შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 270.220.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
506
11/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
270.220.000.05.002.000.
შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/1996 - 14/04/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №506

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა- ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული შრომითი რესურსების მაჩვენებლები სრულად ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს. აგრეთვე, ქვეყანაში უმუშევრობის რეალურ დონეს ვერ ასახავს შრომის ბირჟებზე ამჟამად რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რიცხოვნობაც.

დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებეთა სრულად აღრიცხვას აფერხებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში საწარმოებსა და დაწესებულებეში საკონტაქ ო და სხვა სახის შრომითი ხელშეკრულებების ფორმების დანერგვისას უგულებელყოფილ იქნა შრომის წიგნაკების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს თითოეული მოქალაქის შრომითი საქმიანობის სრულყოფილად ასახვის, სამუშაო ძალის დამქირავებლებთან და დასაქმების სამსახურებთან ურთიერთობის, აგრეთვე ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის და პენსიის დანიშვნისათვის უმთავრეს დოკუმენტს.

უახლოეს მომავალში ახალი ტიპის საწარმოების შექმნა, პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის ახალი პროფესიებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების მოთხოვნას, რაც განაპირობებს კადრების მასობრივი მომზადებისა და გადამზადების სისტემის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას.

დასაქმებულთა აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფისა და შრომითი რესურსების რეალური პოტენციალის გამოვლენის მიზნით:

1. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), საგადასახადო ინსპექციამ (დ. სალარიძე), სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელიწიფო დეპარტამენტმა (ლ. გიგინეიშვილი) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელების უშუალო მონაწილეობით 1996 წლის სექტემბერში ყველა ქალაქსა და რაიონში მოაწყოს შრომითი რესურსების აღრიცხვა-ანგარიშგება.

ღონისძიბების უმთავრესი მიზანია დადგინდეს შრომითი რესურსების საბაზისო მაჩვენებლები მოცემული მომენტისათვის, დასაქმებული და დაუსაქმებებლი მოქალაქეების რაოდენობა ასაკის, სქესის, განათლების, პროფესიის, კვალიფიკაცის, დარგების მითითებით.

ამავე პერიოდში პარალელურად განხორციელდეს არსებული სამუშაო ადგილების ატესტაცია-ინვენტარიზაცია დარგების მიხედვით, დასაქმებული და იმ დროისათვის თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის ჩვენებით.

ამასთან, მუნიციპალურმა ორგანოებმა, საწარმოებმა, ორგანიზაციებმა, შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა წარმოადგინონ 1997-2000 წლებში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობის პროგნოზი სათანადო რესურსების პროფესიისა და კვალიფიკაციის განსაზღვრით.

2. შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარ შგების სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია თანდართული შემადგენლობით.

საქალაქო და რაიონულ დონეზე ამ ღონისძიების ორგანიზებულად მოწყობის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნას კომისიები ქალაქების მერიების, რაიონების გამგეობის თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით და დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლების შემადგენლობით.

3. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) საქართველოს 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტით დამტკიცებული სახსრების ფარგლებში უზრუნველყოს, რომ აგვისტოში დამზადდეს, დატირაჟდეს და გადაეცეთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საკმარისი რაოდენობის შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები, ამასთან მიაწოდოს მას საინსტრუქციო მასალები.

4. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინიტრომ (თ.გაზდელიანი) იუსტიციის სამინისტროსთან (თ. ნინიძე) ერთად ახალი შრომის კანონთა კოდექსის მიღების შემდეგ შეიმუშაოს საქართველოს მოქალაქის ერთიანი შრომის წიგნაკის ახალი ნიმუში.

შრომის წიგნაკების ახალი ნიმუშის დამზადება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მისი რეალიზაციისაგან მიღებული თანხა დაუბრუნდეს ბიუჯეტს.

სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) იუსტიციის სამინისტროსთან (თ. ნინიძე) ერთად შეიმუშაოს შრომის წიგნაკების ახალი ნიმუშის გაცემისა და გამოყენების წესი.

5. მასალების კომპიუტერული დამუშავების შედეგების საფუძველზე სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) ეკონომიკის სამინისტროსა (ვ. პაპავა) და განათლების სამინისტროსთან (თ. კვაჭანტირაძე) ერთად შეიმუშაოს და მიმდინარე წლის ოქტომბერში წარმოადგინოს 1997 – 2000 წლებში მოსახლეობის დასაქმების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელშიც აისახოს ახალი პროფესიებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების მასობრივი მომზადებისა და გადამზადების სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.

ქალაქებსა და რაიონებში მომზადება-გადამზადების პროცესის კოორდინაციისა და მაღალ დონეზე ორგანიზაციისათვის 1997 – 2000 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შეიქმნას ტრენინგ-ცენტრები.

6. ბრძანებულების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი დაევალოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური დაცვის სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილებას (ვ. ბერიძე).

ე. შევარდნაძე

დანართი

შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე

მანონი ხაჩიძე – დასაქმების სახელმწიფო ფონდის გენრალური დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ლერი გიგინეიშვილი – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

დავით სალარიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი

თემურ ფიფია – საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი

ბადრი შოშიტაიშვილი – ქ. თბილისის მერი

ოთარ ხუფენია – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარე.