დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 429 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.016170 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2011 - 15/02/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №429
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს:
ა) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი თანდართული დანართებით;
ბ) ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი თანდართული დანართებით.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – ფიტოსანიტარიული წესი) განსაზღვრავს ფიტოსანიტარიულ პროცედურებს, რომლებიც მიმართულია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების წინააღმდეგ. ფიტოსანიტარიული წესი შემუშავებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ 1951 წლის 6 დეკემბერს დამტკიცებული მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) პრინციპებისა და დებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია ამ სფეროში ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის, „ევროკავშირში მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე ორგანიზმების შეტანისა და გავრცელების დამცავი ზომების დაწესების შესახებ’’ ევროსაბჭოს 2000 წლის 8 მაისის №2000/29/EC დირექტივის მოთხოვნები.
2. ფიტოსანიტარიული წესი ვრცელდება ,,ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №2-9 ბრძანებით განსაზღვრული საქონლის იმპორტზე, რეექსპორტზე, ექსპორტსა და ტრანზიტზე, ასევე შესაძლებელია გავრცელდეს დასაწყობების ადგილებზე, ტარაზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, კონტეინერებსა და რაიმე სხვა ორგანიზმებზე, ობიექტზე ან მასალაზე, რომლებშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმები, ან რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ მათ სამალავებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე ფიტოსანიტარიულ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ანალიზი – მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან მათი იდენტიფიკაციის მიზნით ჩატარებული არავიზუალური გამოკვლევა;
ბ) აკრძალვა – ფიტოსანიტარიული რეგლამენტაცია, რომელიც კრძალავს განსაზღვრული მავნე ორგანიზმის ან საქონლის იმპორტს ან გადაადგილებას;
გ) გამცემი ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
დ) დამატებითი დეკლარაცია – ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში ჩასართავი, იმპორტიორი ქვეყნის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკური დამატებითი ინფორმაცია ტვირთის მდგომარეობის შესახებ, რეგულირებად მავნე ორგანიზმებთან მიმართებით;
ე) დამუშავება – პროცედურები, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით;
ვ) დასნებოვნება – საქონელში ცოცხალი ორგანიზმის არსებობა, რომელიც წარმოადგენს მცენარის ან მცენარეული პროდუქტის მავნე ორგანიზმს. დასნებოვნება მოიცავს ინფიცირებას;
ზ) დევიტალიზაცია – პროცედურა, რომლის შემდეგაც მცენარე და მცენარეული პროდუქტები კარგავენ გაღივების, ზრდა-განვითარებისა და რეპროდუქციის უნარს;
თ) დოკუმენტური შემოწმება – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის), ასევე რეგულირებადი ობიექტის თანმხლები სხვა დოკუმენტების შემოწმებას;
ი) ვიზუალური შემოწმება – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან სხვა რეგულირებადი ობიექტების ფიზიკური შემოწმება მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით, შეუიარაღებელი თვალის, ლუპის, ბინოკულარის ან მიკროსკოპის საშუალებით, ანალიზისა და გადამუშავების გარეშე;
კ) ზონა – განსაზღვრული ქვეყანა, ქვეყნის ნაწილი ან რამდენიმე ქვეყანა ან მათი ნაწილი;
ლ) თავისუფალი ზონა – ზონა, რომელშიც მოცემული მავნე ორგანიზმის არარსებობა მეცნიერულად დასაბუთებულია და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მდგომარეობის შენარჩუნება უზრუნველყოფილია;
მ) ინსპექტირება – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მასალების ვიზუალური შემოწმება, მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ ზომებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ნ) ინტროდუქცია – მავნე ორგანიზმების შემოჭრა, რომელსაც თან ახლავს მისი აკლიმატიზაცია;
ო) იდენტურობის შემოწმება – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატსა და სხვა დოკუმენტში არსებული მონაცემების რეგულირებად ობიექტთან ურთიერთშედარებას, ასევე შეფუთვის, მარკირების მდგომარეობისა და ტრანსპორტირების პირობების დადგენას;
პ) კარანტინი – რეგულირებადი ობიექტების შეჩერება, დაკვირვების და გამოკვლევის ან შემდგომი ინსპექტირების, ანალიზისა და დამუშავებისათვის;
ჟ) კონტამინაცია – საქონელში, დასაწყობების ადგილში, სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტეინერში მავნე ორგანიზმის ან სხვა რეგულირებადი ობიექტის არსებობა, რაც არ წარმოადგენს დასნებოვნებას;
რ) მავნე ორგანიზმი – მცენარეების ან მცენარეული პროდუქტებისთვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი;
ს) მცენარეები – ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები, თესლებისა და გენეტიკური მასალების ჩათვლით;
ტ) მცენარეული პროდუქტები – მცენარეული წარმოშობის ნედლეული (მარცვლოვნების ჩათვლით) და გადამუშავებული პროდუქტები, რომლებიც, თავიანთი ბუნებიდან ან გადამუშავების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ქმნიან მავნე ორგანიზმების ინტროდუქციისა და გავრცელების რისკს;
უ) კონტროლი – აუცილებელი ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციების სავალდებულო შესრულება, ასევე აუცილებელი ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენება, რომლის მიზანია საკარანტინო მავნე ორგანიზმის ლიკვიდაცია ან ლოკალიზაცია, ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმის მართვა;
ფ) რეგულირებადი ობიექტი – ნებისმიერი მცენარე, მცენარეული პროდუქტი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი და სხვა ორგანიზმი, ობიექტი ან მასალა, სადაც შესაძლებელია მავნე ორგანიზმის არსებობა, ან რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას, რომელთა მიმართ აუცილებელია გატარდეს ფიტოსანიტარიული ზომები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს;
ქ) რეგულირებადი მავნე ორგანიზმი – საკარანტინო მავნე ორგანიზმი ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი;
ღ) რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი – არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომლის არსებობა სარგავ და სათესლე მასალაში იძლევა ეკონომიკურად არასასურველ ეფექტს ამ მცენარეების გამიზნული გამოყენების შემთხვევაში, რის გამოც ისინი რეგულირდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტის განხორციელებისას;
ყ) რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი – რეგულირებადი ობიექტის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარმომადგენელი;
შ) რეექსპორტისთვის განკუთვნილი ტვირთი – შემდგომი ექსპორტის მიზნით ქვეყანაში იმპორტირებული ტვირთი. შესაძლებელია ტვირთის შენახვა, დანაწევრება, სხვა ტვირთებთან შერევა ან შეფუთვის შეცვლა, იმ პირობით, რომ მათ არ განუცდიათ მავნე ორგანიზმისაგან დასნებოვნება;
ჩ) საქონელი – მცენარეთა, მცენარეული პროდუქტის ან სხვა მასალების სახეობა, რომელიც გადაადგილდება სავაჭრო ან სხვა მიზნებისთვის;
ც) სასაქონლო პარტია – ერთი დასახელების საქონლის რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს ტვირთის ნაწილს და რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია შემადგენლობის ჰომოგენურობის, წარმოშობის და ა.შ. მიხედვით;
ძ) საკარანტინო ზონა – ეწოდება ზონას, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მიმდინარეობს ბრძოლა მის წინააღმდეგ;
წ) საკარანტინო სადგომი – სადგომი, სადაც შესაძლებელია მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების კარანტინში განთავსება;
ჭ) საკარანტინო მავნე ორგანიზმი – მავნე ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა სახიფათო ზონისათვის, რომელშიც იგი ჯერ არ გამოვლენილა ან შეზღუდულადაა გავრცელებული და იმყოფება კონტროლის ქვეშ (საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა განსაზღვრულია „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №2-13 ბრძანებით);
ხ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონა, ასევე ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;
ჯ) სახიფათო ზონა – თავისუფალი ზონა, რომელშიც ეკოლოგიური ფაქტორები ხელს უწყობს მავნე ორგანიზმის დამკვიდრებას და რომლის არსებობა ამ ზონაში გამოიწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს;
ჰ) ტვირთი – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა მასალების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდება და რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, გაცემულია ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ტვირთი შესაძლებელია შედგებოდეს ერთი ან მეტი სახეობის საქონლის ან სასაქონლო პარტიისგან);
ჰ.ა) ტრანზიტული ტვირთი – ტვირთი, რომელიც არ არის განკუთვნილი ქვეყანაში იმპორტისათვის, არამედ გადაადგილდება მისი გავლით სხვა ქვეყანაში გახსნის, დანაწევრების, სხვა ტვირთებთან შერევისა და შეფუთვის შეცვლის გარეშე, რომლებსაც არ განუცდიათ მავნე ორგანიზმისგან დასნებოვნება;
ჰ.ბ) უფლებამოსილი პირი – შემოსავლების სამსახურის, სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ფიტოსანიტარიული პროცედურები;
ჰ.გ) ფიტოსანიტარიული იმპორტის მოთხოვნები – სპეციფიკური ფიტოსანიტარიული ზომები, რომლებიც დადგენილია იმპორტიორი ქვეყნის მიერ ამ ქვეყანაში შემავალი ტვირთების მიმართ;
ჰ.დ) ფიტოსანიტარიული პროცედურა – ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების მეთოდი, რომელიც მოიცავს რეგულირებადი მავნე ორგანიზმის მიმართ ინსპექტირების, ანალიზის, ზედამხედველობის ან დამუშავების ჩატარებას;
ჰ.ე) ფიტოსანიტარიული რეგლამენტაცია – კანონმდებლობით დადგენილი წესი, რომლის მიზანია საკარანტინო მავნე ორგანიზმის ინტროდუქციის ან/და გავრცელების აღკვეთა, ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმის მიერ გამოწვეული ეკონომიური ზარალის შემცირება, ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცედურების ჩათვლით;
ჰ.ვ) ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება – ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენება, რაც განაპირობებს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემას;
ჰ.ზ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ჰ.თ) ფიტოსანიტარიული ზომა – შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს საკარანტინო მავნე ორგანიზმის ინტროდუქციის ან/და გავრცელების აღკვეთას, ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმისაგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას;
ჰ.ი) მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს რეგულირებადი ობიექტის ინსპექტირებას;
ჰ.კ) შეტანა – ტვირთის გადაადგილება ზონაში შეტანის პუნქტის გავლით;
ჰ.ლ) შეტანის პუნქტი – აეროპორტი, საზღვაო პორტი ან სახმელეთო პუნქტი ქვეყნის საზღვარზე, რომელიც განკუთვნილია ტვირთების იმპორტის და/ან მგზავრების შემოსვლისათვის;
ჰ.მ) წარმოშობის ქვეყანა (მცენარეებისგან შემდგარი ტვირთის შემთხვევაში) – ქვეყანა, სადაც მცენარეები იქნა მოყვანილი;
ჰ.ნ) წარმოშობის ქვეყანა (მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისგან შემდგარი ტვირთის შემთხვევაში) – ქვეყანა, სადაც მოყვანილ იქნა მცენარეები, რომელთაგანაც მიღებულია მოცემული მცენარეული პროდუქტები;
ჰ.ო) წარმოშობის ქვეყანა (რეგულირებადი ობიექტები, გარდა მცენარეებისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისა) – ქვეყანა, სადაც მოცემულ რეგულირებად ობიექტებს შესაძლოა პირველად შექმნოდა მავნე ორგანიზმისაგან დასნებოვნების საფრთხე;
ჰ.პ) წარმოების ადგილი – ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთების ერთიანობა, რომელიც გამოიყენება, როგორც ერთი საწარმო ან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთეული. იგი შეიძლება მოიცავდეს ასევე ნაკვეთებს, რომლებიც იმართება ცალკე, ფიტოსანიტარიული დანიშნულებით.
თავი II
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა, გადაადგილება და განადგურება
მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო და პერსონალის კვალიფიკაცია
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) განსაზღვრავს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის პირობებს.
2. ფიტოსანიტარიული წესით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
3. ფიტოსანიტარიული წესით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით შემოსავლების სამსახურს სამუშაოდ აჰყავს სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი.
მუხლი 4. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა
1. ტვირთს (№1 დანართის შესაბამისად) იმპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ასევე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა (შემდგომში – იმპორტის ნებართვა) არ მოითხოვება ფიტოსანიტარიული წესის №8 დანართით განსაზღვრულ საქონელზე.
მუხლი 5. წინასწარი შეტყობინება
1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტვირთის შემოტანისას რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუგზავნოს შემოსატანი ტვირთის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის შემოტანა:
ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;
ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;
გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.
2. წინასწარი შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპორტის ნებართვის ან ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ან ტვირთის თანმხლები სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს სრული დასახელება), აგრეთვე, საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას.
3. წინასწარი შეტყობინების ფორმა და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6. ფიტოსანიტარიული პროცედურები
1. საქართველოში იმპორტისთვის გამიზნული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:
ა) დოკუმენტურ შემოწმებას;
ბ) იდენტურობის შემოწმებას;
გ) მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს;
დ) ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისათვის ან ლაბორატორიული ანალიზისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული პროცედურების რაოდენობის სიხშირის განსაზღვრის მიზნით რისკზე დაფუძნებული, სააგენტოსთან შეთანხმებული ,,მონიტორინგის გეგმა’’ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის შემოტანისას ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები შესაძლებელია გადატანილ იქნეს საქონლის დანიშნულების ადგილზე.
მუხლი 7. დოკუმენტური შემოწმება
1. ფიტოსანიტარიული კონტროლის ჩატარების მიზნით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ორიგინალი);
ბ) იმპორტის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები.
2. დოკუმენტური შემოწმება მოიცავს:
ა) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმისა და შინაარსის შესაბამისობის დადგენას დამტკიცებულ მოდელთან (მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPS) დანართით დამტკიცებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნიმუშის ფორმასთან, იგი გაფორმებული უნდა იყოს ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის (ISPM) №12-ის შესაბამისად);
ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის სრულყოფილად შევსების შემოწმებას, მასზე ბეჭდისა და ხელმოწერის ჩათვლით (მცენარეთა ბოტანიკური სახელწოდებები მითითებული უნდა იყოს ლათინურ ენაზე);
გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და კანონმდებლობით განსაზღვრული თანმხლები დოკუმენტაციის მონაცემების (წარმოშობის სერტიფიკატი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), სატრანსპორტო ზედდებული, იმპორტის ნებართვა და სხვა დოკუმენტები) ურთიერთშესაბამისობის დადგენას.
3. საქართველოდან საქონლის:
ა) ექსპორტის შემთხვევაში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული იმპორტის მოთხოვნები აღნიშნულს არ ითვალისწინებს;
ბ) რეექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ტვირთს დანიშნულებისამებრ, ხოლო სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში რჩება მისი დამოწმებული ასლი.
4. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ტვირთის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია წარმოადგენს იმ ტვირთის ნაწილს, რომელზედაც გაიცა იმპორტის ნებართვა. ამ შემთხვევაში იმპორტის ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, სათანადო აღნიშვნით, სანამ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე, ხოლო იმპორტის ნებართვის ასლზე უფლებამოსილი პირი უთითებს შემოტანილი სასაქონლო პარტიის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ბოლო სასაქონლო პარტიას მიჰყვება მისი ორიგინალი.
მუხლი 8. იდენტურობის შემოწმება
საქონლის იდენტურობის შემოწმება ითვალისწინებს:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმებას, მისი საიდენტიფიკაციო ნომრის შედარებას ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და სხვა დოკუმენტების მონაცემებთან;
ბ) საქონელზე (შეფუთვაზე, ყუთებზე და ა.შ.) არსებული მონაცემების (მარკირების) შედარებას ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში ან/და სხვა დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან (თუ მცენარეები, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეფუთულია მუყაოს შესაფუთ მასალაში ან სხვა შეფუთვაში, დგინდება შეფუთვისა და მარკირების მდგომარეობა, ხოლო შეფუთვის არარსებობის შემთხვევაში, დგინდება, ტვირთი ერთგვაროვანია, თუ იგი შედგება სხვადასხვა სახის მცენარეებისგან ან მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისგან);
გ) ხის შესაფუთი მასალების შემოწმებას ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტი (ISPM) №15-ისა და „საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-7 – №33 ერთობლივი ბრძანების შესაბამისად;
დ) ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში აღნიშნული საქონლის სახეობისა და ტიპის შესაბამისობის დადგენას სატრანსპორტო საშუალებაში რეალურად არსებულ საქონელთან;
ე) საქონლის ტრანსპორტირების პირობების, მათ შორის, ჰერმეტულობის, სისუფთავისა და ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას;
ვ) საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისობის დადგენას ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში აღნიშნულ რაოდენობასთან.
მუხლი 9. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი
მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი ითვალისწინებს:
ა) რეგულირებადი ობიექტის ინსპექტირებას;
ბ) შეფუთვის ვარგისიანობის შემოწმებას;
გ) საქონლის შესაბამისობის შემოწმებას განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან (დამუშავება, გადამუშავების ხარისხი, კონტამინაციის გამორიცხვა, აკრძალვა და ა.შ.).
მუხლი 10. ნიმუშის აღება
1. ნიმუშის აღება ხდება:
ა) ინსპექტირების მიზნით (ადგილზე შემოწმებისათვის ლუპის, ბინოკულარის ან მიკროსკოპის გამოყენებით);
ბ) ანალიზისათვის (ლაბორატორიული გამოკვლევისათვის) ,,მონიტორინგის გეგმის’’ თანახმად ან იმ შემთხვევაში, თუ მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლისას დადგინდა, რომ აუცილებელია საქონლის დამატებითი შემოწმების ჩატარება.
2. ნიმუშების აღება ხორციელდება „საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-7 – №33 ერთობლივი ბრძანებისა და ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გამოვლენილი მავნე ორგანიზმები და ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ნიმუშები იდენტიფიკაციის დასადასტურებლად ან/და ანალიზისათვის იგზავნება ლაბორატორიაში.
4. მავნე ორგანიზმების აღმოჩენისას საქონელი ან/და საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამუშავებას ან ექსპორტიორ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.
5. დამუშავების შემდეგ საქონელი ექვემდებარება სიჯანსაღის შემოწმების ხელახალ პროცედურებს.
მუხლი 11. ტრანზიტული საქონლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები
1. ტრანზიტული საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, ფიტოსანიტარიული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.
2. უფლებამოსილი პირის მიერ ტრანზიტული საქონლის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’ (დანართი №2).
3. ტრანზიტული ტვირთის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება ფიტოსანიტარიული იმპორტის მოთხოვნებს.
მუხლი 12. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შედეგად მიიღება შემდეგი გადაწყვეტილებები:
ა) თუ რეგულირებადი ობიექტი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ ზომებს, მას ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: ,,ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია’’;
ბ) თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ ზომებს:
ბ.ა) მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე დაისმება ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: ,,საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია’’;
ბ.ბ) შესაძლებელია დაექვემდებაროს დამუშავებას, დახარისხებას, შეფუთვის შეცვლას ან გადამუშავებას, თუ აღნიშნული ქმედება გამორიცხავს გამოვლენილ რისკს;
გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა), დაკვირვება და გამოკვლევა ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე;
დ) განადგურება – იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის მფლობელის დადგენა ან იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა. საქონლის განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საკარანტინო მავნე ორგანიზმის გამოვლენისას ან მაშინ, თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, ამ წესის №6 დანართის შესაბამისად, აცნობებს ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უგზავნის შეტყობინებას ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის სამსახურს, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტ №13-ის ,,სახელმძღვანელო შეუსაბამობისა და გადაუდებელი ქმედებების ნოტიფიკაციისათვის’’ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. თუ ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და ამ საქონლის საქართველოში შემოტანაზე უარი ითქვა ან გაბრუნდა საქართველოდან, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე კეთდება წითელი ფერის აღნიშვნა: ,,სერტიფიკატი გაუქმებულია’’, №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 13. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი
1. უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’ (დანართი №2).
2. ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი’’ ივსება 2 ეგზემპლარად, მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი ეგზემპლარი – გადაეცემა რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელ პირს;
ბ) მეორე ეგზემპლარი – ინახება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.
3. ფიტოსანიტარიული კონტროლის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ელექტრონულ ჟურნალში შემდეგი ინფორმაციის შეტანას:
ა) ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის’’ სერიული ნომერი;
ბ) ტვირთის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი;
გ) საქონლის წონა ან რაოდენობა;
დ) მცენარეთა სახეობა და ბოტანიკური დასახელება;
ე) ტვირთის თანმხლები ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი;
ვ) წარმოშობის ქვეყანა, წარმოების ადგილი;
ზ) დანიშნულების ადგილი, მიმღები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება;
ი) აღებული ნიმუშის თაობაზე.
მუხლი 14. საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება
1. საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი არაეკონომიკური მიზნით შემოტანილ საქონელზე ვერ წარმოადგენს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვას და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება (საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა) შემდეგი მეთოდებით:
ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა დადგენილი მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ.
4. საქონლის განადგურებას სურვილისამებრ ესწრება მგზავრი ან მისი წარმომადგენელი.
5. უფლებამოსილი პირი ფიტოსანიტარიული წესის №7 დანართის შესაბამისად ადგენს ,,საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს’’ 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა მგზავრს ან მის წარმომადგენელს.
მუხლი 15. ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა
1. ეროვნული სააგენტო შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ელექტრონულად ან მონაცემთა გადაცემის სხვა საშუალებით რეგულარულად და აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის:
ა) ინფორმაციას მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების შესახებ;
ბ) მეთოდურ მითითებებს შესაძლო რისკებისა და მათთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
გ) ინფორმაციას გაცემული იმპორტის ნებართვების შესახებ, რომელიც მიეწოდება გაცემისთანავე ელექტრონულად;
დ) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემებს.
2. ეროვნულ სააგენტოს რეგულარულად და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია (ინფორმაციის მიწოდების ვადას შემოსავლების სამსახური და ეროვნული სააგენტო განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით) თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ:
ა) ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის’’ სერიული ნომერი;
ბ) ტვირთის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი;
გ) ტვირთის წონა ან რაოდენობა;
დ) მცენარეთა სახეობა და ბოტანიკური დასახელება;
ე) ტვირთის თანმხლები ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი;
ვ) წარმოშობის ქვეყანა, წარმოების ადგილი;
ზ) დანიშნულების ადგილი, მიმღები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება;
ი) აღებული ნიმუშის თაობაზე.
3. შემოსავლების სამსახური ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.
4. შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს ურთიერთშეთანხმებით, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ უფლებამოსილი პირების სწავლების ყოველწლიური გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას.
მუხლი 16. განსაკუთრებული პირობები
ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება:
ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი უბრუნდება გამომგზავნს;
ბ) №8 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ საქონელზე, გარდა მე-17 მუხლით დადგენილი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევებისა;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
მუხლი 17. უსაფრთხოების ღონისძიებები
უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი ან/და ტრანზიტი შეიძლება დროებით აიკრძალოს ან მათი პირობები შეიცვალოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 18. კონტროლის ელექტრონული სისტემები
ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური ყოველმხრივ ხელს უწყობენ ფიტოსანიტარიული პროცედურების სრულყოფას, ქმნიან და განავითარებენ ელექტრონულ სისტემებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში აისახოს საქონლის მიმართ განხორციელებული კონტროლის პროცედურები.
მუხლი 19. პასუხისმგებლობა
ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
სახელწიფო ფიტოსანიტარი ულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა, რომელზედაც საერთაშორისო გადაზიდვებისას მოითხოვება საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი |
საქონლის დასახელება
| |||
1 | 2 | |||
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი | ||||
0601 | ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭკაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა | |||
0602 | დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი | |||
0603 | მოჭრილი ყვავილები და კოკრები, თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისათვის ვარგისი, ახალი, გამხმარი | |||
0604 | ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები უყვავილებოდ და უკვირტებოდ, ბალახები, ხავსი და ლიქენი თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისთვის ვარგისი, ახალი | |||
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები | ||||
0701 | კარტოფილი, ახალი | |||
0702 00 000 00 | პომიდორი, ახალი | |||
0703 | ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი | |||
0704 | თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, ქეჟერა კომბოსტო და Brasicca გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი | |||
0705 | სალათა – ღორის ქადა (Lactuca sativa) და ვარდკაჭკაჭა | |||
0706 | სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი | |||
0707 00 | კიტრი და კორნიშონები, ახალი | |||
0708 | პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი | |||
0709 | ბოსტნეული დანარჩენი, ახალი | |||
0712 | ბოსტნეული ხმელი, მთელი, დაჭრილი დიდ და პატარა ნაჭრებად, დაქუცმაცებული ან ფხვნილის სახით, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე | |||
0713 | პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი | |||
0714 | მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად | |||
ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვნების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი | ||||
0802 | კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე | |||
0803 00 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი | |||
0804 | ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია, ახალი ან ხმელი | |||
0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი | |||
0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი | |||
0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი | |||
0808 | ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი | |||
0809 | გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი | |||
0810 | ხილი დანარჩენი, ახალი | |||
0813 | ხილი ხმელი, 0801-0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლების ან ხმელი ნაყოფების ნარევები | |||
ჯგუფი 09. ყავა, ჩაი, მატე, ანუ პარაგვაიას ჩაი, და სანელებლები | ||||
0901 11 000 00 | ყავა მოუხალავი, კოფეინით | |||
0901 12 000 00 | კოფეინის გარეშე | |||
ჯგუფი 10. მარცვლოვნები | ||||
1001 | ხორბალი და მესლინი | |||
1002 00 000 00 | ჭვავი | |||
1003 00 | ქერი | |||
1004 00 000 00 | შვრია | |||
1005 | სიმინდი | |||
1006 | ბრინჯი | |||
1007 00 | სორგო მარცვლოვანი | |||
1008 | წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; დანარჩენი მარცვლეული | |||
ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა | ||||
1101 00 110 00 | ფქვილი ხორბლის | |||
1101 00 900 00 | ხორბალ-ჭვავის ფქვილი | |||
1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა | |||
1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვნების მარცვლის გრანულები | |||
1104 | მარცვლოვნების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვნების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული | |||
1106 10 000 00 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის | |||
110710 | ალაო მოუხალავი ხორბლისგან | |||
1107 10 110 00 | ფქვილის სახით | |||
1107 10 190 00 | დანარჩენი | |||
1107 10 910 00 | ფქვილის სახით | |||
1107 10 990 00
| დანარჩენი | |||
ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი | ||||
1201 00 | სოიის ცერცვი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1202 | არაქისი, მოუხალავი ან რაიმე სხვა მეთოდით მოუმზადებელი, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1204 00 | თესლი სელისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1205 | თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1206 00 | თესლი მზესუმზირასი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1207 | თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი | |||
1208 | ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი, ზეთოვანი კულტურების თესლებისაგან ან ნაყოფებისაგან, გარდა მდოგვის თესლისა | |||
1209 | თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად | |||
1211 | მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და ნაყოფების ჩათვლით), პარფიუმერული, ფარმაცევტული ან ინსექტიციციდური, ფუნგიციდური ან ანალოგიური მიზნებისათვის გამოსაყენებელი, ახალი ან გამხმარი, მთელი ან დაქუცმაცებული, დამსხვრეული ან დაფქული | |||
1212 | ვარდუხტის ხის ნაყოფი, ზღვის და დანარჩენი წყალმცენარეები, შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამი, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი; ნაყოფის კურკები და მათი გულები, მცენარეული წარმოშობის დანარჩენი პროდუქტები (Chicorium i ntibus sativum) სახეობის ვარდკაჭკაჭას მოუხალავი ფესვების ჩათვლით), უმთავრესად საკვებად გამოყენებული, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი | |||
1213 00 000 00 | ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, დაფქული ან დაუფქვავი, დაპრესილი | |||
1214 | თალგამურა, საფოთლე ჭარხალი (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, არაგრანულირებული | |||
ჯგუფი 18. კაკაო და პროდუქტები მისგან | ||||
1801 00 000 00 | კაკაოს მარცვალი, მთელი ან დამსხვრეული, ნედლი | |||
ჯგუფი 23. კვების მრეწველობის ნარჩენები; ცხოველთა მზა საკვები ცხოველებისათვის | ||||
2302 | ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით გადამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |||
2304 00 000 00 | კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები მიღებული მცენარეული სოიოს ზეთის ამოღებისას, დაფქული და დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |||
ჯგუფი 24. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები | ||||
2401 | თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები | |||
ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი | ||||
4401 | ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები | |||
4403 | ხე-ტყის მასალა დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, სახელდახელო დაძელვით ან დაძელვის გარეშე | |||
4404 | მერქნიანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები და სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური | |||
4406 10 000 00 | ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი | |||
4407 | ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი | |||
4409 | დახერხილი ხე-ტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური), ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან არმქონე | |||
4416 00 000 00 | კასრები, ხელკასრები, როფები, გეჯები და სხვა საკასრე ნაწარმი და მათი ნაწილები მერქნისაგან, ტკეჩის ჩათვლით | |||
ჯგუფი 52. ბამბა | ||||
5201 00 | ბამბის ბოჭკო, კარდ- ან სავარცხნდაუჩეჩავი | |||
5202 | ბამბის ბოჭკოს ნარჩენები (დართვის ნარჩენებისა და გაწეწილი ნედლეულის ჩათვლით) | |||
5203 00 000 00 | ბამბის ბოჭკო, კარდ- ან სავარცხნნაჩეჩი | |||
ჯგუფი 53. დანარჩენი მცენარეული ტექსტილის ბოჭკო; ქაღალდის ნართი და ქაღალდის ნართის ქსოვილები | ||||
5301 | ნედლი სელი ან სელი დამუშავებული, მაგრამ დაურთავი; სელის ანაჩეჩები და ნარჩენები (დართვის ნარჩენებისა და გაწეწილი ნედლეულის ჩათვლით) | |||
5302 | ქერელი (Ca nabis sativa L .), ნედლი ან დამუშავებული, მაგრამ დაურთავი; ქერქლის ანაჩეჩები და ნარჩენები (დართვის ნარჩენებისა და გაწეწილი ნედლეულის ჩათვლით) | |||
5303 | ჯუთის ბოჭკო, დაურთავი; ამ ბოჭკოს ანაჩეჩები ან ნარჩენები | |||
5304 | სიზალის ბოჭკო და Agavae-ს გვარის მცენარეების ტექსტილის სხვა ბოჭკოები, ნედლი ან დამუშავებული, მაგრამ დაურთავი; ამ ბოჭკოების ანაჩეჩები და ნარჩენები (დართვის ნარჩენებისა და გაწეწილი ნედლეულის ჩათვლით) | |||
ჯგუფი 97. ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი | ||||
9705 00 000 00 | კოლექციები და საკოლექციო ნივთები ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მინერალოგიაში, ანატომიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში ან ნუმიზმატიკაში
| |||
კოდის გარეშე | ნიადაგი ნებისმიერი სახით | |||
კოდის გარეშე | ცოცხალი მწერები | |||
კოდის გარეშე | ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები. | |||
შენიშვნა:
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები არ მოითხოვება მცენარეული პროდუქტებისათვის, რომელთაც ისეთი სახის გადამუშავება გაიარეს, რომ პოტენციურად არ შეიძლება შეიცავდნენ რეგულირებადი მავნე ორგანიზმების ინტროდუქციის რისკს.
დანართი №2
სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი № 000000
საქონლის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––– სეს ესნ კოდი
წონა ––––––––– საბაჟო რეჟიმი –––––––––––– ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი № ––––––
ნებართვა № ––––––––
სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის № –––––––––––
დოკუმენტური შემოწმება |
| |||
1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი აკმაყოფილებს იმპორტის მოთხოვნებს 2. დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება ერთმანეთს 3. წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია | დიახ –– დიახ –– დიახ –– | არა ––1 არა ––2 არა ––3 |
| |
იდენტურობის შემოწმება |
| |||
4. საქონელი შეესაბამება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში აღნიშნული საქონლის დასახელებას 5. ტრანსპორტირების პირობები დაცულია 6. საქონელი შეფუთულია, გააჩნია ეტიკეტი, გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები | დიახ –– დიახ –– დიახ –– | არა ––4 არა ––5 არა ––6 |
| |
ფიზიკური შემოწმება |
|
|
| |
7. საქონლის გარეგნული შემოწმებისას აღმოჩენილია დაზიანებები 8. ჩატარებულია საქონლის ფუმიგაცია, სითბური და/ან ქიმიური დამუშავება 9. საქონელი შეიცავს მცენარეთა საკარანტინო ობიექტებს | დიახ –– დიახ –– დიახ –– | არა––7 არა––8 არა ––9 |
| |
გადაწყვეტილებები: 10. საქონელი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანა ნებადართულია 11. საქონელი არ შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანაზე უარი ითქვა 12. ექვემდებარება საკარანტინო სადგომში გადაადგილებას 13. საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება |
––10 ––11 ––12 ––13 | |||
| ||||
კონტროლი დაიწყო: თარიღი –––– –––––––––––– დრო ––– ––––
კონტროლი დასრულდა: თარიღი –––– –––––––––––– დრო ––– ––––
უფლებამოსილი პირი -------------------------- ------------------------------ (სახელი გვარი) (პირადნომრიანი ბეჭედი №)
შენიშვნა:
| ||||
დანართი №3
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
X საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა - დაბრუნებულია Rejected – Re-dispatched
უფლებამოსილი პირი: ------------------------------------ (ხელმოწერა) თარიღი: “–––––“ ––––––– 20–––––
|
დანართი №4
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია : ა) დოკუმენტური შემოწმება ჩატარებულია; ბ) იდენტურობის შემოწმება ჩატარებულია; გ) ფიზიკური შემოწმება ჩატარებულია.
უფლებამოსილი პირი ----------------------------------- (ხელმოწერა) თარიღი “----“ -------------20 -----
|
|
დანართი №5
უფლებამოსილი
პირი
დანართი №6
შეტყობინება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის შესახებ
|
საქონლის გამგზავნი: (დასახელება და მისამართი)
საქონლის მიმღები: (დასახელება და მისამართი)
შეუსაბამობები:
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ არსებობს ორიგინალი არ არსებობს შევსებულია არასრულად შევსებულია გაურკვევლად თარიღის გარეშეა დაუმოწმებელი გადაკეთებები შეიცავს არასწორ ინფორმაციას შევსებული არ არის ქართულ, ინგლისურ და არც რუსულ ენაზე
საკარანტინო ობიექტის აღმოჩენა (დასახელება):
სხვა მიზეზები არასერტიფიცირებული რაოდენობა იდენტურობის შეუსაბამობა (დოკუმენტების მონაცემებთან) ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა აკრძალული მცენარეები დაკავება ლაბორატორიული შემოწმების დასრულებამდე
შეუძლებელია საქონლის შემოწმება:
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გადაწყვეტილება:
მცენარეთა ბოტანიკური სახელწოდებები, რაოდენობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის №: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის ადგილი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გაცემის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქონლის წარმოშობის ქვეყანა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ექსპორტიორი ქვეყანა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატრანსპორტო საშუალება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
თარიღი: |
|
| . |
|
| . |
|
|
|
|
უფლებამოსილი პირი ....................................................................................................................
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი)
ბ.ა.
დანართი №7
საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და /ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების
ა ქ ტ ი №
“-------”-------------------- წ.
საქონლის დასახელება –––––––––––––––––––––––––––
რაოდენობა (კგ) –––––––––––––––––––––––––––
განადგურების ადგილი –––––––––––––––––––––––––––
განადგურების მეთოდი –––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები:
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
საქონლის მფლობელი ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა:
დანართი № 8
საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) ნუსხა, რომლებზეც არ ვრცელდება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი | |||
საქონლის დასახელება | ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია | თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია | სხვა ქვეყნები |
მცენარეული წარმოშობის პროდუქტები | 10 კგ | 5 კგ | 5 კგ |
სარგავი და სათესლე მასალა | 1კგ | 0,5კგ | 0. |
შენიშვნა: ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის , საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.
დანართი №9
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ექვემდებარება შეჩერება ს
უფლებამოსილი პირი: --------------------- (ხელმოწერა)
თარიღი: “----“ ------------- 20-----
|
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის (შემდგომში – ვეტერინარული წესი) მიზანია სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო (შემდგომში – ვეტერინარული კონტროლი) კონტროლის განხორციელების პროცედურების დადგენა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანის ან/და გადაადგილების პირობებისა და სავალდებულო ქმედებების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის OIE-სა და FAO-ს პრინციპების გათვალისწინებით.
2. ვეტერინარული წესი ვრცელდება ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე და მათ გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ვეტერინარული წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) დაავადება – ინფექციის კლინიკური და/ან პათოლოგიური გამოვლინება;
ბ) დასნებოვნებული ზონები – არის ზონები, რომლებშიც დადასტურებულია დაავადების არსებობა;
გ) დეზინფექცია – საფუძვლიანად დასუფთავების შემდგომ პროცედურების გამოყენება, რომლებიც მიმართულია ცხოველთა დაავადების, მათ შორის, ზოონოზების ინფექციური ან პარაზიტული აგენტების გასანადგურებლად. დეზინფექცია შეეხება შენობებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იყვნენ კონტამინირებული ინფექციური ან პარაზიტული აგენტებით;
დ) დოკუმენტური შემოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს საქონლის ვეტერინარული სერტიფიკატების ან სხვა თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას;
ე) ექსპორტიორი ქვეყანა – წარმოადგენს ქვეყანას, საიდანაც საქონელი იგზავნება სხვა ქვეყანაში;
ვ) ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები – დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება და ფიზიკური შემოწმება;
ზ) ვეტერინარული სერტიფიკატი – წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ ვეტერინარული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი;
თ) ზოონოზი – ნებისმიერი დაავადება ან ინფექცია, რომელიც ბუნებრივი გზით გადაედება ცხოველიდან ადამიანს;
ი) იდენტურობის შემოწმება – პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ვეტერინარული სერტიფიკატებისა და საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემების საქონელთან შედარებას შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე იმ შესაბამისი ნიშანდების არსებობის დადგენას, რომლებიც უნდა იყოს საქონელზე ან საქონლის შეფუთვაზე;
კ) იმპორტიორი ქვეყანა – წარმოადგენს საბოლოო დანიშნულების ქვეყანას, რომელშიც იგზავნება საქონელი;
ლ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ინფექციური აგენტის შეჭრა და განვითარება ან გამრავლება;
მ) კონტროლის ობიექტი – საქონელი ან/და საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებები;
ნ) კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირი – კონტროლის ობიექტის მფლობელი ან მესაკუთრე, ან მათი წარმომადგენელი, ან კონტროლის ობიექტის გადამაადგილებელი;
ო) რეექსპორტისათვის განკუთვნილი ტვირთი – შემდგომი ექსპორტის მიზნით ქვეყანაში იმპორტირებული ტვირთი;
პ) საკარანტინო სადგომი – სადგომი, სადაც შესაძლებელია ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კარანტინში განთავსება;
ჟ) საკლავი ცხოველი – ცხოველი, რომელიც იმყოფება უფლებამოსილი ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ და მოკლე დროის განმავლობაში განკუთვნილია დასაკლავად;
რ) სანაშენე ცხოველი – ხალასჯიშიანი ან წმინდასისხლიანი მაღალპროდუქტიული ნაჯვარი ცხოველი, რომელიც გამოიყენება მისგან შთამომავლობის მისაღებად, შემდგომი მოშენების მიზნით;
ს) სასაქონლო პარტია – ერთ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში წარმოშობილი საქონელი, რომელზეც ვრცელდება ერთი ვეტერინარული სერტიფიკატი და რომლის გადაზიდვაც ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით;
ტ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა გადამუშავებისას;
უ) საინკუბაციო კვერცხი – ფრინველის განაყოფიერებული კვერცხი, რომელიც განკუთვნილია ინკუბაციისა და გამოჩეკისათვის;
ფ) საინკუბაციო პერიოდი – არის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც იწყება ცხოველში დაავადების შეჭრით და გრძელდება დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე;
ქ) საქონელი – ვეტერინარული წესის №1 დანართით განსაზღვრული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები;
ღ) სატრანზიტო ქვეყანა – ქვეყანა, რომლის გავლითაც იმპორტიორი ქვეყნისათვის განკუთვნილი საქონელი გადაადგილდება ან ჩერდება მის სასაზღვრო პუნქტზე;
ყ) სატრანსპორტო საშუალება – გადაადგილების ნებისმიერი საშუალება, სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის;
შ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – ნებისმიერი აეროპორტი ან ნებისმიერი პორტი, რკინიგზის სადგური ან საერთაშორისო ვაჭრობისთვის გახსნილი სახმელეთო საზღვრის გამტარი პუნქტი, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვეტერინარული ინსპექტირება;
ჩ) საერთაშორისო ვაჭრობა – საქონლის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი;
ც) ტრანზიტული ტვირთი – ტვირთი, რომელიც არ არის განკუთვნილი ქვეყანაში იმპორტისათვის, არამედ გადაადგილდება მისი გავლით სხვა ქვეყანაში გახსნის, დანაწევრების, სხვა ტვირთებთან შერევისა და შეფუთვის შეცვლის გარეშე;
ძ) ტვირთი – ერთი სახეობის პროდუქცია, რომელიც გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან მეორე ქვეყანაში, ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი ერთი ვეტერინარული სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის თანხლებით და ერთი სატრანსპორტო საშუალებით;
წ) უფლებამოსილი პირი – შემოსავლების სამსახურის, სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები, რაც დაკავშირებულია ცხოველების ჯანმრთელობის და/ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან;
ჭ) ფიზიკური შემოწმება – საქონლის, მისი შეფუთვისა და ტემპერატურის შემოწმება, ასევე ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ანალიზი;
ხ) შინაური ცხოველი – მგზავრთან (შინაური ცხოველის პატრონთან ან პასუხისმგებელ პირთან) ერთად გადაადგილებული ისეთი სახეობის ცოცხალი ცხოველი, რომელსაც ფიზიკური პირი ადამიანისთვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ პირობებში უვლის, კვებავს და/ან ამრავლებს, მაგრამ არ მოიხმარს აქ აღნიშნული მიზნების გარდა სხვა მიზნებისთვის;
ჯ) ცხოველების იდენტიფიკაცია – ცხოველის ამოცნობის და რეგისტრაციის ერთობლიობა, ინდივიდუალურად – ცალკეული ცხოველის უნიკალური ნიშანდების საშუალებით ან ჯგუფურად – მისი ეპიდემიოლოგიური ერთეულის ან ჯგუფის უნიკალური ნიშანდების საშუალებით;
ჰ) ცხოველთა კეთილდღეობა – ნიშნავს, თუ როგორ ეგუება ცხოველი იმ გარემოს, რომელშიც იმყოფება. ცხოველთა კეთილდღეობა მაღალია, თუ (გამომდინარე მეცნიერული დასკვნებიდან) ის ჯანმრთელია, კომფორტულადაა, აქვს კარგი კვება, დაცულია, აქვს საშუალება გამოხატოს თავისი ბუნებრივი, თანდაყოლილი ქცევები და არ განიცდის ტკივილს, შიშსა და სტრესს. ცხოველთა კეთილდღეობა მოითხოვს დაავადებათა პროფილაქტიკასა და ვეტერინარულ დახმარებას, შესაბამის ადგილსამყოფელს, მოვლას, კვებას, ჰუმანურ მოპყრობასა და ჰუმანურ დაკვლას. ცხოველთა კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ცხოველთა მდგომარეობასთან;
ჰ.ა) ცხოველთა დაკვლა – ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული პროცედურა, რომელიც იწვევს ცხოველის სიკვდილს სისხლგართმევით.
თავი II
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა, გადაადგილება და განადგურება
მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო და პერსონალის კვალიფიკაცია
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) განსაზღვრავს ვეტერინარული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ, საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის პირობებს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) წარმოადგენს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს.
3. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ვრცელდება საქონლის იმპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.
4. ვეტერინარული წესით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით შემოსავლების სამსახურს სამუშაოდ აჰყავს სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი.
მუხლი 4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
1. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი ხორციელდება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის (შემდგომში – იმპორტის ნებართვა) საფუძველზე.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული საქონლის გადაადგილებისას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის წარდგენა სავალდებულო არ არის.
3. იმპორტის ნებართვა არ მოითხოვება №7 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ საქონელზე.
მუხლი 5. წარმოშობის ქვეყნის მიმართ განსაზღვრული იმპორტის პირობები
საქართველოში ვეტერინარული წესის №1 დანართით გათვალისწინებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა ნებადართულია, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) წარმოშობილია შესაბამისი საქონლის საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ ქვეყანაში (ამ ქვეყნის ნაწილში);
ბ) წარმოშობილია შესაბამისი საქონლის საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილ საწარმოში;
გ) საქონელს თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ ნიმუშს და აკმაყოფილებს მასში გათვალისწინებულ პირობებს.
მუხლი 6. იმპორტის პირობების განსაზღვრის პრინციპები და კრიტერიუმები
1. ვეტერინარული წესის მე-5 მუხლით დადგენილი იმპორტის პირობების განსაზღვრის მიზნებისათვის საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილი ქვეყნების ნუსხის შემუშავების მიზნით, ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებით, ასევე მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებსა და კრიტერიუმებს:
ა) ეპიზოოტიების საერთაშორისო ბიუროს მიერ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების გამოვლენის შესახებ გამოქვეყნებულ შეტყობინებებს;
ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი სახეობის საქონლის ევროკავშირში ექსპორტზე უფლებამოსილი ქვეყნების ნუსხას.
2. საქართველოში ექსპორტზე უფლებამოსილი საწარმოების განსაზღვრისას ეროვნული სააგენტო მხედველობაში იღებს:
ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი სახეობის საქონლის ევროკავშირში ექსპორტზე უფლებამოსილი საწარმოების მოქმედ შესაბამის ნუსხას;
ბ) წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტორიზებული და რეკომენდებული საწარმოების ჩამონათვალს, ამ შემთხვევაში წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო გარანტიას იძლევა, რომ დაკმაყოფილებულია საქართველოს მოთხოვნები ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, აგრეთვე სურსათისა და ცხოველთა საკვების უსაფრთხოების თვალსაზრისით;
გ) ეროვნული სააგენტოს მიერ ექსპორტიორი ქვეყნის საწარმოში ჩატარებული ვეტერინარული ინსპექტირების ჩატარების შედეგებს.
3. ვეტერინარული სერტიფიკატისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების შინაარსისა და ფორმის განსაზღვრის მიზნით ეროვნული სააგენტო მხედველობაში იღებს:
ა) ეპიზოოტიების საერთაშორისო ბიუროს ცხოველთა სანიტარიული კოდექსის რეკომენდაციებს;
ბ) ევროკავშირში იმპორტირებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სერტიფიკატისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების მოქმედ ნიმუშებს (საჭიროების შემთხვევაში);
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ პირობებსა და დამატებით გარანტიებს.
