„ნიადაგის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნიადაგის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4143-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 370010000.05.001.016157
  • Word
4143-რს
17/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
370010000.05.001.016157
„ნიადაგის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №18, მაისი, 1994წ., მუხ. 368) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით ხელი შეუწყოს მელიორაციის სფეროში საქმიანობის კოორდინაციას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. სამელიორაციო სისტემებით სარგებლობა

ერთობლივი გამოყენების სამელიორაციო სისტემებით ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით სარგებლობენ პირველადი წყალმოსარგებლეები პრიორიტეტულად სამელიორაციო დანიშნულებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები

1. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგს იცავენ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ:

ა) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა წარმოებას, საქართველოში მათი შემოტანისა და გამოყენების ორგანიზებას;

გ) ნიადაგის დაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზებას;

დ) ნიადაგის დაცვის კონცეფციის და პროგრამების შემუშავებას, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

2.  მიწების მელიორაციის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:

„20.   მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.

21.     პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას.“.

5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2011 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4143-რს