დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 990 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 220060000.22.033.016099 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №990
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესსა და პროცედურებს.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
3. საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასის გამოყენების თაობაზე ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის ფორმა, ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და გარემოებები, რომელმაც გამოიწვია საბაზრო ფასის გამოყენება.
დოკუმენტის კომენტარები