„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2084
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.000.582
  • Word
2084
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/06/1999
430.000.000.05.001.000.582
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

9. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დაწყებით და საბაზო განათლებასთან ერთად საშუალო ზოგადი განათლებაც უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე.

10. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილზე შესაბამისი სასწავლებლის არარსებობის გამო სწავლობენ იმავე რაიონის ქვედა ზონის საშუალო ზოგადსაგანმანათებლო სკოლებში, თავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან.”, ხოლო მე-9–13 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-11–15 პუნქტებად.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

11. მაღალმთიანი რეგიონების საშუალო სასკოლო პროგრამები უზრუნველყოფს მოსწავლეთა ეკოლოგიურ განათლებას.

12. მაღალმთიან რეგიონებში საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამხედრო მომზადების გაკვეთილები ტარდება მეშვიდე კლასიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული საგანმანათლებლო პროგრამით.”.

3. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად განსაკუთრებულად აკონტროლებენ მაღალმთიანი რეგიონების სასკოლო ასაკის მოზარდი თაობისა და მოსწავლეთა კონტინგენტის აღრიცხვას, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი განვითარების შესახებ სტატისტიკური და საინფორმაციო მასალების მოპოვებასა და შეკრებას”.

4. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

7. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, დაბებსა და თემებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებითი სკოლისათვის, 6 მოსწავლე – საბაზო სკოლისათვის და 21 მოსწავლე – საშუალო სკოლისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.

8. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი შინარეწვის ტრადიციათა გათვალისწინებით, პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ქმნის სახელობო სასწავლებლებს, ხოლო თუ ასეთი სასწავლებლის შექმნა შეუძლებელია, შინარეწვის ტრადიციების სწავლება გაითვალისწინება სასკოლო პროგრამებში.”.

5. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. მაღალმთიან რეგიონებში განათლებისა და სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებს უნარჩუნდებათ ეზოები და სასწავლო-საცდელი ნაკვეთები.”.

6. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2–4 პუნქტები:

2. საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მუშაკებს ეძლევათ ხელფასის დანამატი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, 1200 მეტრამდე – 50%, ხოლო 1200 მეტრის ზევით – 70%, აგრეთვე უწესდებათ კომუნალური შეღავათები.

3. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერ მასწავლებლებს ხელფასთან ერთად მიეცემათ პენსია სრული ოდენობით.

4. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურის მუშაკებს სახელმწიფოს დაკვეთით უტარდებათ მიზნობრივი მომზადება.”, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო პირველი მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი – 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2084–IIს