დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საპატენტო კანონი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1791 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5(12), 24/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.040.000.05.001.000.485 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ეს კანონი აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი);
ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;
გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);
ე) (ამოღებულია);
ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;
ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი);
ვ1) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ზ) (ამოღებულია);
თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს პატენტს;
თ1) პატენტრწმუნებული − ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
[ თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს;
თ 1 ) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
კ) საერთაშორისო განაცხადი – საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;
ლ) (ამოღებულია);
მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
პ) (ამოღებულია);
პ1) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს);
პ2) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში;
ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა;
რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება;
ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია;
უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო;
ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი.
ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო;
ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია;
ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერიტორიაზე;
შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმოწერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს);
ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი;
ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 5. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა
1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის მოთხოვნით გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა.
6. დაცვის დამატებითი მოწმობა პატენტის მოქმედების ვადას აგრძელებს დამატებითი ვადით, რომელიც განისაზღვრება საქპატენტისთვის განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
8. პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში.
9. საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
10. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქპატენტი დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში არეგისტრირებს და ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ბიულეტენში.
11. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, რომელთა შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.
12. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის პროცედურები განისაზღვრება საქპატენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 6. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლები
1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა.
2. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებში ექცევა ნებისმიერი ობიექტი, რომელშიც გამოგონების ფორმულის მუხლის ყველა ნიშანია განხორციელებული.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 7. დასაიდუმლოებული გამოგონება
1. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე დასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საპატენტო განაცხადსა და პატენტს საქპატენტი გამოაქვეყნებს მხოლოდ გამოგონების განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გამოგონების დასაიდუმლოება დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება ამ პუნქტით დადგენილი ვადით რამდენჯერმე გაგრძელდეს.
3. გამოგონების დასაიდუმლოების შემთხვევაში გამომგონებელს ეძლევა სათანადო კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქპატენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.
4. საქპატენტზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.
5. საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
[ 6. საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183მუხლი 81. ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება
1. საქპატენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტები.
2. საქპატენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტია საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება.
3. საქპატენტის თავმჯდომარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი №3741 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.381
1. საქპატენტთან არსებობს სააპელაციო პალატა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს.
2. სააპელაციო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
1. საქპატენტი ფინანსდება:
ა) საქპატენტის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება საქპატენტის ანგარიშზე, რომელსაც განკარგავს მხოლოდ საქპატენტი. საქპატენტის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ბიუჯეტში.
4. საქპატენტი ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქპატენტის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დასაშვებია წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ გამოუყენებელი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.
6. საქპატენტის ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
7. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 12. გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები
1. პატენტი გაიცემა ტექნიკის ნებისმიერ დარგში ისეთ გამოგონებაზე, რომელიც აკმაყოფილებს გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.
2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.
3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.
4. გამოგონებას აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.
5. ტექნიკის დონეს მიეკუთვნება/განსაზღვრავს ყველა მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.
6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი და ყველა ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლებისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ ამ განაცხადებს აქვს იმ განაცხადზე უფრო ადრინდელი პრიორიტეტი, რომლის სიახლეც დგინდება, და აღნიშნული განაცხადები ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ გამოქვეყნდა.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ტექნიკის დონისთვის მიკუთვნებული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში სპეციფიკურად გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი სპეციფიკური გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მონაცემები, რომლებიც ტექნიკის დონეს მიეკუთვნება, არ მოახდენს გავლენას განაცხადით გათვალისწინებული ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა პრიორიტეტის თარიღამდე არაუგვიანეს 6 თვისა:
ა) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების შედეგად;
ბ) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონების პარიზის კონვენციის ფარგლებში ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენციის (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს) ფარგლებში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე ექსპონირებისას.
მუხლი 16. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად
1. გამოგონებად არ მიიჩნევა:
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული ქმნილება;
გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები;
ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი;
ვ) შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები;
ზ) ინფორმაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.
