„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 09/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.000.555
  • Word
2023
28/05/1999
სსმ, 20(27), 09/06/1999
430.000.000.05.001.000.555
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის ლიცენზიის გასაუქმებლად;”.

2. მე-20 მუხლის თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღმზრდელობით და ამ მუხლის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზიის გასაუქმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს;”.

3. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 57-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ლიცენზირებისა და”.

5. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2023IIს