საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/3/421,422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 10/11/2009
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 17/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1/3/421,422
10/11/2009
სსმ, 82, 17/11/2009
000000000.00.000.000000
საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/421,422

(ამონარიდი)

 

საქართველოს სახელით

 

ქ. ბათუმი, 2009 წლის 10 ნოემბერი

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

 

1. დაკმაყოფილდეს №421 და № 422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ.

2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ     “ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.

3. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.

4. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა” კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს.

5. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვების ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე .. მუხლებით გათვალისწინებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს.

6. არ დაკმაკოფილდეს №421 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას.

7. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

8. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

9. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

10. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას.

11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

კოლეგიის წევრები:

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ვახტანგ გვარამია

ქეთევან ერემაძე

ბესარიონ ზოიძე

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.