"სახელმწიფო პროგრამა" განახლებადი ენერგია 2008" _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო პროგრამა" განახლებადი ენერგია 2008" _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.016065
  • Word
334
03/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
300280020.10.003.016065
"სახელმწიფო პროგრამა" განახლებადი ენერგია 2008" _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 334

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა განახლებადი ენერგია 2008 – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის 107 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა განახლებადი ენერგია 2008 – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის 107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2008 წელი, 61, მუხლი 696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

81. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებული პირი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენისას ელექტროსადგურის მშენებლობის ვადების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს დალუქული კონვერტის სახით. აღნიშნული კონვერტი იხსნება ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადების განხილვის დღეს, რომელზეც დასწრების უფლება აქვთ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირებს..

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ამ წესის მე-8 პუნქტში მოცემული განაცხად(ებ)ის მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში ენერგეტიკის სამინისტრო იხილავს წარდგენილ განაცხად(ებ), კერძოდ, სრულად შეესაბამება თუ არა იგი ინტერესთა გამოხატვით მოთხოვნილ მონაცემებს, პირობებსა და კრიტერიუმებს. ენერგეტიკის სამინისტრო იმ პირ(ებ), რომლის განაცხად(ებ)იც აკმაყოფილებს ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნებს, განუსაზღვრავს საბანკო გარანტიის წარდგენის ვადასშეტყობინების მიღებიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა. მე-7 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნილი საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო განაცხად(ებ) გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას..

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

101. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნებს, უფლებამოსილია საბანკო გარანტია წარადგინოს დალუქული კონვერტის სახით. აღნიშნული კონვერტი იხსნება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ და მასზე დასწრების უფლება აქვთ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირებს..

4. 23- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23. ეს წესი არ ვრცელდება 100 მეგავატი და მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, 100 მეგავატი და მეტი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების კასკადებზე, აგრეთვე 100 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, რომლებიც არ არის შეტანილი განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში..

5. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:

231. პირი, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ ადგილზე (მიწაზე) ან მის ნაწილზე ელექტროსადგურის (რომელიც არ არის შეტანილი განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში) მშენებლობის მიზანშეწონილობის შესწავლა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი შეტყობინება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური სიმძლავრე:

) არ აღემატება 100 მეგავატს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების მიზნით, პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს შეთანხმება, ან შეიტანოს იგი განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში;

) აღემატება 100 მეგავატს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების მიზნით, პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს შეთანხმება, ან გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა და განსაზღვროს ინტერესთა გამოხატვის პირობები და წესი..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური