ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის მოწესრიგების შესახებ

  • Word
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.000.
  • Word
304
03/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
300.390.000.05.002.000.
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №304

1996 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის მოწესრიგების შესახებ

მაშინ როცა რესპუბლიკა უსახსრობის გამო ვერ იძენს ბუნებრივ გაზს და ახდენს მხოლოდ მის ტრანსპორტირებას სომხეთისათვის, ყაზბეგის რაიონის ორგანიზაცია-დაწესებულებები და მოსახლეობა თვითნებურად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოიხმარს გაზს, რაც უკიდურესად ართულებს გაზიფიკაციის სისტემის ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას. რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის დიდი ნაწილი გამოიყენება კერძო სათბურებში, რომელთა რაოდენობამ რაიონში 450-ს, ხოლო მათმა საერთო გასათბობმა ფართობმა 120 ათას კვადრატულ მეტრს გადაამეტა.

სათანადო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულმა ზომებმა რაიონის გაზმომარაგებისა და საფასურის გადახდის მოწესრიგების საკითხში ვერ გამოიღო სასურველი შედეგი, რის გამოც გაზის თვითნებური მოხმარება დღემდე გრძელდება. შედეგად მოხმარებული აუნაზღაურებელი გაზის რაოდენობამ 40 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა, რომლის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგების მოწესრიგებისა და არგადახდებით გამოწვეული ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების მიზნით:

1. შეიქმნას დროებითი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი ბურდული – ყაზბეგის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე

გრიგოლ გოგავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი

ჯემალ გახოკიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ელიაშვილი – სახელმწიფო კომპანია „საქგაზის“ პრეზიდენტი

ივანე ზაზაშვილი – სააქციო საზოგადოება „ტრანსგაზის“ გენერალური დირექტორი

ოთარ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

გრიგოლ კვერნაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თამაზ ლომაძე – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური კონტროლის პალატის თავმჯდომარე

შალვა ობგაიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში

ვახტანგ ფარესიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

თემურ ფიფია – საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი

ალექსანდრე შუშანაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

2. დაევალოს დროებით კომისიას შეისწავლოს ყაზბეგის რაიონის ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები იმის გათვალისწინებით, რომ:

– უკვე მოხმარებული ბუნებრივი გაზის ანგარიშსწორებისას მხედველობაში იქნეს მიღებული მათთვის შესაძლო შეღავათების გაწევა;

– ბუნებრივი გაზის ერთიანი ტარიფის (ფასის) დაწესებისას განხილულ იქნეს ფასიდან სატრანზიტო გადასახადის ამოღების შესაძლებლობა საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, გათბობისა და სასათბურე მეურნეობის გარდა.

3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უწყებისა და ორგანიზაციისათვის.

4. ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხსენდეს ერთ კვირაში.

ე. შევარდნაძე