„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 842
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230020020.22.033.016050
  • Word
842
11/11/2010
სსმ, 147, 11/11/2010
230020020.22.033.016050
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №842

2010 წლის 11 ნოემბერი   

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით    (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2323) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  მოწმობის გამოწერა (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა).“

2. მე-4 მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების  საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11–12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

„11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა გაიზრდება არა უმეტეს 20 კალენდარული დღით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო  დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

6. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო  საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო  ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

8. მე-11 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.“.

9. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32–34 პუნქტები:

„32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:

ა)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

33. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.

34. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი