,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

  • Word
,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.000.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
394
17/06/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
480.000.000.05.002.000.
,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/06/1996 - 25/03/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №394

1996 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

საქართველოს მონაწილეობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამაში აქვს როგორც პრაქტიკული, ისე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ფართომასშტაბიან მონაწილეობას სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებში. საქართველოსთვის ეს არის რეალური შანსი, რომ აამაღლოს არა მარტო თავის სამხედრო ძალების პროფესიონალიზმი, არამედ საერთაშორისო პრესტიჟიც. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ ღონისძიებათა დროულ შესრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის გააქტიურებისა და სრულყოფის მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე) და საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) შეადგინონ კონკრუტული გეგმა, რომელშიც აღნიშნული იქნება „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით გათვალისწინებული სამხედრო წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის დრო და ადგილი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე) შეადგინოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით გათვალისწინებული სამხედრო წვრთნებისა და სხვა ღონისძიებებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციის შესაძლებლობათა ამსახველი გეგმა, რომელიც უკვე კონკრეტულ სტრუქტურასთან, სამხედრო შენაერთებთან და ნაწილებთან იქნება დაკავშირებული.

3. საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამა განხორციელდეს საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის პროგრამის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (ვ. ნადიბაიძე) და საგარეო საქმეთა სამინისტროში (ი. მენაღარიშვილი) შემუშავდეს იმ ღონისძიებათა გეგმა, რომლებშიც მონაწილეობა საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და რომლებზეც მოწვევა მიღებული არის.

5. ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალურ პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სასაზღვრო და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა.

6. „პარტნოირობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა კოორდინაციისათვის შეიქმნას საკოორდინაციო სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ აბაშიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებთან და ევროკავშირთან

რევაზ ადამია – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ნუგზარ ბაბუციძე – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა განყოფილების უფროსი

გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

არჩილ გეგეშიძე – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის ჯგუფის უფროსი,

ნოდარ თათარაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი

ზურაბ ლომაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

გურამ რეხვიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

7. დაევალოს კომისის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობის, პირობების, რესურსებისა და მექანიზმის შესწავლა, აგრეთვე საქართველოსათვის ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შემუშავება და მისი შემდგომი რეალიზაციის კოორდინაცია.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის №75 და 1995 წლის 30 მაისის №65 განკარგულებები.

ე. შევარდნაძე