დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1989 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20(27), 09/06/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.000.543 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის შესახებ სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სათანადო შეტყობინებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს მდივანი.“; ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№1989-IIს
დოკუმენტის კომენტარები