„სააქციო საზოგადოება ,,კასპიცემენტის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ"

  • Word
„სააქციო საზოგადოება ,,კასპიცემენტის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60(67), 18/11/1999
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.001.
  • Word
621
15/11/1999
სსმ, 60(67), 18/11/1999
240.060.000.05.002.001.
„სააქციო საზოგადოება ,,კასპიცემენტის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №621

1999 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტში“ შექ­მნილი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:

1. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტის“ სახელმწიფო საკუთ­რებაში არსებულ აქციათა 50.59 პროცენტის პრივატიზება გან­ხორციელდეს კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური საწყისი ფასით 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვ­ნულ ვალუტაში, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), მრეწველობის სამინისტრომ (ბ. შოშიტაიშვილი) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) კონკურსის გამოცხადების მიზნით შეიმუშაოს საკონკურსო პირობები.

ე. შევარდნაძე