„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“

„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 115/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 06/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
115/ნ
30/11/2010
სსმ, 159, 06/12/2010
430210000.22.022.016030
„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/12/2010 - 25/02/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №115/

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ.კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                               დ. შაშკინი

 

 

დანართი

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებ, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. წინამდებარე დოკუმენტი აერთიანებს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავ წარმატებული საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობას.

    მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა:

 სტანდარტაქვს შემდეგი სტრუქტურა:

ა) საჯარო სკოლის განვითარება;

) სასწავლო პროცესის მართვა;

გ) პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

დ) ანგარიშვალდებულების სისტემა;

ე) მშობლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

თავი II

საჯარო სკოლის განვითარება და სასწავლო პროცესის მართვა

    მუხლი 3. საჯარო სკოლის განვითარება

1. საჯარო სკოლის დირექტორი არის ძლიერი და მოტივირებული ლიდერი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო სკოლის უწყვეტ განვითარებას მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორებით:

ა) საჯარო სკოლაში შესწავლილია საჯარო სკოლის საჭიროებები, ჩამოყალიბებულია საჯარო სკოლის მისია და ხედვა;

ბ) პედაგოგიურ საბჭოსთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებულია და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულია საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა დროში მიღწევადი ამოცანებით;

გ) დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, შემუშავებულია საჯარო სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა;

დ) საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისა და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილია სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.

3. საჯარო სკოლის დირექტორი არის ეფექტური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებასა და ეფექტიანად განკარგვას დასახული საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორებით:

ა) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შექმნილია სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესაბამისი წლიური ბიუჯეტი;

 ბ) საჯარო სკოლის ფინანსები იმართება ეფექტიანად, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სკოლის განვითარების მიზნით მოძიებულია დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები;

 დ) შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მიხედვით, შერჩეულია ადამიანური რესურსები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები რაციონალურად და სამართლიანად არის გადანაწილებული.

    მუხლი 4.სასწავლო პროცესის მართვა

1. საჯარო სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაზე და ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორებით:

ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად შემუშავებულია მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმა;

ბ) სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები და მათი შესაძლო გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე;

გ) საჯარო სკოლაში დასახულია თითოეული მოსწავლის მაღალი კადემიური მოსწრების მოლოდინი და გამოიყენება მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების სტრატეგიები;

დ) საჯარო სკოლაში უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი შეფასება მათი გაუმჯობესების მიზნით;

ე) საჯარო სკოლაში გამოიყენება სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, მეთოდები და რესურსები;

ვ) საჯარო სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს გაზიარებული აქვთ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვა და პასუხისმგებლობა.

3. საჯარო სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო და წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორების დაკმაყოფილებით:

ა)საჯარო სკოლაში დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

ბ) საჯარო სკოლაში არსებობს ეფექტური, მზრუნველი და მოსწავლეებისათვის მასტიმულირებელი სასწავლო გარემო;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემუშავებულია საჯარო სკოლის შინაგანაწესი.

თავი III

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

    მუხლი 5. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

1. საჯარო სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ქმნის ხელსაყრელ, კონსტრუქციულ და წამახალისებელ გარემოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორებით:

ა) საჯარო სკოლაში შემუშავებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სასკოლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას და პასუხობს საჯარო სკოლის საჭიროებებს;

ბ) საჯარო სკოლაში დანერგილია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული შიდა სასკოლო შეფასების სისტემა;

გ) საჯარო სკოლაში მოქმედებს მენტორ-მაძიებლობის პროგრამა; მასწავლებლებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და უნარების ურთიერთგაზიარება.

    მუხლი 6. საჯარო სკოლის დირექტორის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

1. საჯარო სკოლის დირექტორი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორებით:

ა) საჯარო სკოლის დირექტორს შემუშავებული აქვს თვითშეფასების ფორმა;

ბ) საჯარო სკოლის დირექტორს შემუშავებული აქვს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა.

თავი IV

ანგარიშვალდებულება

    მუხლი 7. ანგარიშვალდებულების წარმოება

1. საჯარო სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს საჯარო სკოლაში კანონის შესაბამისი, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაფუძნებულანგარიშვალდებულების სისტემის არსებობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორებით:

ა) საჯარო სკოლის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ანგარიშვალდებულებას მაკონტროლებელ ორგანოებთან;

ბ) საჯარო სკოლის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ანგარიშვალდებულებას საჯარო სკოლის უმაღლეს არჩევით ორგანოსთან;

გ) საჯარო სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭვირვალობას, საჯაროობასა და ადვილად ხელმისაწვდომობას;

დ) საჯარო სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ანგარიშვალდებულების წარმოებას ხარისხიანად, წინასწარ დადგენილ ვადებში.

თავი V

მშობლებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობა

    მუხლი 8. მშობლებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა

1. საჯარო სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მშობლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი     ინდიკატორებით:

ა) მშობლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ეფექტურად და კონსტრუქციულად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში;

ბ) საზოგადოების მრავალფეროვანი რესურსი ეფექტიანად გამოიყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის;

გ) საჯარო სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან საჯარო სკოლის ინტერესების სასარგებლოდ;

დ) საჯარო სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლასთან გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების მიზნით.

 

თავი VI

საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები

    მუხლი 9. საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა

 საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა მოიცავს:

ა) საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას;

ბ) სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნასა და მათ წახალისება (სკოლების ბრენდირება);

 გ) ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს;

დ) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;

 ე) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;

 ვ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პრინციპებსა და მეთოდებს, მათ გავლენას სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მიღწევებზე;

 ზ) განათლების ძირითად თეორიებს;

თ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;

ი) ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის პრინციპებს;

კ) ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს.

    მუხლი 10. საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები

საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები მოიცავს:

ა) საჯარო სკოლის მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების სამუშაო პროცესის ხელმძღვანელობას;

ბ) საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელმძღვანელობას;

გ) მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ხელმძღვანელობა;

დ) თანამედროვე გლობალურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური, კულტურული და ტექნოლოგიური ცვლილებების ანალიზსა და მათ დაკავშირებას საჯარო სკოლის სასწავლო გეგმასთან;

ე) კვლევის ჩატარების ორგანიზებას, მონაცემთა შეგროვებასა და მათი შედეგების ანალიზს;

ვ) უსაფრთხო და წამახალისებელი სასწავლო და სამუშაო გარემოს ხელშეწყობას;

ზ) მასწავლებელთა შრომის აღიარებასა და დაფასება მათი მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისათვის;

თ) საჯარო სკოლის ბიუჯეტის მართვას;

ი) ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებას; საჯარო სკოლაში დასაქმებულ პირთა უფლებების დელეგირებას და პასუხისმგებლობათა გადანაწილებას;

კ) საჯარო სკოლის მატერიალური რესურსების (მათ შორის, საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის, ლაბორატორიის და სხვ.) მოვლა-პატრონობის, შენახვის უზრუნველყოფას, განახლებაზე ზრუნვას;

ლ) დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებასა და მათ მიერ შემოთავაზებული კონსტრუქციული მოსაზრებების გათვალისწინებას;

მ) მშობელთა ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლასა და გათვალისწინებასასწავლო პროცესში;

ნ) ეფექტური და გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების სისტემის დანერგვა საჯარო სკოლაში;

 ო) საზოგადოებაში არსებული რესურების შესწავლა, მოძიებასა და გამოყენებას საჯარო სკოლის სასარგებლოდ;

 პ) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საჯარო სკოლისათვის საჭირო რესურსების მოძიებას;

ჟ)საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზის გამოყენება საჯარო კოლის მართვის პროცესში;

რ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საჯარო სკოლის მართვის პროცესში.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.