მუხლი 17. ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი
პატენტი არ გაიცემა:
ა) გამოგონებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;
ბ) ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, აგრეთვე დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე;
გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.
თავი IV. გამომგონებელი და პატენტის მიღების უფლება
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
21. გამომგონებელს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს გამომგონებლად განაცხადსა და პატენტში.
3. გამომგონებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
4. თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაგამომგონებლად.
5. თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით.
მუხლი 19. პატენტის მიღების უფლება
1. პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს.
2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილი გამოგონების პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიო-რიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებ-ლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
5. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ერთი და იმავე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზედაც ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი.
[მუხლი 22 1 . პატენტრწმუნებულის დანიშვნა
1. საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).
2. განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტრწმუნებული.
3. თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 222. საქართველოს პატენტრწმუნებულის საქპატენტში რეგისტრაციის წესი
[მუხლი 22 2 . პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
[ 1. საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
2. საქართველოს პატენტრწმუნებულს შესაძლებელია მიენიჭოს კვალიფიკაცია საერთო სპეციალიზაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
[ 2. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
3. საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოსაპოვებლად საერთო სპეციალიზაციით ან საპატენტო სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ/საინჟინრო მეცნიერებებში;
ბ) აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
[ 3. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
4. საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოსაპოვებლად ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი განათლება;
ბ) აქვს შესაბამისი სპეციალიზაციის სფეროში მუშაობის (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის) არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
[ 4. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
5. საქართველოს პატენტრწმუნებულის შესახებ მონაცემები საქპატენტს შეაქვს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.
[ 5. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
1. განაცხადი საქპატენტს წარედგინება.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
6. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასევე პატენტრწმუნებული, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში.
[ 6. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
7. პატენტრწმუნებულების რეგისტრაციის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
[ 7. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
8. განაცხადის ფორმა და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია).
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;
ბ) გამოგონების აღწერილობას;
გ) გამოგონების ფორმულას;
დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად;
ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.
11. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს გამომგონებლის შესახებ მონაცემებს, რომელთა სიზუსტისა და უტყუარობისთვის პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.
2. განმცხადებლის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში განაცხადს წარდგენისთანავე ან მისი წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე.
5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.
მუხლი 27. განაცხადის შეტანის თარიღი
განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ის დღე, როდესაც წარდგენილ იქნა პატენტის მიღების თაობაზე განცხადება და გამოგონების აღწერილობა.
მუხლი 28. გამოგონების ერთიანობა, გამოგონების აღწერილობის სისრულე და გამოგონების ფორმულა
1. გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.
2. (ამოღებულია).
3. გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტს შეეძლოს მისი განხორციელება.
4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ მასალას და შეუძლებელია განაცხადში ამ მასალის ისეთი სისრულით აღწერა, რომ სპეციალისტისთვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, ან თუ ეს ბიოლოგიური მასალა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადს უნდა დაერთოს დეპოზიტარიუმის მიერ გაცემული, აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად უნდა ასახავდეს გამოგონების არსს და უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი მუხლისგან.
მუხლი 29. გამოყოფილი განაცხადი
1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტში შეტანილი განაცხადი ნაწილებად დაყოს და გამოყოფილი განაცხადი წარადგინოს. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა გასცდეს შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს.
2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.
3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ინსტრუქციით დადგენილი წესით.
1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში.
2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო საკონვენციო პრიორიტეტის ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეტანა, მას უფლება აქვს, აღნიშნული განაცხადის მომდევნო 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით.
4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:
ა) ამის შესახებ მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლა შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, ხოლო თუ ეს ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, იმის მიხედვით, თუ რომელი 16-თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ვადაში;
ბ) საქპატენტში წარადგინოს აღნიშნული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში.
5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:
ა) (ამოღებულია);
ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, რომლის უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც აღნიშნული პრიორიტეტი მოითხოვება, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში იქნა შეტანილი. განმცხადებელმა ამ პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა;
გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისთვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
6. განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.
მუხლი 311. განაცხადის გამოქვეყნება
1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს:
ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე;
ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.
2. განაცხადი ქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული პატენტის გამოქვეყნებისას, თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება.
3. განაცხადი არ ქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო საგანაცხადო მასალებს აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI. საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა
მუხლი 32. განაცხადის ექსპერტიზა
1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას.
3. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
მუხლი 33. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში.
2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.
3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.
4. თუ გამოგონების აღწერილობაში მითითებულია ნახაზები, რომლებიც არ ერთოდა განაცხადს, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული ნახაზები წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ნახაზების დადგენილ ვადაში წარდგენისას განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული ნახაზების მიღების დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ნახაზების გარეშე წარდგენილი საგანაცხადო მასალების მიღების თარიღი, ხოლო ნებისმიერი მითითება ნახაზებზე ამოღებულად მიიჩნევა.
მუხლი 34. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.
2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
მუხლი 35. არსობრივი ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება:
ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ობიექტს;
ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
12. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
13. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების − სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ინსტრუქციით დადგენილი წესით ტარდება ძიება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშსა და ექსპერტიზის დასკვნას.
მუხლი 351. პატენტის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება
1. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ჩამტარებელი უფლებამოსილია ინსტრუქციით დადგენილი წესით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა ან განმარტების წარდგენა.
2. საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანის მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არ შეიტანს განაცხადში ცვლილებას ან შესწორებას ან არ წარადგენს განმარტებას.
მუხლი 361. პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება
1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.
2. პატენტის გაცემამდე საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებს (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) შესათანხმებლად განმცხადებელს უგზავნის.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ წარმოადგენს, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმულისა და ნახაზების (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) საფუძველზე.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატების ან/და ცვლილების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ.
მუხლი 40. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა
1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსებობს:
ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე;
ბ) ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ.
2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან პატენტის შესახებ მონაცემებს ადგენს საქპატენტი.
3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს.
მუხლი 401. გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა
1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) ცვლილების შეტანა მექანიკური შეცდომის გასასწორებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ არ შეიძლებოდა სხვა რამ ყოფილიყო ნაგულისხმები. აღნიშნულმა ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
მუხლი 402. ინფორმაციის გამჟღავნება
საქპატენტში წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) საქპატენტის მიერ ბიულეტენში მისი მონაცემების გამოქვეყნებამდე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 403. საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება
1. განმცხადებელს უფ ლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილებები ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.
2. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
3. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
4. სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.
5. სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.
6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 404. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს:
ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე;
ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.
[ 1. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
2. დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
3. დაუშვებელია, პატენტრწმუნებული ან წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულად რეგისტრაციამდე ან წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში საქპატენტში ექსპერტად მუშაობდა ან მუშაობს.
[ 3. დაუშვებელია, წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 421. გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს საქპატენტს პატენტის ბათილად ცნობის მიზნით და მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ გამოგონების პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება.
2. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პატენტის ბათილად ცნობის საფუძველი;
ბ) ყველა დოკუმენტი, რომლებსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების შედგენისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა.
3. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში პატენტის მფლობელს უფლება აქვს, წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.
4. საქპატენტი გამოგონების პატენტზე ჩატარებული ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;
ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
5. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.
6. გამოგონების პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
მუხლი 45. განაცხადის გამოთხოვა
განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის გამოსაქვეყნებლად გადაცემამდე გამოითხოვოს იგი.
მუხლი 46. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა
1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს:
ა) განაცხადის განხილვის შეჩერება;
ბ) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების შეტანა, თუ ეს ცვლილება არ სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
გ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება;
დ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული, დაკარგული უფლებების აღდგენა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
მუხლი 47. მომსახურების საფასური
1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, საპატენტო ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზისთვის, ხელახალი ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისთვის, განაცხადის გამოქვეყნებისთვის, პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის რეგისტრაციისთვის, ყოველწლიურად პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება შესაბამისი საფასური.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.
3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
5. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება საქპატენტში ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნების წლის მომდევნო წლებისთვის.
მუხლი 471. პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა
პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა პატენტის შესახებ მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.
თავი VII. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 48. განსაკუთრებული უფლებების ფარგლები
1. პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.
2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;
ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად.
4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია:
ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით;
ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 521 მუხლებით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.
მუხლი 52. განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა
განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან აღნიშნული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენება;
ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ აღნიშნული ქმედების მიზანი არ არის ეკონომიკური საქმიანობა;
გ) გამოგონების უცხო ქვეყნის საზღვაო ხომალდზე ან საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
დ) გამოგონების ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის გამოყენება;
ე) პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დასაშვებად საჭირო კვლევების ჩატარება და სხვა პროცედურების განხორციელება, თუ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი პატენტის ვადის გასვლამდე არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 521. სავალდებულო ლიცენზია
1. პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზია (შემდგომ – სავალდებულო ლიცენზია).
2. სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომ – მუდმივმოქმედი საბჭო). მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ შესაბამისად.
4. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მუდმივმოქმედ საბჭოს.
5. დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის ექსკლუზიურად მხოლოდ 1 პირზე გაცემა.
6. დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.
7. სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აუცილებელია პატენტის გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს;
ბ) პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება შეუძლებელია სხვა, უფრო ადრინდელ პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დაურღვევლად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფო ორგანომ, თუ დაასაბუთებს შესაბამისი საფუძვლის არსებობას.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც არსებითად დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე და რომელსაც აქვს საზოგადოებისათვის არსებითი ეკონომიკური უპირატესობები ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებასთან ან სასარგებლო მოდელთან შედარებით.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო ლიცენზიის მიმღები შესაბამისი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტით დაცვის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს კერძო ლიცენზია იმ პატენტის მფლობელზე, რომლის პატენტის გამოსაყენებლადაც გაიცა სავალდებულო ლიცენზია.
11. სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები წარუმატებლად ეცადა, გონივრულ ვადაში, მისაღები კომერციული პირობებით მიეღო ლიცენზია პატენტის მფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც პატენტის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
13. სავალდებულო ლიცენზიის ობიექტის გამოყენების ფარგლები, სავალდებულო ლიცენზიის მოქმედების ვადა, შესაბამისი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმ მიზნის მიხედვით, რომლისთვისაც იქნა ნებადართული შესაბამისი გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება. ასეთი გამოყენება ნებადართულია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
14. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტის მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მისაღები კომერციული პირობებით.
15. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედება და უქმდება, თუ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის აუცილებლობის გამომწვევი გარემოება.
16. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში საქპატენტს რეესტრში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და სათანადო მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სავალდებულო ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში.
17. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.
18. სავალდებულო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.
მუხლი 53. წინათსარგებლობის უფლება
1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.
4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
1. პატენტს აუქმებს საქპატენტი:
ა) პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმებული პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხდის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასურს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია შეწყვეტილი პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი გადაიხდის პატენტის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის დღისათვის გადახდილი არ არის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.
4. ინფორმაცია პატენტის გაუქმებისა და მისი მოქმედების აღდგენის შესახებ შეიტანება რეესტრში.
5. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 55. შემდგომ სარგებლობის უფლება
ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის მოქმედების შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანია, უფლება აქვს, განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).
მუხლი 57. პატენტის ბათილად ცნობა
1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;
ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;
ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
21. საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს:
ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) ამ კანონის 421 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე;
გ) ამ კანონის 685 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.
3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
მუხლი 58. პატენტის ბათილად ცნობის შედეგი
პატენტის ბათილად ცნობის შედეგად პატენტით მინიჭებული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა.
თავი VIII. პატენტზე უფლებების გადაცემა და კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 59. კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.
2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.
3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს პატენტით დაცული ობიექტის გამოყენების ფარგლები.
4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის ხელ-შეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია.
5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ პატენტის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს.
8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს რეესტრში.
1. პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია.
2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ არაექსკლუზიური.
3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნებისმიერ პირს, გამოიყენოს პატენტი ღია ლიცენზირების რეჟიმით დადგენილი პირობებით.
4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური ორჯერ მცირდება.
5. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადების შესახებ უნდა ეცნობოს საქპატენტს, რომელიც შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.
6. პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს საქპატენტს ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმება გავლენას არ ახდენს გაცემულ ღია ლიცენზიებზე.
მუხლი 601. პატენტზე უფლებების გადაცემა
1. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
2. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
3. პატენტის ახალ მფლობელს არ შეუძლია პატენტიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე.
თავი VIII 1. პატენტის გირავნობა
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
პატენტის გირავნობის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის მესამე კარის მეექვსე თავით გირავნობისათვის დადგენილი ნორმები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 622. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადების ფორმა და წესი
1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას.
2. დაუშვებელია პატენტის დაგირავება ერთდროულად რამდენიმე პირის სასარგებლოდ.
3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
მუხლი 623. კერძო ლიცენზია დაგირავებულ პატენტზე
1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.
2. დაგირავებულ პატენტზე ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ მოგირავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
მუხლი 624. დაგირავებული პატენტის გასხვისება
1. მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაასხვისოს დაგირავებული პატენტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამის თაობაზე შეატყობინებს პატენტის მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
2. დაგირავებული პატენტის გასხვისება ხდება აუქციონის გზით.
3. აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლებით დადგენილი წესები.
4. დაგირავებულ პატენტზე განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს აქვს დაგირავებული პატენტის აუქციონის ჩატარებამდე გამოსყიდვის უპირატესი უფლება.
5. მოგირავნის მიერ პატენტის გასხვისებისას პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.
მუხლი 625. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი
1. მოგირავნის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დაგირავებული პატენტის აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი.
2. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, როცა კრედიტორი დაკმაყოფილებულია, ან აშკარაა, რომ ამ რეჟიმით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.
3. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმის განმავლობაში გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება ამ რეჟიმის გაუქმების შემდეგაც.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 63. (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XI. საპატენტო დავა
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 681. სასამართლოსადმი მიმართვა
1. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევად მიიჩნევა ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა, რომელიც იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
2. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებულ საპატენტო დავაში საქპატენტი, როგორც მხარე, არ მონაწილეობს.
3. განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას შესაძლებელია დადგეს დამრღვევის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.
მუხლი 685. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა
1. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს:
ა) ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენება;
ბ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული), პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის ამოღება;
გ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება;
დ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.
2. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაირღვა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი უშუალოდ პატენტით დაცული ხერხით არის დამზადებული.
4. ამოღებას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემოსავლის მისაღებად იქნა შეძენილი.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ პატენტის მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.
6. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:
ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ;
ბ) განსაკუთრებული უფლებების დამრღვევისთვის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის სასარგებლოდ;
გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.
7. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლებების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლებების მფლობელი პატენტის მართლზომიერად გამოყენებით.
8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი პატენტის გამოყენებისათვის ლიცენზიის მიღებისას გადაიხდიდა.
9. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
10. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.
11. სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას სასარგებლო მოდელის მფლობელი ვალდებულია სასამართლოში ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სარჩელთან ერთად წარადგინოს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების (მათ შორის, საგამომგონებლო დონის) შეფასების შესახებ დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულია საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 711.„სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები
1. სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.
2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.
3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.
4. სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.
41. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.
5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.
6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.
61. ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“.
7. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
8. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XII. საერთაშორისო განაცხადი
მუხლი 72. საერთაშორისო განაცხადი
1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელიც საქპატენტში წარდგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად.
2. საერთაშორისო განაცხადზე საქპატენტი საქმეს აწარმოებს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 73. საერთაშორისო განაცხადის სტატუსი
1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.
2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საქპატენტში ამ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად.
[ 2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ამ კანონის 75 1 მუხლის შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
მუხლი 74. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება
1. საქართველოს მოქალაქეთათვის ან საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის საქპატენტი მოქმედებს როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება“.
2. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთანავე, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
3. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 75. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“
1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 751. საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება
საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს მისი ქართული თარგმანის წარდგენისთანავე.
თავი XII1. ევროპული პატენტის ვალიდაცია
მუხლი 752. ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი
1. ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ამ მუხლისა და ამ კანონის 753 და 754 მუხლების შესაბამისად აქვს იგივე იურიდიული ძალა და მათზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რომელიც/რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტისთვის.
2. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება ეროვნულ საპატენტო განაცხადს შესაბამის შემთხვევაში ევროპული საპატენტო განაცხადისთვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად.
3. საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთვის ევროპული პატენტის მიღების მსურველმა განმცხადებელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
4. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ვალიდირებული ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან ვალიდირებული ევროპული პატენტით წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტით.
5. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, და ვალიდირებული ევროპული პატენტი ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი.
6. ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ.
7. თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან გამოხმობილად ითვლება, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
8. თუ ევროპული პატენტი ევროპის საპატენტო ოფისმა (EPO) ბათილად ცნო მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალიზებულად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან თუ დაცვის ფარგლები შევიწროვდა ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) დაცვის ფარგლების შევიწროებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
9. თუ ერთი და იმავე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი და ერთი და იმავე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს ძალა არა აქვს, თუ ის ეხება იმავე გამოგონებას, რომელსაც ეხება ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ევროპული პატენტის გასაჩივრების პერიოდი ისე, რომ არ იქნა წარდგენილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც მის გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების შესახებ.
მუხლი 753. ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურა
1. ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება.
2. საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე.
3. ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება.
5. ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი.
6. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
7. თუ ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) მესამე პირის საჩივრის წარდგენის ან ევროპული პატენტის შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების შესახებ ან მისი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს შეცვლილი ან შეზღუდული ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
8. თუ გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ თარგმანს.
9. საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ამოწმებს ვალიდირებული ევროპული პატენტის გამოგონების ფორმულის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თარგმანის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობას და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვს პატენტის მფლობელს შესწორებული თარგმანის პატენტრწმუნებულის მეშვეობით წარდგენას.
10. თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი.
11. თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური, ევროპული პატენტი თავიდანვე (Ab Initio) ბათილად იქნება მიჩნეული. აღნიშნული თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებისთვის დადგენილ საფასურზე გადაიხდება 100-პროცენტიანი დანამატი.
12. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნებისთვის წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.
13. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
14. ევროპულ საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურა.
მუხლი 754. ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტი
1. საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ თარგმანს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირისთვის სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული იქნება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის შესაბამისი ქართული თარგმანი.
3. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წარადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებულ თარგმანს იურიდიული ძალა არა აქვს, ვიდრე მას არ გამოაქვეყნებს საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
4. ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს გამოგონებას ან რომელმაც განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა გამოგონების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც თარგმანის პირვანდელ ვარიანტში განაცხადზე ან პატენტზე უფლების დარღვევად არ იყო მიჩნეული, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე გააგრძელოს გამოგონების თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისთვის გამოყენება.
თავი XIII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე
1. განაცხადზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №302 დადგენილებისა და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის №303 დადგენილების შესაბამისად.
2. განაცხადზე, რომელიც საქპატენტში წარდგენილია ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული გამოგონების საავტორო მოწმობის საფუძველზე, დასაშვებია საქართველოს პატენტის გაცემა, თუ საქპატენტში მისი წარდგენის თარიღისათვის გასული არ არის 20 წელი გამოგონებაზე განაცხადის სსრ კავშირის უწყებაში წარდგენის თარიღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XIV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 77. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებები.
21. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. საქპატენტმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) (ამოღებულია);
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები.
6. საქპატენტმა გამოსცეს დებულება პატენტრწმუნებულის შესახებ.
7. საქპატენტის თავმჯდომარემ გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი №3741 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.381
მუხლი 78. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტების სტატუსი
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცემულ პატენტებს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
№1791-IIს
დოკუმენტის კომენტარები