საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს
დოკუმენტის ნომერი 1/2/434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/08/2009
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 03/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
1/2/434
27/08/2009
სსმ, 60, 03/09/2009
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/2/434

ქ. ბათუმი, 2009 წლის 27 აგვისტო
(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

2. „სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.

 

კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ბესარიონ ზოიძე