საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 12/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014477
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25/2010
11/04/2010
სსმ, 38, 12/04/2010
010210010.15.008.014477
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/04/2010 - 21/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.477

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 25/2010

2010 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების; მე-18 მუხლის 53 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს თანდართული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი­სამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდა­რული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                             ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                       გ. მჭედლიძე

 

 დანართი

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა

 

სახელმძღვანელო ინსტრუქცია

 

2010 წელი

 

თავი I

საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგელობა

საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს არჩევნების კანონიერად ჩატარებას, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობას, ამომრჩეველთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა უფლებების დაცვას (მუხლი 38).

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისგან. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები (მუხლი 26.2, მუხლი 37).

 

 საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან

 6 წევრს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია

7 წევრს ნიშნავენ შემდეგი პარტიები:

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’(1 წევრი)

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’ (1 წევრი)

,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია’’ (1 წევრი)

,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’(1 წევრი)

,,ჩვენ თვითონ’’(1 წევრი)

,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ (1 წევრი)

,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა’ (1 წევრი)

 

საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსს. რაიმე ზემოქმედება საარჩევნო კომისიის წევრზე ან მის საქმიანობაში ჩარევა, აკრძალულია და ისჯება კანონით (მუხლი 19.3).

 

საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე (მუხლი 20.2).

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე (მუხლი 21.5).

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილება

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 39.1):

 

·   ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

·   უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

·   იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა

     და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

·   პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმების, საკონტროლო ფურცლისა და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

·   საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

·   კენჭისყრის დღეს, ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

·   პასუხისმგებელია, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე;

·   ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

·   კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო დოკუმენტაციას;

·   ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მუხლი 39.2):

· ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

· საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

 

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი (მუხლი 39.3):

· ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

· ახორციელებს საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და აღრიცხვა-რეგისტრაციას;

· ვალდებულია აწარმოოს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

· პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

· ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და თუ საჭიროა – შესწორების ოქმს;

· ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა (მუხლი 39.4)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს (მუხლი 371):

· სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

· საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

· არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

· არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

· საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

· კომისიის წევრის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის

სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

დისციპლინური გადაცდომისათვის, ასევე საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

·   შენიშვნა;

·   გაფრთხილება;

·   ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

·   უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს

დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

თავი II

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევის მიზნით იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა (მუხლი 20.4).

სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (არანაკლებ 7 წევრი).

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი (მუხლი 221.6).

საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ ორ წევრს უფლება აქვს დაასახელოს თავმჯდომარის/მოადგილის კანდიდატურა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს თავმჯდომარის/მოადგილის თითოეულ კანდიდატურას თანმიმდევრობით. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ირჩევა სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (მუხლი 221.1).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურა სახელდება მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრთა შემადგენლობიდან და ირჩევა ამავე შემადგენლობის დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით. იმ შემთხვევაში, თუ არჩევის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს მთლიანი კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით (მუხლი 221.23).

თუ პარტიების მიერ დანიშნული უფლებამოსილი კომისიის წევრების მიერ არ იქნა დასახელებული საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არცერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა მთლიანი კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურას დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს (მუხლი 221.25).

ერთი და იმავე კანდიდატის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიამ ვერ აირჩია კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე მათ მოვალეობას შეასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში ჩატარდება წილისყრა. (მუხლი 221.24).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებებით. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე და ასევე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მდივნის არჩევის შესახებ, აღნიშნული თანამდებობის პირების მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

საუბნო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს კომისიის მუშაობის ორგანიზაციული საკითხები: კომისიის თავმჯდომარის წინადადებები საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის განაწილებისა და დავალების შესრულების შესახებ; აგრეთვე ყოველდღიური მუშაობის გრაფიკი.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომების გამართვა

საუბნო საარჩევნო კომისია განსაზღვრავს სხდომების პერიოდულობას. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით, მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (მუხლი 22.4).

კომისიის მდივანმა საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას განცხადება სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა (მუხლი 67). საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:

Ö შესაბამისი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;

Ö ცესკოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს;

Ö საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;

Ö საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო წარმომადგენელს;

Ö პრესისა და მასობრივი ინფორმაციის აკრედიტირებულ წარმომადგენლებს.

წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი პირი გააძევოს სხდომის დარბაზიდან, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში (მუხლი 67).

სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მუხლი 22.6).

კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით

სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე (მუხლი 22.5). თუ საუბნო საარჩევნო კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი (მუხლი 221.6).

კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. დღის წესრიგში საკითხის დამატებაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, მუხლი 6.4 და 6.6).

კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, მუხლი 7.6).

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, მუხლი 6.11).

 

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში. კომისიის მდივანი ოქმს აფორმებს სხდომის მომდევნო დღის 18 საათამდე (მუხლი 22.10, 22.11). სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, მუხლი 6.8 და 6.9).

საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ აქვს უფლება, რომ თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებas.

ოქმები ფორმდება სხდომების მიმდინარეობის ჩანაწერის და სხვა მასალების საფუძველზე, რომლებიც მომზადდა სხდომებისთვის (მოხსენებების, გამოსვლების ტექსტები, განცხადებები, განკარგულების პროექტები, დღის წესრიგი, დამსწრეთა სია და სხვ.).

ოქმების ტექსტის შედგენისას გამოიყენება მესამე პირის მრავლობითი რიცხვი (მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს), გამომსვლელთა შინაარსი გადმოიცემა მესამე პირით მხოლობით რიცხვში.

ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან. შესავალ ნაწილში შეივსება შემდეგი რეკვიზიტები: თავმჯდომარე; მდივანი; ესწრებოდნენ; დღის წესრიგი.

ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. თითოეული განაყოფის ტექსტი აიგება შემდეგი სქემის მიხედვით: მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, დაადგინეს (გადაწყვიტეს). მოხსენებებისა და გამოსვლების ძირითადი შინაარსი შეიტანება ოქმის ტექსტში. თუ მოხსენებებისა და გამოსვლების ტექსტები ერთვის ოქმს, ამ შემთხვევაში გამოიყენება ოქმის მოკლე ფორმა. კომისიის მიერ დამტკიცებული განკარგულება ერთვის ოქმს. განსხვავებული აზრი ოქმში ჩაიწერება ძირითადი ნაწილის შემდეგ.

ოქმები ინომრება რიგითი ნომრებით კალენდარული წლის ფარგლებში.

G განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს კენჭისყრის დღე, როდესაც მთელი საარჩევნო პროცესი განიხილება როგორც კომისიის სხდომა; შესაბამისად კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი წარმოადგენს ერთგვარ კომისიის სხდომის ოქმს.

თავი III

საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი

დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების და რეგისტრაციის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიას პირველი სხდომის დღეს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია დანომრილ, ზონარგაყრილ და ბეჭედდასმულ მდგომარეობაში.

სარეგისტრაციო ჟურნალი დაყოფილია ორ ნაწილად: შემოსული და გასული დოკუმენტაცია.

 

I. შემოსული დოკუმენტაცია

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის/განცხადების შემოსვლისას დაარეგისტრიროს შემოსული დოკუმენტი. სარეგისტრაციო ჟურნალში მიეთითება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: შემოსული დოკუმენტაცია კლასიფიცირდება ნომრით “01” და ინომრება შემოსვლის რიგითობით, უწყვეტი თანმიმდევრობით, მაგ. 01/01, 01/02, 01/03 ა.შ. სარეგისტრაციო ჟურნალში ასევე მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და დრო, განმცხადებელი ორგანიზაციის დასახელება, დოკუმენტის შინაარსი (რომელშიც ასევე მიეთითება ფურცლების რაოდენობა) და განმცხადებელი (დოკუმენტის შემომტანი) პირის ხელმოწერა.

კომისიის პირველი შეკრების დღიდან არჩევნების დასრულებამდე საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 10:00-დან 20:00-მდე (მუხლი 77.14).

დოკუმენტის მიღების დასტურად, კომისიის მდივანი განმცხადებელს გადასცემს ცნობას, რომელშიც მიეთითება განცხადების მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე, ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის მდივანმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც საკუთარი რეზოლუციით ანაწილებს მათ კომისიის ცალკეულ წევრებზე და მიუთითებს შესრულების კონკრეტულ ვადებს. მითითება რეზოლუციის ფორმით შეიცავს შემსრულებლის გვარს, დავალების შინაარსს, შესრულების ვადას. რეზოლუცია უნდა იქნეს ხელმოწერილი და დათარიღებული.

კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში ზუსტად მიუთითოს, თუ რომელ პირს დაევალა ამა თუ იმ დოკუმენტზე რეაგირება. სარეგისტრაციო ჟურნალში შეტანის შემდეგ, კომისიის მდივანი რეზოლუციების შესაბამისად გადასცემს დოკუმენტაციას შესაბამის შემსრულებელ პირებს. კომისიის თავმჯდომარე აკონტროლებს რეზოლუციებში მითითებული ვადების დაცვას და კომისიის წევრთა დროულ და ეფექტურ საქმიანობას. ამ მიზნით, იგი უფლებამოსილია ერთიდაიგივე დავალების შესრულება დააკისროს რამდენიმე წევრს ერთობლივად.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი განკარგულება (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი, მუხლი 8.8).

გამონაკლისს წარმოადგენს კენჭისყრის დღე, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს განცხადებაზე რეაგირება და თუ დარღვევა დადასტურდა, აღმოფხვრას იგი.

 

II. გასული დოკუმენტაცია

საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. არჩევნების შესახებ ინფორმაციისა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემა სავალდებულოა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. კომისიაში არსებული დოკუმენტის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადასაღებად საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის ასლის გაცემა დაარეგისტრიროს სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მიეთითება გასული დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: გასული დოკუმენტაცია კლასიფიცირდება ნომრით “02” და ინომრება გაცემის რიგითობით, უწყვეტი თანმიმდევრობით, მაგ. 02/01, 02/02, 02/03 ა.შ.; სარეგისტრაციო ჟურნალში ასევე მიეთითება დოკუმენტის გაცემის თარიღი და დრო, მიმღები ორგანიზაციის დასახელება, დოკუმენტის შინარსი (მაგ. მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმი და ფურცლების რაოდენობა), დოკუმენტის მიმღები პირის (გამტანის) ხელმოწერა.

სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა

სარეგისტრაციო ჟურნალი იხსნება ყოველდღე და იხურება ყოველი დღის 18 საათზე. კომისიის მდივანი ჟურნალში (შემოსული/გასული) უკანასკნელი ჩანაწერის შემდეგ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია“, მიუთითებს თარიღს, ზუსტ დროს და მოაწერს ხელს.

ყოველი დღის 18:00 საათზე სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში, კომისიის მდივანი ვალდებულია გახსნას სარეგისტრაციო ჟურნალი, დაარეგისტრიროს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრები 20:00 საათამდე და ისევ დახუროს ყველა პროცედურის დაცვით.

კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების მერე სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თავი IV

სამართლებრივი აქტები

 

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტს და გასაცნობად წარუდგენს კომისიის წევრებს.

კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს

სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (5 წევრი) (მუხლი 22.7, მუხლი 25.4). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა (მუხლი 22.8).

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება ხელმოწერისთანავე უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი).

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (მუხლი 25.4).

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გამოიცეს:

· საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის თანამდებობაზე არჩევის შესახებ (მიიღება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით) (მუხლი 221.1);

· საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ (მუხლი 21.12);

· სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაციის მოთხოვნის შესახებ (მუხლი 49.4);

· საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კენჭისყრის შენობის დროებითი ჩაკეტვის/კენჭისყრის შეჩერების ან კენჭისყრის შენობის გახსნის/კენჭისყრის გაგრძელების შესახებ განკარგულების დადასტურების ან გაუქმების შესახებ (მუხლი 51.4, მუხლი 51.5);

· კენჭისყრის შეწყვეტის და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ (მუხლი 51.5);

· საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესის შეჩერების შემთხვევაში, საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ (მუხლი 58.7);

· კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის გაგრძელების შესახებ  – თუ კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა (მუხლი 61.2);

· საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხის დასმის შესახებ (მიიღება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით) (მუხლი 38.2.ე);

· ხმების დათვლის დროს საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვისა და საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შესახებ (1) საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის, (2) საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არარსებობის ან განსხვავების გამოვლენის, გადასატან აარჩევნო ყუთში არსებული  ონვერტების და სიის დანართში ხელმოწერების განსხვავებული რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევებში (მუხლი 61).

· განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში;

· განცხადება/საჩივრის ანხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც გამოიცემა:

· თავმჯდომარის მოადგილესთვის კომისიის თავმჯდომარის ცალკეული უფლებამოსილებების განხორციელების დავალების შესახებ (განკარგულებით ზუსტად განისაზღვრება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა) (მუხლი 39.1.ე), მუხლი 39.2.ბ));

· კენჭისყრის შენობის დროებითი ჩაკეტვის/კენჭისყრის შეჩერების ან კენჭისყრის შენობის გახსნის/კენჭისყრის გაგრძელების შესახებ (მუხლი 51.4, მუხლი 51.5);

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 25.4).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ხელმოწერისთანავე უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი).

სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია

კომისიის მდივანი განკარგულებას ანიჭებს ნომერს (ინომრება მიღების რიგითობით, უწყვეტი თანმიმდევრობით კალენდარული წლის ფარგლებში, მაგ. 01/2008, 02/2008 ა.შ.) და ატარებს რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალის “შემოსული დოკუმენტაციის” ნაწილში (სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება ისევე, როგორც შემოსულ დოკუმენტაციას); სარეგისტრაციო ჟურნალში გრაფაში „შინაარსი” მიეთითება განკარგულების დასახელება და მისი ნომერი, განკარგულების მიღების თარიღი და დრო, დოკუმენტის დასახელება; მდივანი ხელს მოაწერს გრაფაში “შემომტანის ხელმოწერა”

თავი V

ამომრჩეველთა სიები

 

ამომრჩეველთა ერთიანი სია (მუხლი 9)

საუბნო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს პირველი შეკრების დღისა საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის 2 ეგზემპლარს: საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიებს. საუბნო საარჩევნო კომისიამ საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია, დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას და ამომრჩეველს უფლება აქვთ, რომ გაეცნონ საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილებების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.

საუბნო საარჩევნო კომისიამ სიებთან დაკავშირებული შემოსული განცხადებები დაუყოვნებლივ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, უნდა გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც განიხილავს შემოსულ განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიამ განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადასცეს განმცხადებელს.

საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი. საუბნო საარჩევნო კომისიამ საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საქართველოს პარლამენტის შეუალედური არჩევნებისას სამხედრო შენაერთში მყოფ ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ნაცვლად), რისთვისაც ის მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 10.11).

ამომრჩეველთა სპეციალური სია (მუხლი 10)

ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სპეციალურ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს:

· საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ხმას ვერ აძლევენ თავიანთ საარჩევნო უბანში;

· ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან

გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;

· ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში;

· საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

· ამომრჩეველი, რომელიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოვიდა ციხიდან ან გამოეწერა საავადმყოფოდან (მუხლი 9.111). (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო მიემართა საოლქო (ან საუბნო) საარჩევნო კომისიისთვის სიაში ცვლილების შეტანის მიზნით).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის ეგზემპლარებში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” გააკეთოს აღნიშვნა “კომისიის წევრია”, “წინასწარ პატიმრობაშია”, “სამხედრო სამსახურშია”, “საავადმყოფოშია”, “ნაოსნობაშია“ ან “იმყოფება უცხოეთში”); ხოლო გრაფაში “კომისიის წევრის ხელმოწერა” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა უნდა მოაწერონ ხელი.

სპეციალური სიით ხმის მიცემის უფლება

· სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

· სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

· სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში;

· სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს.

· ზემოთ აღნიშნული მუდმივი დისლოკაციისათვის გათვალისწინებული ვადები არ ეხება შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.

ამომრჩეველთა სიის დანართი (მუხლი 11)

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აწარმოებს აღრიცხვას, თუ რომელიმე ამომრჩეველი წერილობითი ან სატელეფონო განცხადებით, კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე, საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით. კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს განცხადების/შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს/ტელეფონის ნომერს. კომისიის მდივანმა სასურველია ამომრჩეველი გააფრთხილოს, რომ ის ხმას მისცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით და საარჩევნო უბანში გამოცხადების შემთხვევაში ხმას ვერ მისცემს. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნა შეუძლია:

?( ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

?( ამომრჩეველს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო უბანში მისვლა);

?(ამომრჩეველს, რომელიც იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეამოწმოს შემოსული განცხადებები და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანოს ამომრჩეველი სიის დანართში, თუ:

· ამომრჩეველი შეყვანილია აღნიშნული საარჩევნო უბნის ერთიან სიაში; და

· ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი განეკუთვნება აღნიშნული საარჩევნო უბნის საზღვრებს (მუხლი 59.7).

განცხადებების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეავსოს სიის დანართის ბლანკი შემოსული განცხადებების საფუძველზე; ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სიის დანართში უნდა შეიყვანოს კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლები. ამ მონაცემს საუბნო საარჩევნო კომისია იღებს საოლქო საარჩევნო კომისიისგან კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (მუხლი 59.3).

საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სიის დანართში შეჰყავთ სპეციალურ სიაში შეყვანილი ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. ასევე ავტომატურად შეჰყავთ სპეციალურ სიაში შეყვანილი ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში.

კომისიის მდივანს სიის დანართში შეაქვს ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ერთიან სიაში, აღნიშნავს მის რიგით ნომერს ერთიან ან სპეციალურ სიაში, ერთიან და სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ მიუთითებს ამომრჩევლის სიის დანართში შეყვანის მიზეზს და ამომრჩევლის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს (სახლის/საავადმყოფოს/ციხის/სამხედრო ნაწილის მისამართს); კომისიის მდივანი ერთიანი ან სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ აკეთებს აღნიშვნას „შეყვანილია დანართში“; ხოლო გრაფაში “კომისიის წევრის ხელმოწერა” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა უნდა მოაწერონ ხელი.

ამომრჩეველთა სიის დანართში გადაყვანილი ამომრჩევლის მონაცემები ერთიან ან სპეციალურ სიებში არ იშლება!

თავი VI

ამომრჩევლის ბარათი

საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩევლისათვის ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე საჯარო ადგილებში სათანადო ინფორმაციის განთავსებით, ამომრჩევლებისათვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა (27 მაისი. 2010 წელი) (მუხლი 14. მუხლი 51.2).

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა (27 მაისი. 2010 წლი) გადასცეს ამომრჩევლის ბარათი (მუხლი 14).

საუბნო საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიიდან იღებს დაბეჭდილ ამომრჩეველთა ბარათებს, რომელშიც მითითებულია:

·   კენჭისყრის თარიღი და დრო;

·   სარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

·   კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

·   ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

·   ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

·   ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

·   ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო

კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ადგენენ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების გეგმას და კომისიის წევრებს აცნობენ ბარათების დარიგების განრიგს.

ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

ამომრჩევლის ის ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგდა ამომრჩევლებს მითითებული მისამართების მიხედვით, კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს.

თავი VII

საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის და საარჩევნო ინვენტარის მიღება

 

საუბნო საარჩევნო კომისია, კენჭისყრისთვის მზადების და კენჭისყრის ჩასატარებლად, საოლქო საარჩევნო კომისიიდან იღებს საარჩევნო დოკუმენტაციას, საარჩევნო ინვენტარს და სხვა დამხმარე მასალას (მუხლი 34.2.ნ)):

Ø საკანონმდებლო მასალები: საარჩევნო კოდექსი, საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი;

Øსაარჩევნო დოკუმენტაცია:

· საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი;

· საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმობები;

·   ამომრჩეველთა ერთიანი სია;

·   ამომრჩეველთა სპეციალური სია;

·   ამომრჩეველთა სიის დანართის ბლანკი;

·   ამომრჩეველთა ბარათები;

·   საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები;

·   სპეციალური კონვერტები;

·   კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

·   საკონტროლო ფურცლები;

·   კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და „შესწორების ოქმის” ფორმები;

·   სადემონსტრაციო ოქმები;

 

საარჩევნო ინვენტარი

· ძირითადი და გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები;

· საარჩევნო ყუთების ლუქები;

· კენჭისყრის კაბინები და კაბინის ფარდა;

· მარკირების სითხე და მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ხელსაწყო (ულტრაიისფერი ფარანი);

· საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი;

· რეგისტრატორების ბეჭდები;

· შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია”;

სხვა საარჩევნო მასალა:

· საარჩევნო სუბიექტების სია;

· განცხადება, თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო

სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში;

· საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქცია;

· ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;

· საარჩევნო უბნის აბრა.

· ასლგადამღები მანქანა;

· სამელნე ბალიშები;

· საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთი კონვერტები:

· ყუთი/ტომარა საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის ჩასაწყობად.

საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 საათისა (მუხლი 51.10).

მიღება-ჩაბარება

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ან თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე – თავმჯდომარის მოადგილე, არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი. ხოლო საარჩევნო დოკუმენტაციის შენახვაზე და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 39.1.დ)).

საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას (მუხლი 54.11).

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო ოლქისათვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს (მუხლი 54.13).

ამის შემდეგ მონაცემები შეიტანება მიღება-ჩაბარების აქტში; კერძოდ, მათი გამცემი და მიმღები კომისიის დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით) მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები (მუხლი 54.10).

გახსოვდეთ

მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად გაფორმება აუცილებელია. აქტის ერთი ცალი უნდა დარჩეს საარჩევნო დოკუმენტაციის გადამცემ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე – საარჩევნო დოკუმენტაციის მიმღებ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ ინფორმაციას.

თავი VIII

საარჩევნო უბნის მოწყობა

 

პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

· ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ;

· ინფორმაცია კომისიის ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;

· ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის/ფაქსის ნომრები (თუ აქვს);

· ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი

ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართის მითითებით (მუხლი 16.21);

· საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;

· კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები;

· ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;

· არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სია (პარტიული სიები, კანდიდატთა სიები);

· ხმის მიცემის ინსტრუქცია და საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესი;

· ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;

· განცხადება, თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში;

· კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები (ერთი მაჟორიტარული და ერთი პროპორციული სისტემის არჩევნების შედეგებისთვის, ერთი შუალედური და ერთიც თბილისის მერის არჩევნებისათვის).

კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა (თვალსაჩინოებისთვის იხილეთ კენჭისყრის პროცესის დიაგრამა). საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს (მუხლი 49.6):

· ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები (ერთი რეგისტრატორი განსაზღვრულია ყოველ 300 ამომრჩეველზე (მუხლი 52.3.ე.ბ), შესაბამისად მიზანშეწონილია ყოველ 300 ამომრჩეველზე ერთი სარეგისტრაციო მაგიდის უზრუნველყოფა).

· ფარული კენჭისყრის კაბინები: ერთი კაბინა ყოველ 500 ამომრჩეველზე. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ფარული კენჭისყრის კაბინაში უნდა იყოს საწერი კალამი; მასში გამოკრული უნდა იყოს ხმის მიცემის ინსტრუქცია, განცხადება, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში და ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი; კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

· სპეციალური კონვერტების მაგიდა (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს).

· უნდა იქნას აწყობილი საარჩევნო ყუთები (დალუქვის გარეშე)ю

გახსოვდეთ: საარჩევნო ყუთები უნდა დაილუქოს მხოლოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესითю

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული ისე, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და კონვერტის ჩაშვების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით კენჭისყრის შენობაში შეიძლება განთავსებულ იქნეს ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები ე. წ. ვიდეოთვალი.

 

საუბნო საარჩევნო კომისია (ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების მიერ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღის მიმართვის შემთხვევაში) კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა კომისიის განკარგულებით მიმართავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ მათ უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია (მუხლი 49.4).

გახსოვდეთ, რომ კენჭისყრის წინა დღის 24 საათამდე, საარჩევნო უბნის შენობაში უნდა ჩამოიხსნას საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მუხლი 66.2 „გ).

თავი IX

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები

 

 

 

 

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ (მუხლი 67.2):

 

Ö ერთი და იგივე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მხოლოდ 1 დამკვირვებელს;

Ö საერთაშორისო ორგანიზაციის 2 დამკვირვებელს (დამატებით შესაძლოა ახლდეს თარჯიმანი);

Ö პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ერთი და იმავე საშუალების 3 წარმომადგენელს;

Ö ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის 1 წარმომადგენელს;

Ö საქართველოს ცენტრალური, შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

Ö საქართველოს ცენტრალური და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს (კენჭისყრის შენობაში ყოფნისას) აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი (მუხლი 67.3). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს მიუთითოს შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კენჭისყრის ოთახში მოიწვიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი და წესრიგის დამრღვევი გააძევოს კენჭისყრის შენობიდან, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი და აღინიშნება სხდომის ოქმში. (მუხლი 50.4, მუხლი 67.1).

დამკვირვებლის უფლებების მთავარი პრინციპია “კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს”. არავის აქვს იმის უფლება, რომ დამკვირვებელს მიუჩინოს და მიუთითოს დაკვირვების კონკრეტული ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა თუ დამკვირვებელი ხელს უშლის ამომრჩეველს საარჩევნო უფლებით სარგებლობისას ან ერევა საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციებში.

 

დამკვირვებლის უფლებები საარჩევნო პროცედურების თანმიმდევრობით:

· დამკვირვებელს უფლება აქვს დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

· დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს

 

თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა

(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 რეგისტრირებულ წარმომადგენელს

 ·

დამკვირვებელს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების

 

შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

· თუ დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა პროცედურის დაცვით არ შეამოწმა (ამომრჩეველის) მარკირება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს ნაკადის მომწესრიგებელს თავიდან განახორციელოს ეს პროცედურა (მუხლი 56.4.);

· დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების დამოწმებას და გაცემას კენჭისყრის პროცესის ხელის შეუშლელად;

· თუ დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ რეგისტრატორმა პროცედურის დაცვით არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს რეგისტრატორს თავიდან განახორციელოს ეს პროცედურა (მუხლი 56.4.);

· დამკვირვებელს უფლება აქვს მოსთხოვოს ამომრჩეველს კაბინაში შესვლამდე უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი აქვს ხელში; ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა (მუხლი 58.5);

c დამკვირვებელს არ აქვს უფლება დაესწროს ხმის მიცემას ფარული კენჭისყრის კაბინაში;

c დამკვირვებელს არ აქვს უფლება დაეხმაროს ამომრჩეველს ბიულეტენის შევსებაში (მას-მედიის წარმომადგენელს აქვს ამის უფლება) (მუხლი 58.3);

· დამკვირვებელს უფლება აქვს მოსთხოვოს ამომრჩეველს სპეციალურ კონვერტში ბიულეტენ(ებ)ის ჩადებამდე უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი აქვს ხელში; ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა (მუხლი 58.5, მუხლი 70.1.));

· დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს საარჩევნო ყუთს და საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას/მოთავსებას;

· დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;

· დამკვირვებელს უფლება აქვს დაესწროს და დააკვირდეს ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას:

· დამკვირვებლებისგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურე ადგილს იკავებს მთვლელების გვერდით: ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – მესამე მთვლელთან. ამ ორ მეთვალყურეს უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ მთვლელებს შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება (მუხლი 62.2);

· კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (რომლებსაც უფლება აქვთ დააკვირდნენ ხმების დათვლას მთვლელებიდან 2 მეტრის დაშორებით) უფლება აქვთ მიუთოთონ მთვლელს ცალკე გადადოს ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა (მუხლი 62.2).

· დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმის შედგენას;

· დამკვირვებელს უფლება აქვს დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

· დამკვირვებელს უფლება აქვს გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

· დამკვირვებელს უფლება აქვს მიმართოს განცხადებით (საჩივრით) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოითხოვს რეაგირებას;

· დამკვირვებელს უფლება აქვს გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;

· დამკვირვებელს ასევე არ აქვს უფლება:

c ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

c გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

c აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

c  ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

cკენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

cდაარღვიოს საარჩევნო კოდექსის სხვა მოთხოვნები.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები კენჭისყრის დღეს სარგებლობენ 71.5 მუხლით (დამკვირვებლის უფლებები) გათვალისწინებული უფლებებით.

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების საარჩევნო კოდექსით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (მუხლი 126.30).

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, აგიტაცია რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, სუბიექტის სიმბოლიკის, ან ნიშნის ტარება და სამკერდე ნიშნის გარეშე კენჭისყრის შენობაში ყოფნა

– გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (მუხლი 126.31).

თავი X

კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები

 

საარჩევნო უბნის გახსნა

საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უბანი არ იხსნება და აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლოვ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას (მუხლი 52).

თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ მოვალეობის შესრულება, თუმცა კანონი ითხოვს გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომელიც თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, საუბნო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ ირჩევს თავმჯდომარის/მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას; ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას (მუხლი 221.5).

 

ჩანაწერთა წიგნის გახსნა

 

 კომისიის თავმჯდომარე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ჩანაწერთა წიგნს გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელსაც პირველ და მეორე გვერდებზე შეაქვს კენჭისყრის შენობაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი და გვარი მათი დამნიშვნელი სუბიექტის მითითებით; ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის სახელი, გვარი, წარმდგენი ორგანიზაცია ან საარჩევნო სუბიექტი და ხელმოწერით ამოწმებინებს მას (მუხლი 52.3.)).

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ეკეთოს კომისიის წევრის სამკერდე ნიშანი (მოწმობა). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს უნდა მოსთხოვოს ეკეთოთ სააკრედიტაციო მოწმობები (სამკერდე ნიშნები) (მუხლი 39.1.ё1)).

კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანს ასევე გადასცემს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და სადემონსტრაციო ოქმებს. სადემონსტრაციო ოქმები თვალსაჩინო ადგილას (კომისიის მდივნის მაგიდის სიახლოვეს) უნდა გამოიკრას. კომისიის მდივანი ასევე აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს.

წილისყრა (მუხლი 52)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:

1. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი;

2. ამომრჩეველთა რეგისტრატორი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე);

3. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი;

4. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი, რომელიც არ უნდა იყვნენ ერთიდა იმავე პარტიის მიერ დანიშნულნი;

წილისყრაში მონაწილეობას არ იღებენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის ჩატარების დროს კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა გასანაწილებელი ფუნქციებზე:

1) ერთით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა.

2) ორით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას.

3) სამით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

წილისყრა ტარდება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ კონვერტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხსნის მას.

პირველ რიგში, კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები 2 წევრის გამოსავლენად.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

Ö აანალიზებს, თუ პარტიების მიერ დანიშნული (7 კომისიის წევრისგან) რამდენი კომისიის წევრი ესწრება წილისყრის პროცესს;

Ö  მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;

Ö 2 ფურცელზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს ფუნქციის დასახელებას “გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები”;

Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;

Ö კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;

Ö მიმართავს პარტიების მიერ დანიშნულ დამსწრე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.

კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

G იმ შემთხვევაში, თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისგან რომელიმე უარს აცხადებს წილისყრაში მონაწილეობაზე, კომისიის თავმჯდომარე წილისყრას ატარებს დანარჩენ (პარტიების მიერ დანიშნულ) კომისიის წევრებს შორის; თუ, პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი უარს აცხადებს წილისყრის შედეგად განაწილებული ფუნქციის შესრულებაზე, კომისიის თავმჯდომარე მას ჩაანაცვლებს წილისყრების შედეგად ფუნქციის გარეშე დარჩენილი კომისიის ნებისმიერი წევრით (სასურველია პარტიის მიერ დანიშნული წევრით). კომისიის მდივანი ჩანაცვლების ფაქტს ჩაწერს ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას სხვა ფუნქციების გამოსავლენად:

Ö აანალიზებს, თუ რამდენი კომისის წევრი მონაწილეობს წილისყრის პროცესში (თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები 2 წევრის გამოკლებით);

Ö მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;

Ö ფურცლებზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს ფუნქციების დასახელებას “ნაკადის მომწესრიგებელი, “რეგისტრატორი”, “საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი”;

Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;

Ö კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;

Ö მიმართავს წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.

კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქცია დროებით შეიძლება დაეკისროს კომისიის სხვა წევრს, რაც კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით უნდა აღნიშნოს.

თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში გამოცხადდა წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 52.5).

 

ამომრჩეველთა რაოდენობის გამოცხადება

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ სიებში და ამომრჩეველთა სიის დანართში. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების პირველ გრაფაში (მუხლი 52.6.ა)). ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობის გამოცხადება

კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აცხადებს მიღებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მე-5 გრაფაში (მუხლი 52.6.ბ“)).

 

საარჩევნო ყუთების დალუქვა

კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს, რომლის ნომერი საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს  21 კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გრაფაში (მუხლი 52.6.)).

საარჩევნო ყუთები ისე უნდა იყოს დალუქული (ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილის გარდა), რომ მათი მთლიანობის დაურღვევლად შეუძლებელი იყოს მათში რაიმეს ჩადება ან ამოღება.

კომისიის წევრებისთვის მასალების გადაცემა

კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორებს გადასცემს:

Ö ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას (დაახლოებით 300 ამომრჩევლიან სიას);

· თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანმიმდევრობა (მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად);

· თითოეული რეგისტრატორისთვის გადაცემული ერთიანი სიის ანბანური თანმიმდევრობა კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე რეგისტრატორის სახელის და გვარის გასწვრივ.

Ö ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (გადასცემს პირველ რეგისტრატორს);

Ö საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნებისთვის; ქ. თბილისში დამატებით, მერის არჩევნებისთვის, ხოლო გურჯაანში, ოზურგეთსა და ჩუღურეთში დამატებით პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის); კომისიის თავმჯდომარე და მიმღები რეგისტრატორები ბლოკნოტების თავფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ ბიულეტენების მიღება-ჩაბარებას (მუხლი 52.7); საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი (მუხლი 54.6).

Ö რეგისტრატორის ბეჭედს (მუხლი 52.8); თავმჯდომარე ამოწმებს იმ პაკეტის მთლიანობას, სადაც მოთავსებულია რეგისტრატორის ბეჭდები; რეგისტრატორის ბეჭდებს ათავსებს მაგიდაზე, რეგისტრატორები სათითაოდ იღებენ ერთ ბეჭედს, რომლის კოდიც კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე რეგისტრატორის სახელის და გვარის გასწვრივ; ასევე მიუთითებს რეგისტრატორის ბეჭდების ნომრებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში);

Ö შტამპს “არჩევნებიდან მოხსნილია (თუ რეგისტრატორების რაოდენობა ერთზე მეტია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, თავად უსვამს ბიულეტენებს შტამპს რეგისტრატორებისთვის ბიულეტენების ბლოკნოტის გადაცემის წინ);

Ö მარკირების სითხეს.

 კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.

კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთს და სპეციალურ კონვერტებს.

 

 

საკონტროლო ფურცლის შევსება

კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანმიმდევრული მითითებით კომისიის მდივანი ავსებს საკონტროლო ფურცლებს (მუხლი 52.10). საკონტროლო ფურცელი წარმოადგენს კარბონირებულ, თვით-კოპირებად ქაღალდს, რომლის პირველი გვერდის შევსებისას იდენტურად ივსება შემდეგი 2 ეგზემპლარიც. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრმა ხელი უნდა მოაწეროს საკონტროლო ფურცელს. კომისიის მდივანი პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ (უნდა შემოწმდეს ამომრჩეველი შეყვანილია თუ არა ამომრჩეველთა სიაში) საკონტროლო ფურცელში შეიტანს:

 Ö პირველი ამომრჩევლის სახელსა და გვარს;

Ö პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილს;

Ö პირველი ამომრჩევლის პირად ნომერს;

Ö საკონტროლო ფურცლების საარჩევნო ყუთებში ჩაშვების ზუსტ დროს.



კომისიის მდივანი მიუთითებს პირველ ამომრჩეველს ხელი მოაწეროს საკონტროლო ფურცელს.

კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითებს საკონტროლო ფურცელში შეტანილ მონაცემებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ათავსებს საკონტროლო ფურცლებს დალუქულ ძირითად და გადასატან ყუთებში. საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინახავს საკონტროლო ფურცლის ერთ ცალს და პასუხისმგებელია მის დაცვასა და ნამდვილობაზე.

G იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში არ ტარდება კენჭისყრა გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით, საკონტროლო ფურცელი მაინც ივსება ზემოაღწერილი წესით; შესაბამისად, თავმჯდომარე ინახავს საკონტროლო ფურცლის 2 ეგზემპლარს.

თავი XI

კემჭისყრის პროცესი

 

კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე (მუხლი 51).

 

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი (მუხლი 58.2):

 

· არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსული ამომრჩევლების ნაკადს;

· სთხოვს ამომრჩეველს წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან პასპორტი); არ დაუშვებს ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში, თუ მას არ აღმოაჩნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

·  ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აღენიშნება თუ არა ამომრჩეველს მარკირება.

Ø იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, ის არ დაიშვება ხმის მისაცემად. ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის თავმჯდომარეს უნდა აცნობოს ამომრჩევლის ვინაობა; კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში (მე-10 ან მომდევნო გვერდებზე) მიუთითებს აღნიშნულ ფაქტს (მუხლი 56.2);

· ამოწმებს, თუ რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან.

თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს ამომრჩეველს;.

· მიუთითებს ამომრჩეველს, სარეგისტრაციო მაგიდასთან მისვლისას იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

· მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი:

· სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობა პირადობის მოწმობასთან (მოქალაქის პასპორტთან) ერთად (მუხლი 58.2.)).

Ø დაუშვებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.  

· ამოწმებს, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან (ან სპეციალურ) სიაში და ადარებს ამომრჩევლის პირად ნომერს;

Ø თუ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი არ განეკუთვნება მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, ის მონაწილეობას იღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში;

Ø ამომრჩეველი, რომლის პირადობის მოწმობაშიც არ არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი, მონაწილეობს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში (თბილისში ასევე - თბილისის მერის არჩევნებშიც)

· უკეთებს ამომრჩეველს მარკირებას;

Ø თუ ამომრჩეველი უარს განაცხადებს მარკირებაზე, ამომრჩეველი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას;

· თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, სუბიექტის დასახელების გასწვრივ უსვამს შტამპს წარწერით “არჩევნებიდან მოხსნილია” (მუხლი 54.15);

· ხელმოწერით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებს (უკანა გვერდზე, ამისთვის განკუთვნილ ადგილზე);

· რეგისტრატორის ბეჭდით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებს (უკანა გვერდზე, ამისთვის განკუთვნილ ადგილზე);

· ადასტურებს ბიულეტენების გაცემას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით;

· სთხოვს ამომრჩეველს, ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენების მიღება ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ;

· გადასცემს ამომრჩეველს დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენებს;

· მიუთითებს ამომრჩეველს შევიდეს ფარული კენჭისყრის კაბინაში.

ამომრჩეველი:

· შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში.

Ø დაუშვებელია ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა ფარული კენჭისყრის კაბინაში.

Ø კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე მოსთხოვონ უჩვენოს, თუ რამდენი ბიულეტენი აქვს მას ხელთ. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა (მუხლი 58.5); 

Ø კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

· ავსებს საარჩევნო ბიულეტენებს.

· კეცავს ბიულეტენებს ისე, რომ არ ჩანდეს, თუ ვის მისცა ხმა.

 

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველობა

· ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, მიუთითებს ამომრჩეველს, აიღოს ერთი სპეციალური კონვერტი და ჩადოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები (მხოლოდ ამომრჩეველს აქვს უფლება ბიულეტენები მოათავსოს სპეციალურ კონვერტში);

Ø კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ამომრჩეველს სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის ჩადებამდე უჩვენოს, თუ რამდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს მას ხელთ. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა (მუხლი 58.5). დაუშვებელია საარჩევნო ბიულეტენის კენჭისყრის შენობიდან გატანა.

· მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და მიუთითებს ამომრჩეველს მოათავსოს სპეციალური კონვერტი საარჩევნო ყუთში;

Ø დაუშვებელია საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა;

· მიუთითებს ამომრჩეველს დატოვოს საარჩევნო უბანი.

Ø ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროის განმავლობაში (მუხლი 51.6).

 

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა

კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობის განსასაზღვრად, კომისიის მდივანი, რეგისტრატორების დახმარებით, დღის განმავლობაში ორჯერ (12:00 სთ-ზე და 17:00 სთზე), ითვლის ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას (მუხლი 58.6).

კომისიის მდივანს დაფიქსირებული მონაცემები შეაქვს სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კომისიის თავმჯდომარე 12:00 და 17:00 საათის ინფორმაციას კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

კენჭისყრის პროცესი

 

1) ამომრჩეველი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ:

· ამომრჩეველს უკვე აღენიშნება მარკირება;

· ამომრჩეველს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

· ამომრჩევლის პირადი ნომერი შედარებისას არ დაემთხვა სიაში მითითებულ ნომერს;

· ამომრჩეველმა წარადგინა ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

· ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამ უბანზე არსებულ არც ერთი სახის სიაში (გარდა მუხლი 9.111 შემთხვევისა);

· ამომრჩეველმა უარი განაცხადა მარკირებაზე;

· ამომრჩეველის აქვს პირადობის დროებითი მოწომობა.

2) ამომრჩევლის რეგისტრაცია სპეციალურ სიაში

თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, მაგრამ ამომრჩეველი წარადგენს ცნობას საზღვრის გადაკვეთის შესახებ (ჩანაწერი
პასპორტში), ცნობას სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შესახებ, ან ცნობას
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ და დასტურდება, რომ ის
არის ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კომისიის გადაწყვეტილების
საფუძველზე, ამომრჩეველს რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი მუხლი 9.111).



კომისიამ უნდა შეამოწმოს, წარმოდგენილი ცნობა გაცემულია კენჭისყრის დღემდე ბოლო 16 დღის განმავლობაში, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში რეგისტრატორმა უნდა შეამოწმოს ჩანაწერი პასპორტში (საზღვრის გადმოკვეთის თარიღი), რომელიც ასევე ბოლო 16 დღის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული. რეგისტრატორს ამომრჩეველი წარმოდგენილი ცნობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფოტოასლებს გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 

3) ამომრჩეველი ბიულეტენის შევსებისას საჭიროებს დახმარებას

 

თუ ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენები, მას უფლება აქვს დახმარებისთვის მიმართოს ნებისმიერ სხვა, მისთვის სასურველ პირს, გარდა კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, კანდიდატისა და დამკვირვებლებისა. (მუხლი 58.3). ამომრჩეველს, რომელიც დაეხმარა სხვა ამომრჩეველს ბიულეტენის შევსებისას, ეკრძალება გაამჟღავნოს მისი არჩევანი

4) ამომრჩეველს/კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი

თუ ამომრჩეველს ან რეგისტრატორს გაუფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მათ ამის შესახებ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს  გაფუჭებული ბიულეტენი ახლით. კომისიის თავმჯდომარემ
გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს „გაფუჭებულია“ და ხელი მოაწეროს. კომისიის თავმჯდომარემ გაფუჭებული ბიულეტენი
ცალკე უნდა შეინახოს (მუხლი 58.4).

