ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმართვის ხელშეწყობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმართვის ხელშეწყობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
374
15/06/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998
010.340.000.05.002.001.
ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმართვის ხელშეწყობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №374

1998 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმართვის ხელშეწყობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების ეტაპობრივად, თანმიმდევრულად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნისა და ამოქმედების გზაზე.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისა და მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სრულყოფისათვს მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სრულყოფილი განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, მომხმარებელთა დაცვას უხარისხო, ფალსიფიცირებული, არასტანდარტული პროდუქციისაგან და არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა სხვა მოქმედებისაგან.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით:

1. სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს მისთვის დაკისრებული ამოცანების განხორციელებაში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურიდან წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით მოამზადოს წინადადება საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამხარეო (რეგიონალური) ანტიმონოპოლიურ სამსახურებში საშტატო რიცხოვნობისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნებათა გაზრდის შესახებ, ამასთან, 2000 წლამდე არ გავრცელდეს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურზე საშტატო რიცხოვნობის შემცირების დავალება.

3. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ვ. მაისურაძე) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანბულების პროექტი „ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

ე.შევარდნაძე