"საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 926
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020060.08.002.016065
  • Word
926
16/11/2010
სსმ, 151, 18/11/2010
190020060.08.002.016065
"საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 926

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს 326 ბრანებულებავლილებების ეტანის ესაებ

 

1. „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს 326 ბრანებულების (სსმ III, 2001 ., 92, მუ. 662) პირველი პუნტით დამტკიებულ დებულებაეტანილ იეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმა – კონკრეტული საქონლის განაწილების გეგმა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) ამ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად.;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი და „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის განცხადება საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით;”;

ბ.ბ) პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ამ მუხლის პირვლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა აღნიშნოს განცხადებაში. ამასთან, თუ საქონელი ექვემდებარება განაწილებას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმაც.”;

ბ.გ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „უფლებამოსილ ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით: „შემოსავლების სამსახურს”;

ბ.დ) მე-3 პუნქტში სიტყვები: „უფლებამოსილი ორგანო” შეიცვალოს სიტყვბით: შემოსავლების სამსახური”;

გ) 21 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები: უფლებამოსილ ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით: „შემოსავლების სამსახურს”;

დ) მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. შემოსავლების სამსახური ამ დებულებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

2. შემოსავლების სამსახური აღრიცხავს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს. სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, საიმპორტო საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარულ დღეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ანგარიში ჰუმანიტარული სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების შესახებ (თუ საქონელი ექვემდებარებოდა განაწილებას). იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს ყოველი თვის 10 რიცხვამდე წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიში (თითოეული გვერდი) ხელმოწერილი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ.

    მუხლი 4

1. შემოსავლების სამსახური ახდენს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების მონიტორინგს, რაც მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ანგარიშის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილება (განაწილების წინასწარი გეგმის შესაბამისად), ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშის წარდგენის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს განმარტება დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და შეუთანხმოს გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებები.

3. შემოსავლების სამსახური განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განმარტებას და გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებებს და განმარტების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული განმარტების ან ანგარიშების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების წინასწარი განაწილების გეგმის შეუსაბამოდ განაწილების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების თაობაზე.

5. შემოსავლების სამსახური ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს აუქმებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზეც, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სტატუსის გაუქმების მიზეზები.

6. საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ამ დებულების 21 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას უქმდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და საქონელი იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საქონელი, რომელსაც მიენიჭება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.”;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი და „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების განცხადება;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები: „უფლებამოსილ ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით: „შემოსავლების სამსახურს”;

ე.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

4. გრანტის მიმღების განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრანტის სტატუსის გაუქმების მიზეზები, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გაუქმების თაობაზე.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი