სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200110050.10.003.016145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 415

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:

1. საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).

2. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).

3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №3).

4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).

5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 100 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).

6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).

7 . ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი № 7 ).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

    მუხლი 11

ამ დადგენილებით განსაზღვრულ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებზე არ ვრცელდება მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                             ნ. გილაური

დანართი 1

საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი

1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.

2. ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.

3. პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.

4. ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა.

5. საცვლების წარმოება.

6. თავსაბურავების წარმოება.

7. დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.

8. ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.

9. ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება.

10. ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.

11. ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება.

12. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება.

13. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.  

14. აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუჩის გარმონიკების წარმოება.

15. სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.

16. ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.

17. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.

18. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს.

19. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.

20. საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.

21. საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.

22. ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.

23. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.

24. თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება.

25. შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება.

შენიშვნა: აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩამონათვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოებას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.            

                                                                          დანართი 2

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. ვაჭრობა.

შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 23.02.2011წ.

დანართი №3

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

  შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას

1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

 

  დანართი 4

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. პერსონალით უზრუნველყოფა.

7. აქციზური საქონლის წარმოება.

დანართი 5

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში

1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქება.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

დანართი 6

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №145 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №186 - ვებგვერდი, 28 .05.2012წ. 

 

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში

დასაბეგრი საქმიანობის სახე

დაბეგვრის ობიექტი

საანგარიშო პერიოდი

გადასახადის განაკვეთი

1

თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება

თონე

კალენდარული თვე

50 ლარი (ერთ თონეზე)

2

თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) – 50 ლარი

3

მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი

4

სოლარიუმის მომსახურება

სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი

5

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)

მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი

კალენდარული თვე

1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი

 

შენიშვნა:

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის თონე არის მიწაში მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით ჩადგმული ცილინდრული ფორმის, პირმოხვეული ან პირგანური, აგურით ამოშენებული ან გამომწვარი თიხით დამზადებული ნაკეთობა , რომელშიც საწვავად გამოიყენება შეშა, საწვავი აირი ან ელექტროენერგია.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის ნახევარფაბრიკატი არის პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს დამუშავების ერთი/რამდენიმე ეტაპი და საჭიროებს შემდგომ ერთი ან რამდენიმე ეტაპის გავლას (მათ შორის, თერმულ დამუშავებას), ვიდრე მიიღებს მზა ნაწარმის სახეს, რომელიც გამოსადეგი იქნება საკვებად.

3. ( ამოღებულია – 23.03.2012, №97 ) .

დანართი №7

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის კანონით აკრძალული, გარდა ამ დადგენილების №6 დანართი თ გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული საქონლის/მომსახურების გამოყენებისა მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.