დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ

  • Word
დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 450.100.000.05.002.000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
508
11/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
450.100.000.05.002.000
დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/1996 - 16/09/1996)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №508

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ

გამოჩენილი ქართველი მომღერლისა და პედაგოგის დავით ანდღულაძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით:

1. დაწესდეს, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ საქართველოში გაიმართოს დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა საერთაშორისო კონკურსი.

2. მიღებულ იქნეს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის წინადადება და დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართოს 1996 წლის 20-26 სექტემბერს ქ. ბათუმში.

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. იაკობიძე) კონკურსის მოსაწყობად საქართველოს კულტურის სამინისტროს 1996 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გამოუყოს 37.500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი.

4. ეთხოვოთ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სათანადოდ გააშუქონ დავით ანდღულაძის სახელობის ტენორთა პირველი საერთაშორისო კონკურსისათვის მზადება და მისი მიმდინარეობა.

ე. შევარდნაძე