმცხადებლის წერილო ­ბითი მოთხოვნის საფუძველზე .

3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია , სხდომა გამოაცხადოს დახურუ ­ლად .

4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და გან ­მცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას , რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია , წარადგი ­ნოს ინფორმაცია . ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს .

5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილი წესით გან ­საზ ­ღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვა ­დაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ -ის შექმნისათვის სა ­ჭი ­რო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდი ­ვი ­დუ ­ალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცე ­მის სა ­ფუძველი .

6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტროს .

    მუხლი 9

თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა ­წყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ -ის ფუნქციონირების დაწყების ვადა , რომელიც მოიცავს თზ -ის შექმნის ამ ინსტრუქ ­ციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების , საქართველოს მთავრობის , საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ -ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილე ­ბისა და დამატებების მიღების , პორტალების შექმნის , შესაბა ­მისი კადრებით დაკომპლექტების , სახელმწიფო კონტროლის პრო ­ცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომ ­ზადების ვადას .

    მუხლი 10

1. თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა ­წყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების დაწყებამდე ორგა ­ნიზატორს უფლება აქვს , დაიწყოს შეზღუდული საქმია ­ნობა თზ -ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა ­დაწყვე ­ტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამ ინსტრუქციის მე -11 – მე -18 მუხლებით გათვალისწინებული წესით თზ -ის შესა ­ბა ­მი ­სობის დადასტურების გარეშე .

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეა ­ლიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს საქარ ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თზ -ის შექ ­მნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შე ­სახებ ორ ­გა ­ნიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორ ­მებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტა ­ნის წინადადებით , აგრეთვე სამსახურს თზ -ის ტერიტორიაზე სა ­ხელ ­მწიფო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქე ­მის შემუშავების თხოვნით .

3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება : თზ -ში შესა ­ტანი ან /და თზ -დან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილები ; სასაქონლო ოპერაციის განხორ ­ციელების ადგილიდან თზ -ში ან პირიქით გადაადგილების წესი ; თზ -ის შესასვლელსა და გასასვლელში სახელმწიფო კონტრო ­ლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და სა ­ხელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი .

4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია , ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კო ­დექ ­სით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის ნების ­მიერი ღონისძიება თზ -ის მთელ ტერიტორიაზე .

5. თზ -ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები :

) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა ­ციულ -სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკი ­ცება ;

) ორგანიზატორის მიერ თზ -ის შესასვლელსა და გასას ­ვლელში სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყე ­ბისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქე ­მით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;

) ამ ინსტრუქციის მე -6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -3 პუნქტის “, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ;

დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;

ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდე­ბუ­ლე­ბათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრო­ბას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლი­ლე­ბის შეტანა.

6. ორგანიზატორს უფლება აქვს, სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეზ­ღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.

7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყო­ბინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტა­ნილი საქონლის, ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონ­ლის (მ.შ. ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურება ზედამხედველობის ქვეშ.

    მუხლი 11

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის და­წყე­ბის ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახურის უფრო­სი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენ­ლობა. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი იქმნება ორგანიზატორის გან­ცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა განცხადების სამსახურში რე­გის­ტრაციიდან 3 დღის ვადაში.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემად­გენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გან­საზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედე­გე­ბის ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 12

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამი­ნისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათ­ვალისწინებული გარანტიის შესაბამის საგადასახადო ორგა­ნოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგის­ტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინის­ტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქცი­ონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.

    მუხლი 13

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესა­ბამი­სობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შე­დე­გე­ბის ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია ნაკლო­ვა­ნე­ბებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინ­ფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მი­ერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გა­მარ­თვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას.

    მუხლი 14

ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტუ­რებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ორგანიზა­ტო­რი წერილობით ატყობინებს სამსახურსა და სამინისტროს.

    მუხლი 15

ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელ თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსი­რებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზა­ტორის წერილობითი შეტყობინების მიუღებლობისას სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

    მუხლი 16

1. ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში აღნიშნული წერილო­ბითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუ­შაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზ­ღვრე­ბა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენ­ლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 17

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ გარანტიის შესაბამის საგადასახადო ორგა­ნოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრა­ციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების და­წყების მზადყოფნის შესახებ.

    მუხლი 18

იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

    მუხლი 19

თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზა­ტორი ვალდებულია, უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების და­წყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგა­რების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შემავალი ელე­მენტების, ტექნიკა-დანადგარების მიმდინარე, კაპიტალური რე­მონტი, შეცვლა, მათი განახლება.

    მუხლი 20

ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვალდებუ­ლების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურე­ბის/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელ­მწი­ფო ორგანო ვალდებულია, ორგანიზატორს ან თზ-ის შემ­თხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თზ-ის საა­გენ­ტოს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტუ­რაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თზ-ის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრა­ციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრუ­ლების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შე­სახებ ორგანიზატორს.

 თავი V

თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა

    მუხლი 21

1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევა (მათ შორის, ორგანიზატორის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია თზ-ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.

2. იმ პირობის/მოთხოვნის დარღვევისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალი­ზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან მოთხოვნის შესრულე­ბისათვის საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორ­ციელებს სამსახური.

3. ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭ­რილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ხოლო სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშ­ნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.

5. გარანტიის თანხის ჩამოჭრიდან ერთი თვის ვადაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის თანხის შევსება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მი­მართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შე­წყვე­ტის) მოთხოვნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მო­თხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია, წარ­მო­ად­გინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

    მუხლი 22

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვა­ვებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების გამო საჭი­როა თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნის დამატებით შესრულება, იგი ვალდებულია, ამის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს თზ-ის ორგანიზატორს, ხოლო ამ უკანასკნელმა წერილის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის დაკ­მაყოფილება. ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებ­ლობის შემთხვევაში მისი იძულების წესით შესრულება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მიხედვით.

 თავი VI

საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები

    მუხლი 23

თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის სა­ზ­ღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სა­ტრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საგა­დასახადო ორგანო.

    მუხლი 24

კონტროლი მოიცავს:

ა) თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დოკუმენტების წარდგე­ნასა და კამერალურ შემოწმებას; პირის, საქონლის ან/და სა­ტრან­სპორტო საშუალების წარდგენას და დათვალიერებას;

ბ) თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის შესახებ დოკუმენტების წარდგენას და დოკუმენტების კამერალურ შე­მოწმებას, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას – ამ საქონ­ლის დათვალიერებას;

გ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქმია­ნობის შემოწმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

      მუხლი 25

თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსე­ბული პორტალის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.

    მუხლი 26

საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ღონისძიე­ბების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მონაცემ­თა ავტომატიზებულ სისტემაში ASYCUDA (შემდგომში – სის­ტემა) გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მეშ­ვე­ობით, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედ­ვით, ან საკუთარი ინიციატივით.

    მუხლი 27

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშ­ვნელობა:

ა) რისკი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებ­ლო­ბის პოტენციური დარღვევის ალბათობა;

ბ) რისკის პროფილი – რისკების კრიტერიუმების ერთობ­ლიობა, რომლის შინაარსი განისაზღვრება მოპოვებული ინფორ­მაციის ანალიზისა და განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში;

გ) რისკის კრიტერიუმი – წინასწარ გარკვეული ნიშნით გან­საზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარი­რებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა სახელმწიფო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვე­ტილების მიღების საშუალებას და გამოიყენება რისკის აღმო­საფხვრელად;

დ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) – სახელმწიფო კონტროლის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;

ე) შეტყობინება – საგადასახადო ორგანოს უფლებამო­სილი წარმომადგენლისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლა­რაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში;

ვ) უფლებამოსილი პირი – სამსახურის უფროსის ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზ­ღვრუ­ლი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი.

    მუხლი 28

1. რისკის პროფილების შექმნა ხორციელდება სამსახუ­რის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამ­ს­ახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა­მარ­თლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთან­ხმე­ბით. სა­მუშაო ჯგუფისა და კომისიის მუშაობის წესი, რისკის კრი­ტერიუმების შესაქმნელად წინასწარ გარკვეული ნიშნით გან­საზღვრული მონაცემები წარმოადგენს სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქარ­თველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. რისკის პროფილები იქმნება სისტემის მონაცემთა და­მუშავების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების შესა­ხებ არსებული მასალების, საერთაშორისო კონვენციების, სხვა­დასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელ­მწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება გარ­კვეული პერიოდულობით ხორციელდება სამსახურის ხელთ არ­სებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე.

3. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 29

1. სისტემის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონა­ცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზ­ღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მწვანე დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასა­ტა­ნი საქონლის გაშვებას დეკლარაციაზე თანდართული დოკუ­მენ­ტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვა­ლი­ერების გარეშე;

ბ) ყვითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუ­მენ­ტების კამერალურ შემოწმებას;

გ) წითელი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გა­სატანი საქონლის დეკლარაციის, თანდართული დოკუმე­ნტე­ბის კამერალურ შემოწმებას, დეკლარირებული საქონლის დათ­ვა­ლიერებას;

დ) ლურჯი დერეფანი – თზ-ში შესატანი ან თზ-დან გა­სატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუ­მენ­ტების კამერალურ შემოწმებას და საქონლის გაშვების შემ­დგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.

2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სისტემის მეშვეო­ბით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (სასა­ქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალი­ერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერ­ჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება სახელმწიფო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.

3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარა­ციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკ­ლარაციისათვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განი­საზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალიერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელ­დება სისტემის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენ­ტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუ­ქ­ციის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განმახორცი­ელებელი საგადასახადო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.

6. სისტემის მეშვეობით დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად რისკების მარ­თვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი პირის გადაწყვე­ტილებით შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თან­დართული დოკუმენტების შემოწმება, საქონლის დათვალიერება, აგრეთვე დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმება.

7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესა­ბამისად გატარებული სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულ სისტემაში საგადასახადო ორგანოს მოხელის მიერ. სისტემაში სახელ­მწიფო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 30

საქონლის დათვალიერება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 31

იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასა­ტანი საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის მიზნით დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესას­ვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ პორტალის ტერიტორიის გარდა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ პორტალის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.

    მუხლი 32

საქონლის შენახვის ადგილის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორცი­ელების შესაძლებლობა და ამ მიზნით საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამისი განლაგება.

    მუხლი 33

იმ შემთხვევაში, თუ თზ-ის ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ-ი გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს ამ დადგენილების მე-3 თავით გათვალისწი­ნებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული უფრო გამარტივე­ბული მოთხოვნები. თზ-ში არსებითად სხვა საქმიანობაზე გა­დასვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს თზ-ის ორგანიზატორს მოსთხოვოს, გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.

    მუხლი 34

1. პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმია­ნობას თზ-ში, ვალდებულია, იქონიოს და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აწარმოოს ჟურნალები, როდესაც მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების რამდენიმე ადგილი თზ-ში, უფლებამოსილია ყოველი ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები ან თავისი შეხედულე­ბი­სამებრ მხოლოდ რამდენიმე ადგილის მიხედვით გახსნას და აწარმოოს ცალ-ცალკე ჟურნალები, ხოლო დანარჩენი ადგილე­ბისთვის გახსნას და აწარმოოს საერთო ჟურნალები.

2. თზ-ის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორცი­ელების სხვადასხვა ადგილებს შორის, რომელთათვისაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აღებულია ცალ-ცალკე ჟურნა­ლები, საქონლის მიწოდებისას გამოიყენება ჟურნალების შევსე­ბის ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.

3. ინსტრუქციით დადგენილი წესით ჟურნალებში ქრონო­ლო­გიური (დღეების მიხედვით) თანმიმდევრობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას ზონაში რეგისტრირებული საწარმოს (შემდგომში – ზონის საწარმო) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საქონლის მოძრაობის შესახებ.

4. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია თზ-ში საქონლის მიღებასთან და მის გადა­ცემასთან (მაგ.: ტვირთების გადაზიდვების განმახორციელებელი, საშემნახველო/სასაწყობო მეურნეობის ორგანიზატორი პირები და სხვა), ასეთ საქონელზე საკუთრების უფლების მიღე­ბა/გადაცემის გარეშე, ვალდებულნი არიან, იქონიონ და აწარ­მოონ ჟურნალები საქონლის მიღების, შენახვის ან გადაცემის ადგილების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი (ადგილები) არის მომსახურების გამწევი პირის მფლობე­ლო­ბაში არსებული სტაციონარული ობიექტები.

5. ჟურნალები მუდმივად უნდა ინახებოდეს და მათი შევ­სება უნდა ხორციელდებოდეს იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გაცემა. დაუშ­ვებელია ჟურნალების ეკონომიკური საქმიანობის ადგილის გარ­და სხვა ადგილას შენახვა.

6. დროის შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული და დახურული ყველა ჟურნალი მათი დახურვიდან 6 კალენ­დარული წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს თზ-ის ტერი­ტორიაზე ზონის საწარმოში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შე­მოსავლების სამსახურის შესაბამისი რეგიონული ცენტრი­სათ­ვის.

7. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც ბუღალტრულ აღ­რიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით და/ან სურვილი აქვთ გამოიყენონ კომპიუტერი ჟურნალების წარმოებისათვის, ჟურნალების წარმო­ება უნდა განახორციელონ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმების მეშვეობით, რომლის ჩატვირთვას გადამხდელის კომპიუტერში უზრუნველყოფს იმ რეგიონული ცენტრის შესაბამისად უფლება­მოსილი თანამშრომელი, სადაც გადამხდელი იმყოფება საგა­დასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, ზონის ასეთ საწარმოს კომპი­უტერი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით აწარმოოს ჟურნალები ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან მიწოდება. ასეთ ფორმებში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირება ბლოკირებულია. შეც­დო­მით შეტანილი მონაცემის გასწორების შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ველში „შენიშვნა“. ასეთი გადამხდელები ვალ­დე­ბულნი არიან, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და ვა­დებში უზრუნველყონ კომპიუტერულ ფორმებში შესაბამისი მონა­ცემების შეტანა და რეგიონული ცენტრის შესაბამისი უფ­ლე­ბამოსილი პირის (პირების) მოთხოვნის შემთხვევაში, ამო­ბეჭდვა, ხელმოწერით დამოწმება და მისთვის გადაცემა.

    მუხლი 35

1. საქონლის მიღების ჟურნალი (დანართი №1) წარმოად­გენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემ­დგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომად­გენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ და რეგიონული ცენტრის ბეჭედდასმულ ჟურ­ნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი.

2. საქონლის გაცემის ჟურნალი (დანართი №2) წარმოად­გენს ქაღალდის ყდაში ჩასმულ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმების 100-ის ჯერადი ოდენობის ერთობლიობისაგან შემ­დგარ ზონარგაყრილ, დანომრილ, ზონის საწარმოს წარმომად­გენ­ლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი რეგიონული ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმო­წე­რილ და რეგიონული ცენტრის ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავ­სართი.

3. ჟურნალები შეძენილ ან დამზადებულ უნდა იქნეს ზო­ნის საწარმოს მიერ. ზონის საწარმო ვალდებულია, ზემოაღ­ნიშნული თანმიმდევრობით აკინძული და ზონარგაყრილი, გვერ­დებდანომრილი და თავსართზე საწარმოს უფლებამოსილი პი­რის მიერ ხელმოწერილი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი) ჟურნალი (ჟურნალები) დასამოწმებ­ლად მიიტანოს იმ რეგიონულ ცენტრში, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

4. თუ ჟურნალი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტე­რიუმებს, რეგიონული ცენტრის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს მისი დამოწმება თავისი ხელმოწერითა და რეგიონული ცენტრის ბეჭდით. ჟურნალების დამოწმებისათვის აუცილებელია, რომ შევსებული იყოს ჟურ­ნალის თავსართის ყველა რეკვიზიტი. დამოწმება წარმოებს ჟურნალის უკანა ყდის გარე გვერდზე ზონრის ბოლოების გადაბმის (კვანძის) ადგილას დაწებებულ კვადრატული ფორმის სუფთა ფურცელზე, რომელიც მთლიანად ფარავს კვანძის ბოლოებს და მჭიდროდ ეკვრის უკანა ყდას. დამოწმებისას ფურცელზე უნდა მიეთითოს შესაბამისი თარიღი. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება ზონის საწარმოს. რეგიონული ცენტრის მიერ ხდება თითოეული ჟურნალის რეგისტრაცია და მას ენიჭება ცალკე ნომერი.

    მუხლი 36

1. ყოველი ახალი ჟურნალი უნდა გაიხსნას წინა შესა­ბამისი ჟურნალის სრულად შევსების შემდეგ.

2. საქონლის მიღების ან გაცემის სამეურნეო ოპერაციის დამთავრების შემდგომ ჟურნალების წარმოებისათვის პასუხის­მგე­ბელი პირი ვალდებულია, დღის ბოლომდე უზრუნველყოს შესაბამის ჟურნალში შესაბამისი სვეტების იმ უჯრების შევსება, რომელიც სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტების მიხედვით. როგორც საქონლის მიღების, ისე საქონლის გაცემის ჟურნალის წარმოებისას, ყოველი დღის მიხედვით არსებული სვეტის ყველაზე ქვედა ჩანაწერის ქვეშ არსებული სამი ცარი­ელი სტრიქონი უნდა გადაიხაზოს Z ფორმის ხაზებით და მის ქვეშ „შენიშვნის“ ველის უჯრაში ხელი მოაწეროს ჟურნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელმა პირმა. აღნიშნული ქმედებით ხდება დღის დახურვა.

3. ჟურნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალებში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელმოწერი­სას ყოველთვის უნდა მიუთითოს მისი პირადი ნომერი და შე­სა­ბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი.

4. საქონლის მიღების ჟურნალის საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად:

ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის მი­ღების ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. მიღება მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გადაცემას (როგორც ამ საქო­ნელზე საკუთრების უფლების გადაცემის, ისე მის გარეშე) ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურ­ნალის წარმოებისათვის პასუხისმგებელი პირი რიგითი ნომრის ქვეშ პირველ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსე­ბობს ბოლო ჩანაწერი;

ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ახდენს საქონლის მიღების ფაქტის ჟურნალში ასახვას. თარიღის აღნიშვნა ხორციელდება ციფრებით შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელი;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება იმ დოკუმენტების დასახელება, რომელთა საფუძველზეც ხდება საქონლის მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სასაქონლო დეკ­ლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან „საქართველოს ეკონო­მიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორ­მების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმო­ბა“. უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. რაიმე მიზეზით გასული საქონლის ან მისი ნაწილის მობრუნების დროს, ამ სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაწეროს იმ დოკუმენტის დასახელება, რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის გატანა, საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება და რაოდენობა, ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშ­ვნის“ (მე-10) სვეტის უჯრაში უნდა მიუთითოს „საქონლის უკან დაბრუნება“;

დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის დასახელება და ის მახასიათებლები, რომლებიც იძლევა საქონ­ლის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც პირველადი დოკუმენტის მიხედვით ხდება რამდენიმე დასახელების ან ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა მახასი­ათებლების მქონე საქონლის მიღება, ამ სვეტის თითოეულ უჯ­რაში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი საქონელი შესაბამისი მა­ხა­სიათებლების აღწერით. ზონის ის საწარმოები, რომლებიც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ., საშემნახ­ველო საკნები, ტვირთების გადაზიდვით დაკავებული საწარ­მოები და ა.შ.) დროებით მფლობელობაში (და არა საკუთ­რებაში) იღებენ შეფუთულ საქონელს, რომლის მესაკუთრეთა მიმართ განსახორციელებელი მომსახურების გაწევის საფასური საზოგადოდ განისაზღვრება საქონლის წონით და/ან ადგილით (მოცულობით), ამ სვეტს ავსებენ საქონლის იმ მახასიათებლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ტვირთის თანამდევ დოკუმენ­ტაციაში. აღნიშნული ტიპის გადამხდელების მიერ ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედ­ვით ხდება ამ ფორმის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტების შევსება;

ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის მიღებამდე საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენ­ტი­ფიკაციო ნომერი;

ვ) მე-6 სვეტის („ზომის ერთეული“) უჯრაში უნდა მიე­თითოს მე-4 სვეტის შესაბამის უჯრაში მითითებული საქონლის ზომის ერთეული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით;

ზ) მე-7 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს მიღებული სა­ქონ­ლის რაოდენობა შესაბამის ზომით ერთეულებში;

თ) მე-8 სვეტის („ერთეულის ფასი“) უჯრაში უნდა მიეთითოს პირველადი დოკუმენტის მიხედვით მიღებული საქონ­ლის ფასი ერთეულზე. ფასი იწერება არაბული ციფრებით და წარმოადგენს ლარებს. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ამ სვეტში საქონლის ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს როგორც შესაბამის ვალუტაში, ისე საქარ­თველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ოპერაციის გან­ხორ­ციელების დღისათვის დადგენილი კურსის მიხედვით გაან­გარიშებული ეკვივალენტური ოდენობა ლარებით. ციფრების მიმართ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ჟურნალის ყველა ფორმის იმ რეკვიზიტზე, რომლითაც მოთხოვ­ნილია თანხის, ფასის, ღირებულების და ა.შ. შესაბამის უჯრაში ჩაწერა. ზონის ის საწარმოები, რომლებიც საქონელს იღებენ დროებით მფლობელობაში და, ამასთან, ასეთი მიღება მათი მხრი­დან საზოგადოდ და ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმია­ნობის ფარგლებში არ ითხოვს მიღებული საქონლის ერთეულის ფასის ცოდნას, როგორც მე-8, ისე მე-9 სვეტის შესაბამის უჯრებში ახდენენ ვერტიკალური ხაზის გასმას;

ი) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება მიღებული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღე­ბულ ციფრს.

5. საქონლის გაცემის ჟურნალის საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის შევსება წარმოებს შემდეგნაირად:

ა) პირველი სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის გაცე­მის ოპერაციის ჟურნალში გატარების რიგითი ნომერი. გაცემა მოი­ცავს საქონლის ფაქტობრივ გატანას ზონის საწარმოს მფლო­ბელობაში არსებული ტერიტორიის გარეთ. შესაბამისად, საქონ­ლის გაცემის ყველა შემთხვევა ასახული უნდა იყოს ჟურნალში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გაცემის აღ­რიცხვის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერ­თზე მეტი უჯ­რის გამოყენებას, პირველ სვეტში მეორე რიგითი ნომრის ჩაწე­რამდე, ჟურნალის მწარმოებელი რიგითი ნომრის ქვეშ არსებულ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რო­მელთა გას­წვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი;

ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ხდება ზონის საწარმოს მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან საქონლის გატანა;

გ) მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენ­ტაციის დასახელება, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის გატანა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანის დამა­დასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს სასაქონლო დეკლარაცია ან სასაქონლო ზედნადები ან „საქარ­თველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგი­ლე­ბისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. ზონის იმ საწარმოებმა, რომლებიც მი­ღებულ საქონელს იყენებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში როგორც ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგნაწილებს და ტარას, მათი გამოყე­ნებისთანავე უნდა უზრუნველყონ საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმის ყველა სვეტის შესაბამის უჯრებში იმ ოპერაციის ასახ­ვა, რომლის მიხედვით ხდება საქონლის ნაშთების შემცირება. ამასთან, მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილია ასეთი ოპერაციის გაფორმებისათვის (მაგ., ნედლეულისა და მასალების ჩამოწერის აქტი), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის“ სვეტში უნდა ჩაიწეროს განხორ­ციელებული ოპერაციის დასახელება და თარიღი, საქონლის დასახელება, რომელშიც გამოყენებულ იქნა სხვა საქონელი და მისი რაოდენობრივი მახასიათებლები;

დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს გატანილი საქონლის დასახელება. ამასთან, საქონლის დასახელების გრაფაში ჩანა­წერი უნდა იძლეოდეს მისი იდენტიფიცირების საშუალებას;

ე) მე-5 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს საქონლის გა­ცემის შემდეგ საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის საიდენ­ტიფიკაციო ნომერი;

ვ) მე-6, მე-7 და მე-8 სვეტების შესაბამის უჯრებში ჩანა­წერების წარმოება ხდება საქონლის მიღების ჟურნალის საქონ­ლის მიღების აღრიცხვის ფორმის ამავე რეკვიზიტების შევსე­ბისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) მე-9 სვეტის უჯრაში იწერება გაცემული საქონლის მთლი­ანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-7 და მე-8 სვე­ტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 37   

თზ-ის ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედვე­ლობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო­ების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრი­ლი თანხის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავება ერთობ­ლივად უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინის­ტრომ თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე.

 დანართი 1

საქონლის მიღების ჟურნალი

ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------

საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------

თზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსის (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ., საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი)

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

 

ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------

საქონლის მიღების აღრიცხვის ფორმა

 

თარიღი

დოკუმენ­ტა­ციის და­სახელება

მიღებული საქონლის დასახელება

საქონლის მიღებამ­დე საქონლის მფლო­ბელის ან მესაკუთ­რის საი­დენტიფიკა­ციო ნო­მერი

ზომის ერთე­ული

რაოდე­­ნობა

ერთე­უ­ლის ფასი

საერ-თო ღირე-ბუ­ლება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №2

საქონლის გაცემის ჟურნალი

ზონის საწარმოს დასახელება ------------------------------------

საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------

თზ-ში ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის (ადგილების) ან/და საწყობის (საწყობების) ან/და სათავსის (სათავსების) რეკვიზიტები (მაგ., საწყობის ნომერი), სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

ზონის საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი)

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

ჟურნალის გახსნის თარიღი: --- --- ------

 

საქონლის გაცემის აღრიცხვის ფორმა

 

 

თარიღი

დოკუმენ­ტა­ციის და­სახელება

გასული საქონლის დასახელება

საქონლის გაცემის შემდეგ საქონლის მფლო­ბელის ან მესაკუთ­რის საი­დენტიფიკა­ციო

ნო­მერი

ზომის ერთე­ული

რაოდე­­ნობა

ერთე­უ­ლის ფასი

საერთო ღირებუ­ლება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10