საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4071-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.016112
  • Word
4071-რს
15/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
170000000.05.001.016112
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.“.

მუხლი 2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის (მერიის) რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4071–რს