"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3753-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 05/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.016057
  • Word
3753-IIს
26/10/2010
სსმ, 62, 05/11/2010
240000000.05.001.016057
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით. დეპოზიტზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე აღნიშნული თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.“;

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საწარმოს რეორგანიზაციისას სავალდებულოა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შედარების აქტის წარდგენა. თუ შედარების აქტიდან დგინდება საგადასახადო ორგანოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა, ეს არის საწარმოს რეორგანიზაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია, ან საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი, ანდა არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა დავალიანების მქონე საწარმოს რეორგანიზაციაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

3753–II