"სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3756-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 05/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 26003000005001016059
  • Word
3756-IIს
26/10/2010
სსმ, 62, 05/11/2010
26003000005001016059
"სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) – საქართველოს მთავრობასთან შექმნილი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობის განვითარებას და კოორდინაციას;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა აუდიტის სუბიექტი ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს საბჭოსთან კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა აუდიტის სუბიექტი უფლებამოსილია დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:

ა) შესაბამისობის აუდიტი;

ბ) ოპერაციული აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. შიდა აუდიტი ხორციელდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით.

42. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან კომპლექსური აუდიტის ფორმით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. დაწესებულების ხელმძღვანელმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“.

6. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამზადებს და დაწესებულების ხელმძღვანელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;“;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულმა დაწესებულებამ საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არსებული მდგომარეობისა და დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარი სისტემა.

3. საბჭო საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტრუქციას ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესებისა და პროცედურების შესახებ.“.

9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ფინანსური მართვისა და კონტროლის შესახებ ანგარიშის წარდგენა

დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის უფროსი პასუხისმგებელია საბჭოსთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის.“.

11. 27-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.“.

12. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელსა და საბჭოს.“.

13. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. საბჭო

1. შიდა აუდიტის კოორდინირებასა და ჰარმონიზებას, აგრეთვე ფინანსურ მართვასა და კონტროლს უზრუნველყოფს საბჭო ამ მუხლით გათვალისწინებული სამდივნოს მეშვეობით. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. საბჭო უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის განახლებას;

ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას;

გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის სრულყოფას;

დ) სახელმწიფო შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სფეროში შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფას;

ე) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და კოორდინაციას;

ვ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ ფინანსური კონტროლისა და მართვის სისტემის, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის და სახელმძღვანელო წესების შესრულების შეფასებას წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით.

3. საბჭოს შემადგენლობა, მისი საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, მისი ფუნქციები, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საბჭოს დებულებით.

4. საბჭოში იქმნება სამდივნო. საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – აგრეთვე სხვა პირები. საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). საბჭოს სამდივნოს უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

14. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციისთანავე.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას.“.

    მუხლი 2

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაცია.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტები (გარდა მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აქტებისა) ძალაშია შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-14 პუნქტებისა, მე-15 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-14 პუნქტები, მე-15 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

3756–II