საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის მონაკვეთში განლაგებული სამსახურების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის მონაკვეთში განლაგებული სამსახურების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.002.000.
  • Word
408
07/08/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 15/08/1997
010.040.000.05.002.000.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის მონაკვეთში განლაგებული სამსახურების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრაძნებულება 408

1997 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრისწითელი ხიდისმონაკვეთში განლაგებული სამსახურების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრისწითელი ხიდისმონაკვეთში განლაგებულ სამსახურებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების გამიჯვნისა და მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე ნავთობსადენის მაგისტრალისა დატრასეკასპროგრამის ამოქმედებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ცნობად ქვემო ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის . მამალაძის ინფორმაცია.

2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (. ადეიშვილი), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (. ჯორბენაძე), ფინანსთა სამინისტრომ (. ჭკუასელი), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (. გულუა), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (. ჩხეიძე), საბაჟო დეპარტამენტმა (. აბულაძე), საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (. სარალიძე) საკონტროლო-გამტარ პუნქტზეწითელი ხიდიერთ თვეში უზრუნველყონსაქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა შესრულება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (. მენაღარიშვილი) განახორციელოს ღონისძიებები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი ორმხრივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის დასაჩქარებლად.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საბაჟო დეპარტამენტმა, კანონით განსაზღვრულ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ სამსახურებთან ერთად დროებით, საზღვრის დელიმიტაციის დამთავრებამდე, შეიმუშაონ საქართველოდან ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეჟიმით გაფორმებული ტვირთების გადაადგილების გაკონტროლების მექანიზმი საბაჟო საგუშაგოწითელი ხიდიდანსახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამტარ პუნქტამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფიქტიური ექსპორტი და რეექსპორტი.

5. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჩქაროს ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ხრამზე, „წითელი ხიდისმიმდებარე ტერიტორიაზე.

6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელონ სათანადო ღონისძიებებიწითელი ხიდისმონაკვეთზე სასაზღვრო და საბაჟო გამტარი პუნქტების შემოვლითი გზების კონტროლის გასაძლიერებლად.

. შევარდნაძე