დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/3/421,422 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 10/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 17/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/421,422
(ამონარიდი)
საქართველოს სახელით
ქ. ბათუმი, 2009 წლის 10 ნოემბერი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს №421 და № 422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ.
2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.
3. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.
4. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა” კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
5. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვების ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე .. მუხლებით გათვალისწინებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
6. არ დაკმაკოფილდეს №421 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას.
7. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
8. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
9. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას.
11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე
დოკუმენტის კომენტარები