„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 871
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016058
  • Word
871
25/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
190040000.22.033.016058
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №871

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სახაზინო კოდი 5000 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

5000

 

2. სახაზინო კოდები – 6100 და 6200 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

6100

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

6200

 

3. სახაზინო კოდი – 8500-ის (სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

8600

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

8700

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი