ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 13/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.136.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
45
26/11/2010
სსმ, 63, 13/12/2010
010340000.35.136.016029
ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2010 - 28/01/2011)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წელი 26 ნოემბერი

დაბა ხულო

 ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 581 მუხლისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ნ. თავართქილაძე

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დადგენილება ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ ადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

3. ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www. khulo. ge.

    მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. საკრებულოს აპარატის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.

    მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი

1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);

) ერთჯერადი.

    მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს აპარატი.

3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:

) მუდმივად განახლებადის ყოველი დღის 13.00 სთ.

) ყოველკვირეულის ყოველი სამშაბათის 13.00 სთ.

) ყოველთვიურის ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის“ მიხედვით, საკრებულოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.

    მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:

) თვითმმართველობის ორგანოები;

) სამართლებრივი აქტები;

) მუნიციპალიტეტი;

) ახალი ამბები;

) მუნიციპალური მეურნეობა;

) სოციალური სფერო;

) პროგრამები და პროექტები;

) ცნობარი.

    მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა

1. თვითმმართველობის ორგანოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

) საკრებულო:

.) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

.) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ა.გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);

ა.დ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);

ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

ა.ზ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);

.) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით)

) გამგეობა:

.) გამგეობის დებულება;

.) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

ბ.გ) გამგეობის სტრუქტურა;

ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

ბ.ე) გამგეობის ტერიტორიული ორგანოები (ტერიტორიული ორგანოს დებულება, სამუშაო გეგმა, ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, გამგეობის რწმუნებული, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი).

2. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);

) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:

.) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა;

.) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

.) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;

) გამგებლის ბრძანებები;

) პროექტები:

.) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.

3. მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;

) ისტორია;

) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;

) მუნიციპალიტეტის რუკა.

4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.

5. მუნიციპალური მეურნეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

) ეკონომიკა;

) მრეწველობა;

) მიწათმოწყობა;

) ეკოლოგია;

) საბინაო-კომუნალური მეურნეობა;

) თვითმმართველი ერთეულის ქონება;

) ტრანსპორტი;

) ვაჭრობა და მომსახურება;

) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;

კ) დასაქმება (ვაკანსიები, კონკურსები).

6. სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

) განათლება;

) კულტურა;

) ჯანმრთელობის დაცვა;

) სპორტი;

) სოციალური დაცვა;

) ახალგაზრდობა;

) მასმედია;

) პოლიტიკური ორგანიზაციები;

) არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები.

7. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

) მუნიციპალური პროგრამები;

) საინვესტიციო პროექტები;

გ) კონკურსები; აუქციონები.

8. ცნობარის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.