„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №-11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 25/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.131.016008
  • Word
18
08/11/2010
სსმ, 55, 25/11/2010
330130000.35.131.016008
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №-11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 8 ნოემბერი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი ) და პირობების განსაზღვრის შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი ) და პირობების განსაზღვრის შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №11დადგენილებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

ა.პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 ბ. მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა) ზღვის სანაპიროდან 1000-მეტრიან ზოლში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

 ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100- მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

გ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                  ნ. ბერაძე