„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4140-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 370010000.05.001.016158
  • Word
4140-რს
17/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
370010000.05.001.016158
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „წყლის შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.“.

2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის მქონე უნივერსიტეტების და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2013 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.“.   

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4140-რს