დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცების და ძალაში შესავლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4(11), 05/02/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9
1999 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის 1998 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს რუმინეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები