სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016116
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
385
17/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
470230000.10.003.016116
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2010 - 21/04/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2010 წლის 17 დეკემბ რი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 721, 722, 723, 724, 725 პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი №1).

    მუხლი 2

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი №2).

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

დანართი №1

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს .

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 721, 722, 723, 724 და 725 პუნქტების შესაბამისად.

2 . სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით .

3 . თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით საქმიანობის განხორციელებას , რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია , ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები .

4 . ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები . ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს , რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს .

    მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

1 . ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად , “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე -9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად , დამატებით უნდა წარადგინოს :

) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ;

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების (მათ შორის , კომპიუტერულ -ტომოგრაფიული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა ) განხორციელების შემთხვევაში . აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ;

) დეკლარაცია სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ , დამოწმებული ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი პირის მიერ (დანართი №11 ).

2 . სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №12 ).

3 . სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 3).

4 . სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 4).

5 . პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 5).

6 . საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 6).

7 . სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე და მას უნდა გააჩნდეს მოწმობა დაკალიბრების /დამოწმების შესახებ , კანონმდებლობის შესაბამისად . აღნიშნული მოთხოვნა აუცილებლობას წარმოადგენს 2012 წლიდან და ეხება იმ სამედიცინო აპარატურას , რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით .

8 . ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით , დარღვევის რისკის შეფასების მიხედვით ან /და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით , ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

9 . სააგენტო ვალდებულია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ , ადგილზე დათვალიერებით , რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი . შემოწმების აქტს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი . თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე , შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი . ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა შემოწმების აქტს უნდა დაურთოს ახსნა -განმარტება ან /და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით , აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები .

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის

ლიცენზიის მფლობელის მხრიდან სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. გარდამავალი რეგულირება

1. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ლიცენზიის მფლობელებს ავტომატურად უნდა გადაეცვალოთ აღნიშნული სალიცენზიო მოწმობა “სასწრაფო სამედიცინო დახმარების” სალიცენზიო მოწმობაზე.

2. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ლიცენზიის მოწმობის გამოცვლა ხორციელდება ამ ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, ამასთან, 2011 წლის 1 მარტამდე – შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ – შესაბამისი ლიცენზიისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომლებსაც ახალი სალიცენზიო რეჟიმით მოეთხოვებათ განსხვავებული პირობები, აღნიშნულის დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

დანართი 11

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

_________________________________________________________________________________

ლიცენზიის დასახელება _______________________________ __________________________

______________________________________ __________________ ___ ______________________

 ..

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: __________________________

თარიღი _____________________

დანართი №12

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სადისპეტჩერო სამსახური

3.

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მართვის/გადაყვანისათვის

4.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

5.

პერსონალს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; რეფერალური ტრანსპორტირებისას, კრიტიკული მდგომარეობის მართვის განხორციელების შემთხვევაში – სპეციალიზებული ბრიგადა

6.

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისათვის, ისე ტრანსპორტირებისათვის შემდეგი აღჭურვილობით:

6.1

ელექტროკარდიოგრაფი

6.2

გლუკომეტრი

6.3

პორტატიული მართვითი სუნთქვის აპარატი/ „ამბუს“ პარკი

6.4

დეფიბრილატორი

6.5

პორტატიული მქაჩი (ელექტრული ან მექანიკური)

6.6

ჟანგბადის რეზერვუარი

არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას მსუბუქი ავტომანქანისათვის

6.7

სამედიცინო ინვენტარი (სასწრაფო დახმარების ჩანთა)

6.8

აღჭურვილობა თავის, კისრისა და კიდურების ფიქსაციისათვის

6.9

საკაცე

არ ეხება მსუბუქ ავტომანქანას

6.10

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მართვისათვის

აუცილებელი მოთხოვნაა რეანიმობილის შემთხვევაში

7.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

დანართი 13

სალიცენზიო მოთხოვნები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საქმიანობისათვის

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, საშხაპე, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სამედიცინო პერსონალის სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა

საქმიანობის განხორციელება ფართობზე, რომელიც იზოლირებულია სხვა ფართობისაგან და რომელსაც გააჩნია იზოლირებული შესასვლელი

დასაშვებია სამეურნეო შენობაში მისი განთავსება, თუ ამ შენობაში არ შედის კვების ბლოკი და საკვები პროდუქტების საწყობი

7.

უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სასექციო მაგიდები და ტრანსპორტის საშუალებები (ურიკები, საკაცეები და . შ.)

დასაშვებია სხვა მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება, თუ მასალა იძლევა ქიმიური დამუშავების (დასუფთავების) შესაძლებლობას

8.

სამაცივრო დანადგარითა და სპეციალური თაროებით აღჭურვილი გვამების შესანახი სათავსი

9.

სასექციოს სათავსების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი გამწოვი ვენტილაციით

10.

გამწოვი კარადებით აღჭურვილი პათოჰისტოლოგიური და სასამართლო- ჰისტოლოგიური ლაბორატორიები

11.

თხევადი ქიმიური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

12.

რენტგენოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

დანართი №14

სალიცენზიო მოთხოვნები სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმიანობისათვის

N

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

აწარმოოს სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სათანადო სერტიფიკატის/კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

უსაფრთხოების დაცვის პირობები

6.

იზოლირებული შესასვლელი

7.

პაციენტის დროებითი დაყოვნების ოთახი იზოლირებული სანიტარიული კვანძით

დანართი 15

სალიცენზიო მოთხოვნები პათოლოგანატომიური საქმიანობისთვის

N

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო(ები), ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სამედიცინო პერსონალის სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

6.

საქმიანობის განხორციელება ფართობზე, რომელიც იზოლირებულია სხვა ფართობისაგან და რომელსაც გააჩნია იზოლირებული შესასვლელი

დასაშვებია სამეურნეო შენობაში მისი განთავსება, თუ ამ შენობაში არ შედის კვების ბლოკი და საკვები პროდუქტების საწყობი

7.

სასექციო განყოფილება დამოუკიდებელი სატრანსპორტო შესასვლელითა და გასასვლელით

8.

უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სასექციო მაგიდები და ტრანსპორტის საშუალებები (ურიკები, საკაცეები და ა. შ.)

დასაშვებია სხვა მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება, თუ მასალა იძლევა ქიმიური დამუშავების (დასუფთავების) შესაძლებლობას

9.

სამაცივრო დანადგარითა და სპეციალური თაროებით აღჭურვილი გვამების შესანახი სათავსი

10.

სასექციოს უზრუნველყოფა გამწოვი ვენტილაციით

11.

ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელი ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილი გამწოვი ვენტილაციით

12.

თხევადი ქიმიური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

დანართი 16

სალიცენზიო მოთხოვნები საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისათვის

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო(ები), ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სისხლისა და სისხლის კომპონენტების შესანახი ოთახი შესაბამისი აღჭურვილობით (საყინულე კამერა ან დაბალტემპერატურული სპეციალური საყინულე-მაცივარი პლაზმისათვის; მაცივარი ერითროციტარული მასისათვის და ინკუბატორი შეიკერით თრომბოციტული მასისათვის) კანონმდებლობის შესაბამისად

5.

დაწესებულების უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

6.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

7.

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

დანართი 2

  დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

    მუხლი 3. ნებართვის გაცემის წესი

1. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვის სახეზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ნებართვა გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც ეწევა დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამედიცინო საქმიანობას სტაციონარულ პირობებში, პაციენტის 24 საათისა და მეტი დროის დაყოვნებით.

3. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და, საქმიანობის შესაბამისად, – დამატებითი სანებართვო პირობები 21 დანართის მიხედვით.

4. სააგენტო ვალდებულია სანებართვო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რის შესახებაც დგება შე მოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ნებართვის მაძიებელი. თუ ნებართვის მაძიებელი უარს ამბობს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა შემოწმების აქტს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

5. სააგენტო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. ნებართვის მოწმობას ასევე შესაძლოა ახლდეს დანართ(ებ)ი, რომელშიც მითითებულია დამატებით მოთხოვნებს დაქვემდებარებული ყველა ის სამედიცინო საქმიანობა, რომელსაც ეწევა დაწესებულება.

6. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განუსაზღვრელი ვადით.

7. თუ დაწესებულების ნებართვის მფლობელი დამატებით დააპირებს იმ მომსახურების განხორციელებას, რომლისთვისაც ამ დადგენილების 21 დანართით განსაზღვრულია დამატებითი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მფლობელმა ამ საქმიანობის დაწყებამდე 1 თვის ვადაში უნდა აცნობოს სააგენტოს;

ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ საქმიანობისათვის აუცილებელი განსხვავებული მოთხოვნები 21 დანართის შესაბამისად;

გ) ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში სააგენტოს მიერ მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისათვის დადგენილი განსხვავებული პირობები;

დ) დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს ნებართვის დანართს;

ე) ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისათვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს ნებართვის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე და მას უნდა გააჩნდეს მოწმობა დაკალიბრების/დამოწმების შესახებ, კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნა აუცილებლობას წარმოადგენს 2012 წლიდან და ეხება იმ სამედიცინო აპარატურას, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

9 . 15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც პედიატრიული, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელთა მიერ.

    მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს:

 ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების (მათ შორის, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა) განხორციელების შემთხვევაში. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.

    მუხლი 5. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელთა შერჩევითი შემოწმებით, დარღვევის რისკის შეფასების მიხედვით ან/და ნებართვის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

2. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ყოველწლიურად, 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, ახორციელებს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ნებართვის მფლობელი, რომელიც ნებართვას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის, ნებართვის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

3. ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

4. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს, შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის

ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. გარდამავალი რეგულირება

1 . ისეთ საქმიანობებზე /ქმედებებზე , რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა , სალიცენზიო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებები განხორციელდება ავტომატურად , დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე . იმ სამედიცინო დაწესებულებებზე , რომელთა საქმიანობა 2010 წლის 1 დეკემბრამდე ექვემდებარებოდა ლიცენზირებას , ხოლო ამ დადგენილების №21 დანართით განსაზღვრულ სანებართვო პირობებში ასახულია დამატებით სანებართვო მოთხოვნებში , გაიცემა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა შესაბამისი დანართით .

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე , ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში .

3 . იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს , რომელთა ლიცენზიის მოწმობა , ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , ავტომატურად გადაიცვალა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მოწმობაზე , ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დასაკმაყოფილებლად განესაზღვროვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე .

დანართი 21

სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები

საერთო სანებართვო პირობები

შენიშვნა

1

ფართობი ერთ სტაციონარულ საწოლზე არანაკლებ 40 კვ.მ შიდა პერიმეტრზე გაანგარიშებით

2

ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე არანაკლებ

8 კვ.მ, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 კვ.მ

3

საწოლებს შორის დაშორება მინიმუმ 1,2

4

პალატა უნდა იყოს იზოლირებული, დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა

5

პალატას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათების წყარო

6

დერეფნის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ

1,8 პაციენტთა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად

7

არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის

8

მოზრდილთა და ბავშვთა პალატები/განყოფილება – ერთმანეთისაგან გამიჯნული

9

ფუნქციონირებადი ლიფტი (.., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

10

იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის

11

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

12

სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

13

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად

14

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

15

ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

16

სათავსთა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს სუფთადა ჭუჭყიანიზონების გადაკვეთა

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

17

აღჭურვილობა განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველსაყოფად

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

18

უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (რეანიმაცია, საოპერაციო და სამეანო ბლოკები, ლიფტი, მიმღები)

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

19

უწყვეტი წყალმომარაგება

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

20

ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუს-ფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით, – სტანდარტული ტესტები

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

21

კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

22

 სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

23

რენტგენოსკოპიული და რენტგენოგრაფიული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება.

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობებისას 

24

კარდიოგრაფი

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

25

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება.

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

26

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

27

საწოლი ინტენსიური თერაპიისათვის

28

საევაკუაციო გასასვლელი

29

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ნებართვის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მიმართვის/გადაყვანისათვის

დამატებითი სანებართვო პირობები

I

ინტერვენციული კარდიოლოგიის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

ანგიოკარდიოგრაფიული (კათეტერიზაციის) ლაბორატორია

II

დიალიზის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ხელოვნური თირკმლის აპარატი

2

სისტემა წყლის გაწმენდისა და კონცენტრაციის მომზადებისათვის

3

შესაბამისი სავარძელი

III

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დამატებით უნდა გააჩნდეს

ერთადგილიანი ბოქსირებული პალატა რაბითა და სანიტარიული კვანძით განსაკუთრებით საშიში ინფექციებისათვის

ფთიზიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

პალატები, სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო კაბინეტები, აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

2

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულპაციენტებისათვის – ცალკე გამოყოფილი ფართობი იზოლირებული პალატებით, რომლებიც უზრუნველყოფილ იქნება კონტროლირებადი უარყოფითი წნევით და ჰაერის შემდგომი გაუვნებელყოფის საშუალებებით

IV

ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

15-ზე ნაკლები შესაბამისი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 1 ინკუბატორი, 15 და მეტი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 2 ინკუბატორი ყოველ 15 შესაბამის საწოლზე

2

ნეიროსონოსკოპი

3

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

V

ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის

მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

2

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VI

ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ფსიქონევროლოგიური განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2

კაბინეტები და სათავსები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის

3

უსაფრთხოების დაცვის პირობები

VII

ქირურგიული პროფილის მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი, უზრუნველყოფილი სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით და დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების 95 %-ის ინაქტივაციას

3

პოსტოპერაციული პალატა      

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში ბავშვებისათვის ცალკე პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

6

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VII1

ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

მაღალტექნოლოგიური კვლევის უზრუნველყოფა, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით (კომპიუტერული ტომოგრაფი ან/და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი (MRI) და სხვ.)

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VII2

ორგანოების და ქსოვილების აღების, შენახვის, გადანერგვის

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

მაცივარი ორგანოებისა და ქსოვილების შესანახად

2

თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში – დიალიზის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VIII

სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების 95 %-ის ინაქტივაციას

3

პოსტოპერაციული პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VIII1

სამეანო მომსახურების შემთხვევაში დამატებით მოეთხოვებათ

1

სხვა სერვისების მიმწოდებელი განყოფილებებისაგან დამოუკიდებელი მიმღები         

2

სამშობიარო ბლოკ-პალატა

3

ნეონატოლოგიური სერვისი

IX

რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი

2

რეანიმაციის განყოფილების უზრუნველყოფა სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით

3

ინფექციური პაციენტებისათვის იზოლირებული რეანიმაციული საწოლი

4

მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები, დეფიბრილატორი

X

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს (EMERGENCY)

1

საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის

2

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

3

შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

4

პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი  

ერთ პაციენტზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობით

5

პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

XI

რადიოლოგიური , მათ შორის , რენტგენოლოგიური , მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულიმაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება იყოს ორსულთა და ბავშვთა პალატების მიმდებარედ

XII

ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიისთვის

XIII

ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიისთვის

33. 15/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 307 - ვებგვერდი, 18/05/2020 32. 06/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 149 - ვებგვერდი, 09/03/2020 31. 02/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 145 - ვებგვერდი, 04/03/2020 30. 05/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 07/11/2019 29. 16/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 394 - ვებგვერდი, 20/08/2019 28. 14/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 223 - ვებგვერდი, 15/05/2019 27. 28/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 29/01/2019 26. 31/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 447 - ვებგვერდი, 31/08/2018 25. 11/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 214 - ვებგვერდი, 14/05/2018 24. 15/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 132 - ვებგვერდი, 16/03/2018 23. 01/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 271 - ვებგვერდი, 02/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 23/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 141 - ვებგვერდი, 27/03/2017 21. 03/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - ვებგვერდი, 06/02/2017 20. 16/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 445 - ვებგვერდი, 19/09/2016 19. 11/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 322 - ვებგვერდი, 14/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 18/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 20/04/2016 17. 07/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 111 - ვებგვერდი, 10/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 13/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 529 - ვებგვერდი, 16/10/2015 15. 09/03/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 94 - ვებგვერდი, 10/03/2015 14. 30/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 747 - ვებგვერდი, 31/12/2014 13. 26/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 379 - ვებგვერდი, 27/12/2013 12. 22/10/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 271 - ვებგვერდი, 23/10/2013 11. 01/03/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 49 - ვებგვერდი, 06/03/2013 10. 28/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 479 - ვებგვერდი, 29/12/2012 9. 22/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 338 - ვებგვერდი, 22/08/2012 8. 18/06/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 219 - ვებგვერდი, 20/06/2012 7. 05/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 124 - ვებგვერდი, 10/04/2012 6. 07/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 86 - ვებგვერდი, 12/03/2012 5. 31/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 30 - ვებგვერდი, 03/02/2012 4. 04/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 06/01/2012 3. 18/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 432 - ვებგვერდი, 111125010, 25/11/2011 2. 08/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 377 - ვებგვერდი, 111012015, 13/10/2011 1. 21/04/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 181 - ვებგვერდი, 110427006, 27/04/2011
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.