4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იმპორტის პირობების განსაზღვრისას ეროვნულმა სააგენტომ თავიდან უნდა აიცილოს ვაჭრობისთვის არასატარიფო ან ტექნიკური ბარიერების შექმნის ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ საიმედო რისკის შეფასებას ან რომელთაც შესაძლოა, ნავარაუდებ რისკთან შედარებით, არაპროპორციული შედეგი მოჰყვეს.
მუხლი 7. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის პირობები
1. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქონლის დანიშნულების ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნებით არ არის გათვალისწინებული ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენა.
2. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ, ხოლო სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში რჩება მისი დამოწმებული ასლი.
მუხლი 8. წინასწარი შეტყობინება
1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის შემოტანისას კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუგზავნოს შემოსატანი საქონლის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება საქონლის შემოტანა:
ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;
ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;
გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.
2. წინასწარი შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპორტის ნებართვის ან ვეტერინარული სერტიფიკატის, ან საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს სრული დასახელება), აგრეთვე საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას.
3. წინასწარი შეტყობინების ფორმა და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები
1. საქართველოში იმპორტისათვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:
ა) დოკუმენტურ შემოწმებას;
ბ) იდენტურობის შემოწმებას;
გ) ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე ან მონიტორინგის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.
2. ფიზიკური შემოწმების რაოდენობის სიხშირის განსაზღვრის მიზნით რისკზე დაფუძნებული, ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული მონიტორინგის გეგმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის შემოტანისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები შესაძლებელია გადატანილ იქნეს საქონლის დანიშნულების ადგილზე.
მუხლი 10. დოკუმენტური შემოწმება
1. დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ვეტერინარული კონტროლის ობიექტის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას, რომელიც მოიცავს:
ა) ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმისა და შინაარსის ვეტერინარული წესის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნიმუშთან შესაბამისობის დადგენას;
ბ) ვეტერინარული სერტიფიკატის სათანადოდ შევსების, აგრეთვე მასზე ბეჭდებისა და ხელმოწერების არსებობის დადგენას;
გ) ვეტერინარულ სერტიფიკატში, იმპორტის ნებართვასა და სხვა თანმხლებ დოკუმენტებში (წარმოშობის სერტიფიკატი, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, საქონლის კონოსამენტი, მანიფესტი და ა.შ) მოცემული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენას.
2. დოკუმენტური შემოწმების ჩატარებისათვის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება:
ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი (ორიგინალი);
ბ) იმპორტის ნებართვა (ორიგინალი);
გ) ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა.
3. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია წარმოადგენს იმ ტვირთის ნაწილს, რომელზედაც გაიცა იმპორტის ნებართვა. ამ შემთხვევაში იმპორტის ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, სათანადო აღნიშვნით, სანამ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე, ხოლო იმპორტის ნებართვის ასლზე უფლებამოსილი პირი უთითებს შემოტანილი სასაქონლო პარტიის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ბოლო სასაქონლო პარტიას მიჰყვება მისი ორიგინალი.
მუხლი 11. იდენტურობის შემოწმება
საქონლის იდენტურობის შემოწმება ითვალისწინებს:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმებას, მასზე დატანილი ნომრის (ან კოდის) ვეტერინარული სერტიფიკატის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენას;
ბ) საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საწარმოს იდენტიფიკაციისათვის საჭირო შტამპების, ოფიციალური აღნიშვნების არსებობის, აგრეთვე ამ მონაცემების ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტებში აღნიშნულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენას;
გ) შეფუთული ან დაფასოებული საქონლისათვის სპეციალური მარკირების შემოწმებას;
დ) საქონლის ფაქტობრივი წონის შედარებას ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და სხვა დოკუმენტებში მითითებულ წონასთან;
ე) ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში:
ე.ა) ყველა ცხოველის იდენტურობის შემოწმებას, ხოლო ცხოველთა დიდი ჯგუფების შემთხვევაში, ცხოველთა 10%-ის, რაც არ უნდა იყოს 10 სულზე ნაკლები, ანუ მინიმუმ 10 ცხოველი;
ე.ბ) მათი საიდენტიფიკაციო ნიშნების არსებობის და თანმხლებ ვეტერინარულ სერტიფიკატში მითითებულ ინფორმაციასთან მათი შესაბამისობის დადგენას, როდესაც არ მოითხოვება ინდივიდუალური იდენტიფიკაცია, ხორციელდება შეფუთვების ან კონტეინერთა შესაბამისი ნომრის იდენტიფიკაცია და ზოგიერთი ცხოველის ვიზუალური დათვალიერება.
მუხლი 12. ფიზიკური შემოწმება
1. ფიზიკური შემოწმება ითვალისწინებს:
ა) საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ ტესტირებას (გაჭრა, გადნობა, გაცხელება);
ბ) საქონლის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, სიმკვრივე და ა.შ.);
გ) ტრანსპორტირების პირობების, მათ შორის, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის გეგმის თანახმად, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას (ნიმუშების აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად).
2. სატრანსპორტო საშუალება მთლიანად უნდა დაიცალოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მასზე პროდუქტები დატვირთულია ისე, რომ მთლიანი ტვირთის დათვალიერება შეუძლებელია ნაწილობრივი გადმოტვირთვით;
ბ) შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები;
გ) წინა მსგავს ტვირთებზე გამოვლინდა დარღვევები;
დ) უფლებამოსილი პირის მიერ დარღვევებზე ეჭვის შეტანის შემთხვევაში.
მუხლი 13. ცოცხალი ცხოველების კლინიკური შემოწმება
1. ცოცხალი ცხოველების კლინიკური შემოწმების მიზანია ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გადაყვანისათვის მათი შესაბამისობის შეფასება.
2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე შემოსული ცოცხალი ცხოველების 100% ექვემდებარება კლინიკურ შემოწმებას. დიდი რაოდენობით ცხოველების კლინიკური შემოწმება ცხოველების კატეგორიის მიხედვით ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) ცხოველთა ჯიშების გამოსაყვანად ან მოსაშენებლად განკუთვნილი ცხოველების შემთხვევაში – ცხოველთა 10%, მაგრამ არანაკლებ 10 ცხოველისა;
ბ) საკლავი ცხოველების შემთხვევაში – ცხოველთა 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ცხოველისა;
გ) ამ პუნქტის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცოცხალი ცხოველების კლინიკური შემოწმების პროცენტული მაჩვენებლები შეიძლება გაიზარდოს 100%-მდე, თუ თავდაპირველი შემოწმებები არადამაკმაყოფილებელია ან არსებობს ეჭვი დარღვევების შესახებ.
3. ცოცხალი ცხოველების კლინიკური შემოწმება ხორციელდება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან ცხოველთა კონკრეტული სახეობისთვის განკუთვნილ ცხოველთა დაბინავების შენობა-ნაგებობებში შესაბამისი დოკუმენტების ორიგინალების საფუძველზე, და როცა ცხოველები ფიზიკურად ადგილზეა და უფლებამოსილ პირს შეუძლია მათზე შემოწმების ჩატარება.
4. ინდივიდუალური კლინიკური შემოწმება არ ტარდება:
ა) ფრინველზე, მათ შორის, შინაურ ფრინველზე;
ბ) აკვაკულტურის ცხოველებზე, აგრეთვე ყველა სახის ცოცხალ თევზზე;
გ) მღრღნელებზე;
დ) კურდღლისნაირებზე;
ე) ფუტკრებზე;
ვ) მწერებზე;
ზ) რეპტილიებზე;
თ) ამფიბიებზე;
ი) სხვა უხერხემლოებზე;
კ) ზოოპარკისა და ცირკის ზოგიერთ ცხოველზე, მათ შორის, წყვილჩლიქიანებსა და ცხენებზე, რომლებიც ითვლებიან საშიშ ცხოველებად;
ლ) ბეწვიან ცხოველებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში ფიზიკური შემოწმება მოიცავს ცხოველების ჯგუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენას, მათ ქცევაზე დაკვირვებით.
6. კონკრეტული რისკის ან შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ცხოველთა შემდეგი სახეობები/კატეგორიები ექვემდებარებიან კლინიკურ დათვალიერებას:
ა) ცოცხალი თევზი, კიბოსნაირები, მოლუსკები და სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ცხოველები;
ბ) კონკრეტული პათოგენებისგან თავისუფალი სერტიფიცირებული სტატუსის მქონე ცხოველები;
გ) გარემო პირობების შესაბამისად დალუქული კონტეინერებით გადაადგილებული ცხოველები;
დ) მგზავრთან ერთად არაკომერციული მიზნით გადაყვანილი შინაური ცხოველები, გარდა წყვილჩლიქიანებისა.
7. მგზავრის მიერ არა უმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განხორციელებული უნდა იყოს კონკრეტული სახეობის შინაური ცხოველის შესაბამისი პრევენციული ვაქცინაცია ან დაავადების წინააღმდეგ მკურნალობა;
ბ) თან უნდა ახლდეს შინაური ცხოველის პასპორტი ან ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 14. ტრანზიტული საქონლის ვეტერინარული კონტროლის პროცედურები
1. ტრანზიტული საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს.
2. უფლებამოსილი პირის მიერ ტრანზიტული საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’ (დანართი №2).
3. საქონლის ტრანზიტი სრულდება ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები:
ა) საწყობი;
ბ) თავისუფალი ზონა;
გ) თავისუფალი საწყობი.
4. ტრანზიტული საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საწყობში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში იმ პირობით, თუ:
ა) ფიზიკურად განცალკევებული იქნება იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლისაგან;
ბ) მასზე ხორციელდება მხოლოდ შენახვისათვის ან/და სასაქონლო პარტიის დანაწილებისათვის ან/და ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ოპერაციები;
გ) არ ხდება საქონლის შეფუთვის შეცვლა.
5. ტრანზიტული საქონლის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს.
მუხლი 15. მიღებული გადაწყვეტილებები
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შედეგად მიიღება შემდეგი გადაწყვეტილებები:
ა) თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მას ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება, ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – ,,ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია’’;
ბ) თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
ბ.ა) მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ვეტერინარულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე დაისმება ამ წესის №5 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: ,,საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია’’;
ბ.ბ) გადამუშავება (ალტერნატიული დანიშნულებით გამოყენება) – აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება რისკის შეფასების საფუძველზე, კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმების შემდეგ;
ბ.გ) განადგურება – ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის მფლობელის დადგენა ან იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა, ან თუ ასეთი საქონლის უკან დაბრუნება გამოიწვევს უფრო დიდ რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. საქონლის განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა) ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე. ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში საკარანტინო სადგომი განისაზღვრება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს, ან ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ან დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკარანტინო სადგომზე.
მუხლი 16. სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი
1. უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’ (დანართი №2).
2. ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი’’ ივსება 2 ეგზემპლარად, მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი ეგზემპლარი – გადაეცემა კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს;
ბ) მეორე ეგზემპლარი – ინახება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.
3. ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ელექტრონულ ჟურნალში შემდეგი ინფორმაციის შეტანას:
ა) ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის’’ სერიული ნომერი;
ბ) საქონლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი;
გ) საქონლის წონა ან რაოდენობა;
დ) საქონლის დასახელება, ცხოველთა სახეობა;
ე) საქონლის თანმხლები ვეტერინარული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი;
ვ) წარმოშობის ქვეყანა, საწარმო;
ზ) საქონლის დანიშნულების ადგილი, მიმღები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება;
ი) აღებული ნიმუშის თაობაზე.
მუხლი 17. თანამშრომლობა და ინფორმაციის რეგულარული გაცვლა
1. ეროვნული სააგენტო შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ელექტრონულად ან მონაცემთა გადაცემის სხვა საშუალებით რეგულარულად და აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის:
ა) მეთოდურ მითითებებს შესაძლო რისკებისა და მათთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) ინფორმაციას გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატებისა და საქონლის იმპორტის ნებართვების შესახებ (მიეწოდება ელექტრონულად გაცემისთანავე);
გ) მესამე ქვეყნებისა და დაწესებულებათა მოქმედი სათანადო ნუსხისა და ვეტერინარული სერტიფიკატების ან მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების ნიმუშებს;
დ) ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემებს.
2. ეროვნულ სააგენტოს რეგულარულად მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია (ინფორმაციის მიწოდების ვადას შემოსავლების სამსახური და ეროვნული სააგენტო განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით) თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ:
ა) ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის’’ სერიული ნომერი;
ბ) საქონლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი;
გ) საქონლის წონა ან რაოდენობა;
დ) საქონლის დასახელება, ცხოველთა სახეობა;
ე) საქონლის თანმხლები ვეტერინარული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი;
ვ) წარმოშობის ქვეყანა, საწარმო;
ზ) საქონლის დანიშნულების ადგილი, მიმღები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება;
ი) აღებული ნიმუშის თაობაზე.
3. შემოსავლების სამსახური ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.
4. სააგენტო და შემოსავლების სამსახური ურთიერთთანამშრომლობენ და აწარმოებენ კოორდინაციას ვეტერინარული კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას წარმოშობილ ცალკეულ პრობლემებზე ან განსაკუთრებულ გარემოებებზე სათანადო რეაგირებითა და ურთიერთდახმარებით.
5. შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს ურთიერთშეთანხმებით ვეტერინარული პროცედურების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
6. ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ უფლებამოსილი პირების სწავლების ყოველწლიური გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას.
მუხლი 18. საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება
1. საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი არაეკონომიკური მიზნით შემოტანილ საქონელზე ვერ წარმოადგენს ვეტერინარულ სერტიფიკატს და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვას და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება (საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა) შემდეგი მეთოდებით:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) ბიოთერმულ ორმოში მოთავსებით;
დ) საკანალიზაციო სისტემაში ჩაღვრით (იმ პირთან შეთანხმებით, რომელიც ახორციელებს საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციას);
ე) სხვა დადგენილი მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ.
4. საქონლის განადგურებას სურვილისამებრ ესწრება მგზავრი ან მისი წარმომადგენელი.
5. უფლებამოსილი პირი ვეტერინარული წესის №6 დანართის შესაბამისად ადგენს ,,საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს’’ 2 ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა მგზავრს ან მის წარმომადგენელს.
მუხლი 19. საქონლის განთავსება საწყობში, თავისუფალ საწყობსა და თავისუფალ ზონაში
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს საწყობში, თავისუფალ საწყობსა და თავისუფალ ზონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს წინასწარ გაცხადებული აქვს საქონლის იმპორტში მოქცევის ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების განზრახვა, აგრეთვე, თუ დაკმაყოფილებულია საქონლის იმპორტის პირობებთან შესაბამისობა.
2. თუ კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ არის გაცხადებული საქონლის საბოლოო დანიშნულება, საქონელი ჩაითვლება იმპორტში მოსაქცევად. იმპორტის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აღნიშნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ, იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას. ვეტერინარული კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი იღებს ვეტერინარული წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
3. საწყობი, თავისუფალი საწყობი და თავისუფალი ზონა უნდა აკმაყოფილებდეს „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
მუხლი 20. განსაკუთრებული პირობები
ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება:
ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;
ბ) №7 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
მუხლი 21. უსაფრთხოების ღონისძიებები
უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი ან/და ტრანზიტი შეიძლება დროებით აიკრძალოს ან მათი პირობები შეიცვალოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 22. კონტროლის ელექტრონული სისტემები
ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური ყოველმხრივ ხელს უწყობენ ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის სრულყოფას, ქმნიან და განავითარებენ ელექტრონულ სისტემებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში აისახოს საქონლის მიმართ განხორციელებული კონტროლის პროცედურები.
მუხლი 23. პასუხისმგებლობა
ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
ნ უ ს ხ ა
სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების ჩვენებით
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი |
საქონლის დასახელება, რომლის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი არ დაიშვება საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გარეშე | |
1 | 2 | |
01 ჯგუფიდან
| ცოცხალი ცხოველები
| |
0101 | ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა | |
0102 | მსხვილფეხა პირუტყვი
| |
0103 | ღორი
| |
0104 | ცხვარი და თხა
| |
0105 | შინაური ფრინველი, ანუ Gallus domesticus (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი
| |
0106
| სხვა ცხოველები
| |
02 ჯგუფიდან | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები | |
0201 | ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული | |
0202 | ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული | |
0203 | ხორცი ღორის ახალი, შეყინული ან გაყინული | |
0204 | ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული | |
0205 | ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული | |
0206 | კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული | |
0207 | ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული
| |
0208 | სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული | |
0209 00 | ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი | |
0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი, საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან | |
03 ჯგუფიდან
| თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები | |
0301 | ცოცხალი თევზი | |
0302 | თევზი, ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით | |
0303 | თევზი გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით | |
0304 | თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული | |
0305 | თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი, თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი | |
0306 | კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი | |
0307 | მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი | |
04 ჯგუფიდან | რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი | |
0401 | რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე | |
0402 | რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით | |
0403 | დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული, ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით, ან მათ გარეშე | |
0404 | რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი | |
0405 | ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები | |
0406
| ყველი და ხაჭო | |
0407 00 | ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული | |
0408 | ფრინველის კვერცხი, უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე | |
0409 00 000 00 | ნატურალური თაფლი | |
0410 00 000 00
| ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი | |
05 ჯგუფიდან | ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი | |
0502 | ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები | |
0503 00 000 00 | ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის, ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე | |
0504 00 000 00 | ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი | |
0505 | ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები | |
0506 | ძვლები და რქის ღერო დაუმუშავებელი, ცხიმგამოცლილი, პირველადი დამუშავებით (ფორმის მიუცემლად), დამუშავებული მჟავათი ან დეჟელატინიზებული; ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები | |
0507
| სპილოს ძვალი, კუს ჯავშანი, ვეშაპის ან ზღვის სხვა ძუძუმწოვრების ულვაში, რქები, ირმის რქები, ჩლიქები, ფრჩხილები, ბრჭყალები, ნისკარტები დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავებით (ფორმის მიუცემლად); ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები | |
0508 00 000 00 | მარჯანი და ანალოგიური მასალები, დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავების; მოლუსკების, კიბოსნაირების ან ნემსკანიანების ნიჟარები და ჯავშნები, მელანთევზების ჩონჩხის ფირფიტები, დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავებით, ფორმის მიუცემლად; ამ პროდუქტების ფხვნილები და ნარჩენები | |
0510 00 000 00 | ამბრა რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენებიან ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის
| |
0511 | ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი | |
10 ჯგუფიდან | პურეული მარცვლოვნები | |
1001 | ხორბალი და მესლინი (საფურაჟე) | |
1002 00 000 00 | ჭვავი (საფურაჟე) | |
1003 00 | ქერი (საფურაჟე) | |
1004 00 000 00 | შვრია (საფურაჟე) | |
1005 | სიმინდი (საფურაჟე) | |
1006 | ბრინჯი (საფურაჟე) | |
1007 00 | სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე) | |
1008 | წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე) | |
12 ჯგუფიდან | ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი | |
1213 00 000 00 | ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით | |
1214
| თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული | |
15 ჯგუფიდან | ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები | |
1501 00 | ცხიმი ღორისა (ლიარდის - გადამდნარი მუცლის ქონის ჩათვლით) და ცხიმი შინაური ფრინველის, გარდა 0209 ან 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა | |
1502 00 | ცხიმი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის ან თხის, გარდა 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა | |
1503 00 | ლიარდ-სტეარინი, ლიარდ-ოილი, ოლეოსტეარინი, ოლეო-ოილი (ოლეო-მარგარინი) და ცხოველური ცხიმი (ტექნიკური მარგარინი), არაემულგირებული ან შეურეველი ან დაუმზადებელი რაიმე სხვა ხერხით | |
1504 | ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრებისაგან, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად | |
1505 | ცხიმი მატყლისა და მისგან მიღებული ცხიმოვანი ნივთიერებები (ლანოლინის ჩათვლით) | |
1506 00 000 00 | სხვა ცხოველური ცხიმები და ქონები და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, ოღონდ მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად | |
1516 10 | ცხიმები და ზეთები ცხოველური და მათი ფრაქციები | |
1517 10 | მარგარინი (გარდა მცენარეულისა), თხევადი მარგარინის გამოკლებით | |
1518 00 | ცხიმები და ზეთები ცხოველური და მათი ფრაქციები, მოხარშული, დაჟანგული, დეჰიდრატირებული, სულფირირებული, ჰაერის შებერვით დაჟანგული, ვაკუუმში ან ინერტულ გაზში გახურებით პოლიმერიზებული ან სხვა საშუალებით ქიმიურად მოდიფიცირებული, გარდა 1516 სასაქონლო პოზიციის პროდუქტებისა; საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი ნარევები ან მზა პროდუქტები ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა და ზეთებისაგან, ან მოცემული ჯგუფის სხვა ადგილას დაუსახელებელი სხვადასხვა ცხოველური ცხიმებისა და ზეთების ფრაქციებისაგან
| |
1521 | ცვილები (ტრიგლიცერიდების გარდა), ცვილი ფუტკრისა და სხვა მწერებისა და სპერმაცეტი, შეღებილი ან შეუღებავი, რაფინირებული ან არარაფინირებული
| |
1522 00 | დეგრა; ნარჩენები, მიღებული ცხოველური წარმოშობის ცხიმოვანი ნივთიერებების ან ცვილების დამუშავების შემდეგ | |
16 ჯგუფიდან | მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან | |
1601 00 | ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე | |
1602 | მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა | |
1603 00 | ექსტრაქტები და წვენები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან | |
1604 | თევზი მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხისნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზალალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან | |
1605
| მზა ან დაკონსერვებული კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
| |
21 ჯგუფიდან
| კვების სხვადასხვა პროდუქტები | |
2104 10
| მზა წვნიანები და ბულიონები და ნამზადები მათ მოსამზადებლად | |
2105 00 | ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე
| |
2106 90 100 00 | მდნარი ყველი | |
23 ჯგუფიდან | კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის | |
2301 | ფქვილი წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები | |
2302 | ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |
2303
| ნარჩენები სახამებლის წარმოებისა და ანალოგიური ნარჩენები, ჭარხლის ნაწნეხი, ბაგასა (შაქრის ლერწმის ნაწნეხი) და შაქრის წარმოების სხვა ნარჩენები, ბუყი და ლუდის ხარშვის ან სპირტის (არყის) გამოხდის სხვა ნარჩენები, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |
2305 00 000 00
| კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მიწის თხილის (არაქისის) ზეთის ექსტრაგირებისას, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |
2306 | კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მცენარეული ცხიმების ან ზეთების ექსტრაგირებისას, 2304 ან 2305 სასაქონლო პოზიციების ნარჩენების გარდა, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული | |
2308 | მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და მცენარეული ნარჩენები, მცენარეული ნაშთები და თანაპროდუქტები, არაგრანულირებული ან გრანულირებული, ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი, სხვა ადგილას დაუსახელებელი | |
2309
| პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი | |
30 ჯგუფიდან | ფარმაცევტული პროდუქცია | |
3002 | სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა) | |
41 ჯგუფიდან
| დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი | |
4101 | დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი | |
4102 | დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა | |
4103
| სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა
| |
43 ჯგუფიდან
| ნატურალური და ხელოვნური ბეწვი; მათი ნაწარმი | |
4301
| ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა | |
| ||
51 ჯგუფიდან | მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი | |
5101 | მატყლი, კარდ- ან სავარცხნდაუჩეჩავი დამუშავების გარეშე | |
5102
| ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდ- ან სავარცხნდაუჩეჩავი დამუშავების გარეშე | |
95 ჯგუფიდან | სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები | |
9508 10 000 00
| მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები. | |
დანართი №2
სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების
აქტი № 000000
საქონლის დასახელება –––––––––––––––––––––––––– სეს ესნ კოდი
წონა ---------- საბაჟო რეჟიმი ------------ ვეტერინარული სერტიფიკატი №---------------------
ნებართვა №–––––––––
სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის № -------------------
დოკუმენტური შემოწმება |
| ||
1. ვეტერინარული სერტიფიკატი აკმაყოფილებს იმპორტის მოთხოვნებს 2. დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება ერთმანეთს 3. წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია | დიახ –– დიახ –– დიახ –– | არა ––1 არა ––2 არა ––3 |
|
იდენტურობის შემოწმება |
| ||
4. საქონელი შეესაბამება ვეტერინარულ სერტიფიკატში აღნიშნული საქონლის დასახელებას 5. ტრანსპორტირების პირობები დაცულია 6. საქონელი შეფუთულია, გააჩნია ეტიკეტი, გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები | დიახ –– დიახ–– დიახ –– | არა ––4 არა ––5 არა ––6 |
|
ფიზიკური შემოწმება |
| ||
7. ჩატარდა საქონლის ფიზიკური, ქიმიური ტესტირება 8. ჩატარდა საქონლის ორგანოლეპტიკური შემოწმება 9. საჭიროა დამატებითი შემოწმების ჩატარება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა | დიახ –– დიახ –– დიახ –– | არა ––7 არა ––8 არა ––9 |
|
გადაწყვეტილებები: 10. საქონელი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანა ნებადართულია 11. საქონელი არ შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანაზე უარი ითქვა 12. ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაადგილებას 13. საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება |
––10 ––11 ––12 ––13 |
| |
კონტროლი დაიწყო: თარიღი –––– –––––––––––– დრო ––– ––––
კონტროლი დასრულდა: თარიღი –––– –––––––––––– დრო ––– ––––
უფლებამოსილი პირი -------------------------- ---------------------------------- (სახელი, გვარი) ( პირადნომრიანი ბეჭედი №)
შენიშვნა:
|
დანართი №3
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია ა) დოკუმენტური შემოწმება ჩატარებულია; ბ) იდენტურობის შემოწმება ჩატარებულია; გ) ფიზიკური შემოწმება ჩატარებულია.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ------------------------- (ხელმოწერა)
თარიღი: “----“ ------------- 20----- |
დანართი № 4
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ექვემდებარება შეჩერებას
უფლებამოსილი პირი: --------------------- (ხელმოწერა)
თარიღი: “----“ ------------- 20-----
|
დანართი №5
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
X საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა - დაბრუნებულია Rejected – Re-dispatched უფლებამოსილი პირი: ---------------------------- (ხელმოწერა) თარიღი: “–––––“ ––––––– 20–––––
|
დანართი №6
საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების
ა ქ ტ ი №
“-------”-------------------- წ.
საქონლის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაოდენობა (კგ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების მეთოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები:
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
საქონლის მფლობელი ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა:
დანართი № 7
საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილი საქონლის (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) ნუსხა, რომლებზეც არ ვრცელდება ვეტერინარული კონტროლი |
| |||
საქონლის დასახელება | ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია | თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია | სხვა ქვეყნები | |
ხორცისა და რძის პროდუქტები (რომლებიც არ საჭიროებენ ტრანსპორტირების სპეციალურ პირობებს) | 10 კგ | 5 კგ | 0 | |
ჩვილ ბავშვთა რძის ფხვნილზე, ჩვილის საკვებსა და სამედიცინო მიზნისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ საკვებზე | გონივრული რაოდენობის ფარგლებში | გონივრული რაოდენობის ფარგლებში | გონივრული რაოდენობის ფარგლებში | |
თევზი და თევზის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები, წყლის სხვა უხერხემლოები და მათი პროდუქტები, გარდა ხიზილალისა) | 10 კგ | 5 კგ (თევზჭერის შედეგად მოპოვებული 1 თევზის შემთხვევაში განუსაზღვრელი წონის) | 5 კგ | |
წითელი და შავი ხიზილალა
| 0,2 კგ | 0,2 კგ | 0 | |
ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები | 10 კგ | 5 კგ | 2 კგ | |
ცხოველური წარმოშობის ცხოველთა საკვები | 5 კგ | 5 კგ | 0. | |
შენიშვნა: ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის , საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.
| ||||
დოკუმენტის კომენტარები