საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4064-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.016107
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემო შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში .

2. საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვირტუალური ზონა – ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა;

ბ) ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

    მუხლი 3. ვირტუალური ზონის პირის შეღავათები

1. ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

2. არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:

ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;

) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

3. ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5969 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 4. ვირტუალური ზონის პირის რეგულატორული შეღავათები

1. ვირტუალური ზონის პირი გათავისუფლებულია ყოველგვარი სპეციალური რეგულირებისაგან.

2. ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

    მუხლი 5. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭება

1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს დაინტერესებულ პირს ანიჭებს საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

2. დაინტერესებულ პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი გაიცემა სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

    მუხლი 6. ვირტუალურ ზონ აში საქმიანობა

ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულება

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დადგენილებით განსაზღვროს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებ

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4064–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5969 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.