„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3966-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016098
  • Word
3966-IIს
10/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
040150000.05.001.016098
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებას სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს საბანკო დაწესებულებაში უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს, თუ ნასყიდობის საფასურის გადახდა მხარეებს შორის ხდება ფულადი თანხით.  ეს ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაზე.“.

2. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების (მესაკუთრის ცვლილების), ასევე მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებისა და სხვა პირობების რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3966-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.