მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.016090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
359
22/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
470030000.10.003.016090
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/11/2010 - 04/01/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის თანდართული ტექნიკური რეგლამენტი.

    მუხლი 2

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლებმა 2011 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი         ნ. გილაური

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი

    მუხლი 1

რეგლამენტი შემუშავებულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობისადმი მინიმალურ მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 2

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ადმინისტრირებას და რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

    მუხლი 3

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ მაღალი რისკის შემცველ ისეთ სამედიცინო საქმიანობებზე (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) როგორიცაა:

ა) საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით;

ბ) დერმატო-ვენეროლოგია;

გ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა);

დ) დიალიზი;

ე) ინფექციურ დაავადებებთან (მათ შორის, აივ ინფექცია/შიდსთან) დაკავშირებული საქმიანობა;

ვ) ფთიზიატრია.

    მუხლი 4

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში დაწესებულება აწარმოებს დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას, ამასთან, პაციენტის დაყოვნება არ აღემატება 24 საათს.

    მუხლი 5

თუ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) სერვისები მიეწოდება სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიერ, იგი განიხილება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის ფარგლებში. გადაუდებელი დახმარების სერვისების მიმწოდებელი, თუ იგი ფუნქციონირებს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით, ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 6

15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელთა მიერ.

    მუხლი 7

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი შეტყობინებას საქმიანობის დაწყების/დასრულების შესახებ უგზავნის სააგენტოს დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 8

 მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 9

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება მხოლოდ მე-3 მუხლით განსაზღვრულ, შეტყობინებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე (გარდა სტომატოლოგიური საქმიანობისა/მომსახურებისა).

    მუხლი 10

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.

    მუხლი 11

სტომატოლოგიური საქმიანობა/მომსახურება თავისუფალია შეტყობინების ვალდებულებისაგან და ექვემდებარება მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას.

    მუხლი 12

თუ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს, შეტყობინების გარეშე აწარმოოს მე-3 მუხლით განსაზღვრული რომელიმე საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სალიცენზიო/სანებართვო პირობები მოიცავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ერთ ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში, შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 13

ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

 

საერთო მოთხოვნ ები

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)   

 

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

 

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად

 

4.

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის  

არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელთათ -ვის

5.

აწარმოოს სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაცი კანონმდებლობით დადგენილი წესი

 

6.

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

 

 

სამეანო -გინეკოლოგიური ამბულატორ ული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

გინეკოლოგიური სავარძელი

 

2.

აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად

 

 

ფთიზიატრიული ამბულატორ ული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

იზიატრიული მომსახურების კაინეტი განთავსებულ უნდა იყოს სხვა კაბინეტებისგან იზოლირებულად

 

2.

 პაციენტების მოსაცდელ დერეფნებ და ექიმის კაბინეტები აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

 

რენტგენო-რადიოლოგიური ამბულატორ ული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

 

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია

 

ინფექციური ამბულატორ ული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

2.

თხევადი ინფექციური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

 

 

ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

სამანიპულაციო ან/და საოპერაციო; დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების 95%-ის ინაქტივაციას (მაღალეფექტური ფილტრები)

 

2.

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის

 

2.

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

 

3.

შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

 

4.

პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი  

ერთ საწოლზე არანაკლებ 6 მ2 ფართობით

5.

პრეჰოსპიტალურისერვისის უზრუნველყოფა ან/და რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

 

6.

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა.

 

 

24. 15/07/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 233 - ვებგვერდი, 17/07/2024 23. 25/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 26/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 13/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 490 - ვებგვერდი, 14/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 31/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 432 - ვებგვერდი, 31/10/2023 20. 03/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 383 - ვებგვერდი, 04/10/2023 19. 24/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 268 - ვებგვერდი, 25/07/2023 18. 12/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 217 - ვებგვერდი, 13/06/2023 17. 22/08/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 429 - ვებგვერდი, 23/08/2022 16. 23/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 260 - ვებგვერდი, 25/05/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 26/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 221 - ვებგვერდი, 27/04/2022 14. 18/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 373 - ვებგვერდი, 18/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 03/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 346 - ვებგვერდი, 04/06/2020 12. 05/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 523 - ვებგვერდი, 07/11/2019 11. 13/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 77 - ვებგვერდი, 15/02/2019 10. 27/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 380 - ვებგვერდი, 31/07/2018 9. 01/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 105 - ვებგვერდი, 05/03/2018 8. 01/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 272 - ვებგვერდი, 02/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 11/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 320 - ვებგვერდი, 14/07/2016 6. 22/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 203 - ვებგვერდი, 26/04/2016 5. 10/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 343 - ვებგვერდი, 13/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/03/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 92 - ვებგვერდი, 10/03/2015 3. 13/02/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 159 - ვებგვერდი, 17/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 05/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - ვებგვერდი, 12/04/2012 1. 04/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 06/01/2012