საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საავიაციო ფილიალის შექმნის თაობაზე

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საავიაციო ფილიალის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.000.
  • Word
198
18/04/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
120.340.000.05.002.000.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საავიაციო ფილიალის შექმნის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №198

1997 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საავიაციო ფილიალის შექმნის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის ავიაციის ოფიცერთა პროფესიული კადრების მომზადების მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სავიაციო ფაკულტეტი, გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ფილიალის სტატუსით, საადაც ცვლადი შემადგელნობა ყოველ კურსზე განისაზღვროს 60 კაცით.

მსმენელთა სწავლება აღნიშნულ ფაკულტეტზე დაწყოს 1997-1998 სასწავლო წლიდან. ამავე ფაკულტეტმა ერთროულად მოამზადოს საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტთაგან რეზერვის  ოფიცრები, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტმა გადაურიცხოს მას შესაბამისი ფულადი სახსრები.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის შტატი დროულად დააკომპლექტოს იგი გამოცდილი ოფიცერ-მასწავლებლებით, ერთ თვეში დაამუშაოს ფაკულტეტის დებულება და სასწავლო პროგრამები, განსაზღვროს საჭირო სამხედრო სპეციალობები, განახორციელოს აბიტურიენტთა შერჩევა წვევამდელი ახალგაზრდებისაგან მფრინავებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მსმენელთა განთავსება, მათი საფრენოსნო-ტექნიკური პრაქტიკის მატერიალურ-ტექნიკური, აგრეთვე ყველა სხვა სახის კმაყოფითი უზრუნველყოფა განსაზღვრული ნორმების მიხედვით.

სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს თავდაცვის სამინისტოს საერთო დაფინასების ფარგლებში.

3. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (რ. ხუროძე) და საავიაციო ინსტიტუტმა (ს. ტეფნაძე) სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად გამოყონ სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭირო რაოდენობის პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა შრომა აანაზაღაუროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები სამხედრო-სავიაციო ფალკუტეტის განთავსებისათვის, სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის.

ე. შევარდნაძე