დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3962-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 23/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 240120000.05.001.016096 |
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 22-ე მუხლის 11 პუნქტის:
ა) პირველ წინადადებაში რიცხვი „2011“ შეიცვალოს რიცხვით „2015“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან, ამ კანონის მე-8 მუხლით ალკოჰოლიანი სასმელების გავრცელებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 10 დეკემბერი.
№3962–IIს
დოკუმენტის კომენტარები