„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 170230000.22.035.016034
  • Word
439/ნ
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
170230000.22.035.016034
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N51/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №439/ნ

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010. №23, მუხ. 310) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში „მინდობით აღზრდის პროცედურებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინდობით აღსაზრდელის სრულწლოვანების მიღწევამდე პერიოდზე ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდისას – არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. გარდამავალი დებულება

1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 2012 წლის 1 იანვრამდე.

2. თუ არ არსებობს “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არაუმეტეს 2012 წლის 1 იანვრისა.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი