მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ

  • Word
მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29(36), 19/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
351
04/06/1999
სსმ, 29(36), 19/06/1999
010.340.000.05.002.001.
მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/06/1999 - 26/12/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 351

1999 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ

საბაზრო ურთიერთობათა პირობებში შრომის ანაზღაურების სა­ხელ­მწიფო რეგულირების, დაქირავებულ მუშაკთა სოციალური დაცვის მიზნით და „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დამტკიცდეს:

1. მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მინი­მალური ხელფასის დაფინანსება ხორციელდება:

ა) საბიუჯეტო სფეროს დაწესებულებებში – შესაბამისი ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე;

ბ) სხვა დანარჩენ დაწესებულებებში – საკუთარი შემოსავლების ხარჯზე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია) დაინ­ტერესებულ დაწესებულებებთან ერთად ერთ თვეში მოამზადოს კანონპროექტი იმ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, სადაც მოსაკრებლები, სანქციები, ჯარიმები და სხვა გადასახდელები დაკავშირებულია მინიმალურ ხელფასთან, და შეუსაბამონ ისინი ამ ბრძანებულებას.

ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანამდე მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაში დარჩეს მინიმალური ხელფასი 1,5 ლარის ოდენობით.

4. „საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს N 469 ბრძანებულების დანართში 1;2;3 თანრიგის ნაცვლად ჩაიწეროს: 1;2;3 თანრიგი – თანამდებობრივი სარგო 20 ლარი.

5. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით წარმოადგინოს წინადადებები მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 დეკემბრის №734 ბრძანებულება „საქართველოს რეს­პუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის №9 ბრძანებულე­ბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს.

ე. შევარდნაძე

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.