დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 419 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340140000.10.003.016150 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2010 - 23/10/2015)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 419
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1 .,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართვე ლოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ “ საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველსაყოფად , დამტკიცდეს თანდართული სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზი სული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა .
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლიდან.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა
მუხლი 1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
1 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქმედებებს , რომელთა გატარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში , თუ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ “ საქართველოს კანონის 32 -ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო ზომების მიღების შედეგად ვერ მოხერხდა სურსათი დან/ცხოველის საკვებიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის პრევენცია , სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა .
2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდ გომში – სააგენტო ) ამზადებს სურ სათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმ ნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდ გენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად .
3 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა განსაზღვრავს :
ა ) კრიზისულ მდგომარეობას ;
ბ ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზებს ;
გ ) კრიზისული მდგომარეობის მართვის პროცედურებს ;
დ ) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნას ;
ე ) კრიზისის პერიოდში ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს ;
ვ ) გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას .
მუხლი 2. კრიზისული მდგომარეობა
1 . კრიზისული მდგომარეობა შეიძლება იყოს ორი სახის :
ა ) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს სერიოზულ პირდაპირ ან არაპირდაპირ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ;
ბ ) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს პოტენციურ რისკს და ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარდაიქმნას სერიოზულ რისკად .
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული , თუ რამდენად მაღალია ალბათო ბა იმისა , რომ რისკი გავრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნა წილზე ან /და ქვეყნის ტერიტორიიდან გავრცელდება სხვა ქვეყ ნების ტერიტორი ებზე.
3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუცილებელია კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა .
4 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს სათანადო ღონისძიებებს მსგავსი მდგომარეობის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად (კრიზის ის მართვის ჯგუფის შექმნის გარეშე ), რომელსაც აღასრულებს სააგენტო .
მუხლი 3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზები
კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზებია :
ა ) სურსათის ა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინება ;
ბ ) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება ;
გ ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია ;
დ ) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია .
მუხლი 4. კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა
1 . მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათ ვა ლისწინებული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში კრი ზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება სა ქა რთ ველოს მთავრობის განკარგულებით.
2 . კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე .
3 . საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კრიზისუ ლი მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონის ძი ებათა შესახებ აღასრულებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე .
4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრისა ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე .
5 . კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილება შეწყდება კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვ რის ან რისკის სათანა დო დონემდე შემცირების შემდეგ .
მუხლი 5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილებები
1 . კრიზისი ს მართვის ჯგუფი პასუხისმგებელია ყველა საჭირო მონაცემის შეგროვებისა და შეფასებისათვის , ასევე კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებით ალტერნატივების გამოვლენისა და შემუშავებისათვის .
2 . კრიზის ის მართვის ჯგუფი ვალდებულია არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასალა მიაწოდოს საქართველოს მთავრობას .
3 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს სურ სათისა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის საკონტაქტო პირებთან .
4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან , მათ შორის , შესაბამის უწყებებთან , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება .
5 . კრიზის ის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენ და ციებს კრიზისული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების აღ მო ფხვრასთან ან /და რისკის სათანადო დონემდე შემცირებას თან დაკავშირებით და წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად .
მუხლი 6. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები
1 . კრიზისის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს .
2 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისულ ი მდგომარე ობის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს , რომ ელიც წარ ედგინება საქართველოს მთავრობას .
3 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით , ასევე იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას , რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა , და მათთან თანა მშრომლობის დამყარების აუცილებლობას ზუსტი და თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით .
მუხლი 7. გამჭვირვალობის პრინციპი
1 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობის პრინციპით .
2 . კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს საჯარო , გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
დოკუმენტის კომენტარები