დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/301 | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/3/301 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 23/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 23/03/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/301
საქართველოს სახელით
2005 წლის 23 მარტი ქ. თბილისი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიასა და ეკატერინე წოწონავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თა-ობაზე” 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი – ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით).
II. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი – ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 47-ე მუხ-ლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
III. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტები აღსრულდეს არა უგვიანეს 2006 წლის 1 იანვრისა.
V. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
VI. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
VII. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
VIII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები