საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405
დოკუმენტის ნომერი 2/1-370,382,390,402,405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/05/2007
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 21/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2/1-370,382,390,402,405
18/05/2007
სსმ, 25, 21/05/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405

საქართველოს სახელით

ქ. თბილისი, 2007 წლის 18 მაისი

(ამონარიდი)

III

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 45-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №405 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №370 (საქართველოს მოქალაქეები დ. მთვარელიშვილი, ე. ფერაძე, ნ. კალანდაძე, ი. ნაცვლიშვილი და ზ. ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

3. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელები №382 (საქართველოს მოქალაქე ზ. ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), №390 (საქართველოს მოქალაქეები ს. მაშია და რ. გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და №402 (საქართველოს მოქალაქე ა. მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

4. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

8. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

კოლეგიის წევრები:

ბესიკ ლოლაძე

ოთარ სიჭინავა

ჯონი ხეცურიანი