დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3888-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 09/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.016076 |
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.“.
2. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საბანკო გარანტია.“.
3. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“–„გ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი;
გ1) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
გ2) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 10 ლარი;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარმოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი.“.
4. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 33-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით;“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) საბანკო გარანტიის შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ.“.
მუხლი 2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები წარმოეშვათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან ამ უფლებათა რეგისტრაცია განახორციელონ 2011 წლის 1 აპრილამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 7 დეკემბერი.
№3888–IIს
დოკუმენტის კომენტარები