 

5) კომისიის წევრის ფუნქციის დროებით გადაცემა

თუ კომისიის რომელიმე წევრს არ შეუძლია წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულება, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ეს ფუნქცია დროებით გადასცეს სხვა კომისიის წევრს. კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე უნდა აღნიშნოს, რომელი კომისიის წევრით და რა დროით მოხდა ჩანაცვლება (მუხლი 52.3 “ზ”).

6) კენჭისყრის შეწყვეტა

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა (მუხლი 51.3).

იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კენჭისყრის გაგრძელება და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას განკარგულებით კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის

 

და კენჭისყრის შეჩერების შესახებ. განკარგულებაში აღინიშნება შენობის დროებითი ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების ან მისი შეწყვეტის მიზეზები და დრო. თავმჯდომარეს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ განკარგულების მიღებისთვის (მუხლი 51.4).

შენობის დროებით ჩაკეტვისა თუ კენჭისყრის შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს განკარგულება კომისიის თავმჯდომარის განკარგულების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ.

შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას კენჭისყრის განახლებისა და კენჭისყრის შენობის გახსნის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ.

კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გრაფაში შეაქვს კენჭისყრის შეჩერების, გაგრძელების ან/და შეწყვეტის მიზეზი და დრო.

7) საარჩევნო ყუთის მთლიანობის დარღვევა

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას (მუხლი 58.7):

· ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

ან

· კენჭისყრის პროცესის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ.

კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე) შეაქვს მომხდარი ფაქტის შინაარსი და საარჩევნო ყუთის ხელახალი დალუქვის დრო.

გახსოვდეთ, თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

8) კენჭისყრის დროზე ადრე დამთავრება

კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, საავადმყოფოებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა (მუხლი 51.7).

თავი XIII

გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა

გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე (მუხლი 59.1).

სპეციალური სიიდან სიის დანართში გადმოყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ მისი
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა (მუხლი 59.9).

 

კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს გადასცემს (მუხლი 59.4):

· ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), რომლის საფუძველზეც წინასწარ უნდა განისაზღვროს გადასატანი საარჩევნო ყუთის მარშრუტი;

· რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენების საჭირო რაოდენობას (თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს ბიულეტენების გაფუჭების შესაძლებლობა) და სპეციალურ კონვერტებს (კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე უნდა აღნიშნოს, რამდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრს);

· დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი.

გახსოვდეთ, მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთათვის (მუხლი 56.5).

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი სურვილისამებრ, შეუძლიათ დაესწრონ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემას.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომობილში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის.

გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრა მთავრდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი (ისე უნდა დაილუქოს, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა). კენჭისყრის დღის არა უგვიანეს 20:00 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი უნდა დაბრუნდეს საარჩევნო უბანში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა (კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. კომისიის მდივანმა ასეთ ბიულეტენებს და სპეციალურ კონვერტებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს “გაფუჭებულია” და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ცალკე შეინახოს.

ზუსტი აღრიცხვის მიზნით, კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე უნდა მიუთითოს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის განკუთვნილი გამოუყენებელი ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობა.

თავი XIV

კენჭისყრის დღეს წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში

 

 

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისთვის (მუხლი 50.2).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გააძევოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

თავი XV

საარჩევნო უბნის დახურვა

 

ზუსტად 20:00 საათზე საარჩევნო უბანი იკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩაინიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს; ხოლო მდივანი მათ რაოდენობას აღნიშნავს ჩანაწერთა წიგნში (მუხლი 58.8).

იმავე კომისიის წევრმა დაგვიანებით მისულ ამომრჩევლებს უნდა განუმარტოს, რომ ისინი ვეღარ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ კენჭისყრის ოთახი იძლევა საშუალებას, კომისიის თავმჯდომარემ რიგში მდგომი ამომრჩევლები უნდა შემოიყვანოს კენჭისყრის ოთახში და ჩაკეტოს საარჩევნო უბანი.

როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა მიუთითოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფ პირთა ვინაობა.

გახსოვდეთ!

კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი ილუქება.

თავი XVI

სამხედრო ნაწილში გახსნილი საარჩევნო უბნის პროცედურები

 

სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში;

სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს. (აღნიშნული წესი არ ეხება შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.)

სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. ხოლო ხმების დათვლას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისია, ე.წ. ძირითადი უბანი (მუხლი 60.6). ძირითადი და მასზე მიმაგრებული “სამხედრო უბნის” შედეგები ითვლება ერთად და ფორმდება ერთი ოქმით (მუხლი 60.8); შესაბამისად, ძირითადი საარჩევნო უბანი მიმაგრებული სამხედრო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემამდე არ იწყებს საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და არ ავსებს მონაცემებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა (მუხლი 51.7).

სამხედრო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს და ითვლის ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობას, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია განცალკევებულ კონვერტებში სახეობების მიხედვით ლუქავს:

 

· ამომრჩეველთა სპეციალურ სიას;

· გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;

· გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;

· ჩანაწერთა წიგნს, სარეგისტრაციო ჟურნალს და საჩივრებს;

· კომისიის ბეჭედს და რეგისტრატორების ბეჭდებს;

· საკონტროლო ფურცელს;

· სპეციალურ კონვერტებს.

 

კონვერტს დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო. აღნიშნული კონვერტები და სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი თავსდება ერთ დიდ ტომარაში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უფლებამოსილი პირები დალუქულ დოკუმენტაციას, საარჩევნო ყუთს და სხვა ინვენტარს დაუყოვნებლივ გადასცემს მიმაგრებულ საუბნო საარჩევნო კომისიას. ძირითადი საარჩევნო უბანი, 20:00 სთ-ის შემდეგ საარჩევნო უბნის დახურვის მიუხედავად, ვალდებულია შემოუშვას სამხედრო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაციის თანმხლები კომისიის წევრები (მუხლი 58.9).

G იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრა დამთავრებულად გამოცხადდა 20:00 საათამდე (მუხლი 51.7), სამხედრო უბანი ყველა ზემო აღნიშნული პროცედურის გავლის შემდგომ დოკუმენტაციას მიიტანს ძირითად საარჩევნო უბანში.

G გახსოვდეთ:

იმ შემთხვევაში, თუ კენჭიყრის დღეს საარჩევნო უბანზე მიმაგრებულია გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი, ძირითადი საარჩევნო უბნის კომისია ვალდებულია დაელოდოს ასეთი უბნიდან საარჩევნო ყუთისა და დოუმენტაციის მოტანას და მხოლოდ ამის შემდგეგ გახსნას ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები.

ძირითადი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის დახურვის პროცედურების დასრულების შემდეგ ატარებს წილისყრას მთვლელების გამოვლენის მიზნით და იწყებს საარჩევნო ყუთების გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურებს. „მიმაგრებული“ საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები (მუხლი 60.8).

საარჩევნო ყუთებში არსებული სპეციალური კონვერტების შერევამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამხედრო უბნიდან შემოსული საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით:

1. ამოწმებს მონაცემების სისწორეს ჩანაწერთა წიგნში მითითებული მონაცემების საფუძველზე: გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას + გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა + ხელმოწერების რაოდენობა = მიღებული ბიულეტენების რაოდენობისა; თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს გადაითვალონ სიაში ხელმოწერების რაოდენობა, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა.

G იმ შემთხვევაში, თუ ტოლობა არ შედგა, საარჩევნო ყუთი დაილუქება, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო უბნიდან შემოსული ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ, რომელსაც ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას.

2.ჩანაწერთა წიგნში მითითებულ მონაცემებს ადარებს საარჩევნო ყუთის ლუქის ნომრებს;

G თუ ლუქის ნომერი განსხვავდება ჩანაწერთა წიგნში მითითებული ნომრისგან, საარჩევნო ყუთი დაილუქება, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო უბნიდან შემოსული ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ, რომელსაც ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას.

3.ხსნის საარჩევნო ყუთს;

G თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება შედეგების შეჯამების პროცედურა (მუხლი 58.2). წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო უბნიდან შემოსული ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ, რომელსაც ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას;

4.ხსნის საკონტროლო ფურცლის დალუქულ კონვერტს და ადარებს საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს;

G თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, ყველა სპეციალურ კონვერტს დაეწერება „ბათილია”, დაუყოვნებლივ შეიფუთება და დაილუქება. კომისია მიიღებს განკარგულებას სამხედრო უბნის საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვასთან დაკავშირებით; ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ სამხედრო უბნიდან შემოსული დალუქული დოკუმენტაცია წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 58.5);

5.შეურევს სპეციალურ კონვერტებს ძირითადი საარჩევნო უბნის სპეციალურ კონვერტებს და იწყებს დახარისხებას/დათვლას;

სამხედრო უბნის საარჩევნო დოკუმენტაციის თანმხლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან დაესწრონ შედეგების შეჯამებას ძირითად საარჩევნო უბანზე.

ძირითადი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ძირითადი და სამხედრო უბნის მონაცემებს აჯამებს და ისე შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში (მუხლი 60.8).

თავი XVII

საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

 

წილისყრა

კენჭისყრის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას მთვლელების გამოვლენის მიზნით (მუხლი 60.1, მუხლი 52.3):

Ö აანალიზებს, თუ რამდენი კომისიის წევრი იღებს წილისყრის პროცესში მონაწილეობას (თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი წილისყრაში არ იღებენ მონაწილეობას);

Ö მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;

 

Ö მათგან 3 ფურცელზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს: “პირველი მთვლელი”, “მეორე მთვლელი” და “მესამე მთვლელი”; (1. გურჯაანსა და ოზურგეთში დამატებით “მეოთხე” მთვლელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენებისათვის, 2. ქ. თბილისში, დამატებით ”მეოთხე მთვლელი” თბილისის მერის არჩევნების ბიულეტენისათვის, 3. ჩუღურეთში დამატებით “მეხუთე” მთვლელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენებისათვის),

Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;

Ö ყველა ფურცელს კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;

Ö მიმართავს წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.

კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (მუხლი 52.3).

საარჩევნო უბანში მყოფი დამკვირვებლები ურთიერთშეთანხმებით არჩევენ ორ მეთვალყურეს, რომლებიც დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცედურას მთვლელების გვერდით. თუ დამკვირვებლებმა ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩიეს ორი მეთვალყურე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში მყოფი დამკვირვებლებისგან წილისყრით გამოავლენს ორ მეთვალყურეს (მუხლი 60.1).

 

საარჩევნო უბნის მომზადება საარჩევნო ბიულეტენების დასათვლელად

კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დასათვლელად ამზადებენ საარჩევნო უბანს: მთვლელები იკავებენ ადგილს მაგიდის ერთ მხარეს; ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელის გვერდით, ხოლო მეორე მეთვალყურე მესამე მთვლელის გვერდით (მუხლი 62.2); კომისიის თავმჯდომარე იკავებს ადგილს ისე, რომ მან შეძლოს

და ავსებს ჩანაწერთა წიგნს. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე

დანარჩენი პირები ადგილს იკავებენ მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით (მუხლი 61.3).

კომისიის თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მაგიდაზე, რომელზეც მიმდინარეობს დათვლა, არ იდოს ზედმეტი დოკუმენტაცია, საწერი საშუალება; ასევე, მაგიდას არ ჰქონდეს გადასაფარებელი.

კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:

· ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და სიის დანართი;

· გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;

· გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;

· ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები;

· შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცელი;

· სანთლები, ფარანი (ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევისთვის);

· კალკულატორი.

 

საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს დაითვალონ შემდეგი თანმიმდევრობით (მუხლი 60.2):

I. ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში; აღნიშნული მონაცემი კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმში;

II. ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, სპეციალურ სიასა და ამომრჩეველთა სიის დანართში. კომისიის მდივანი აჯამებს სამივე მონაცემს და მიღებული რაოდენობა დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნში

 

 და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 60.2).

III. გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 60.3.ა)).

IV. გაფუჭებული საარჩევნო

ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 60.3.ბ)).

მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით, კომისიის მდივანი ამოწმებს:

 

 Ö მიღებული ბიულეტენების რაოდენობას – ხელმოწერების რაოდენობა – გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა = გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას. თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს გადაითვალონ:

1. ყველა სახის სიაში ხელმოწერების რაოდენობა;

2. გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა;

3. გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა.

 კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს ცალ-ცალკე კონვერტებში დალუქონ:

 

Ø ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია (ასევე,



კენჭისყრის დღეს სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლები) და ამომრჩეველთა სიის დანართი. კონვერტებს ზემოდან ეწერება საარჩევნო დოკუმეტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 60.2, 60.5).

Ø გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები. კონვერტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (პროპორციული ან მაჟორიტარული), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 60.4).

 

 

Ø გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები. კონვერტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (პროპორციული ან მაჟორიტარული), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.

რეგისტრატორების ბეჭდები და შტამპი; კონვერტს დაეწერება საარჩევნო ინვენტარის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.

საარჩევნო დოკუმენტაციის ყოველი შეკვრა ილუქება იმგვარად, რომ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან დოკუმენტაციის ამოღება ან ჩადება.

 

თავი XVIII

საარჩევნო ყუთების გახსნა

I. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით ატარებს შემდეგ პროცედურას:

1.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას (მუხლი 61.1) და ლუქის ნომერს ადარებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მითითებულ ნომერს.

G თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (მუხლი 61.2). წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ დალუქული გადასატანი ყუთი სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას;

2.ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს; მიუთითებს მთვლელებს, რომ სპეციალური კონვერტები განათავსონ მაგიდაზე, რის შემდეგაც ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას და უდარებს შესადარებლად შენახულ საკონტროლო ფურცელს; მიუთითებს მდივანს შეინახოს გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საკონტროლო ფურცელი ხმების დათვლის დამთავრებამდე (მუხლი 61.4);

G თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, გადასატან ყუთში აღმოჩენილი ყველა სპეციალურ კონვერტი და ბიულეტენები შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია”,. კომისია ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ დალუქულ კონვერტებს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.4);

3.მიუთითებს მთვლელებს დაითვალონ გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი კონვერტების რაოდენობა, რომელსაც უდარებს ამომრჩეველთა სიის დანართში ხელმომწერ ამომრჩეველთა რაოდენობას;

G თუ კონვერტების რაოდენობა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული კონვერტები ილუქება, ეწერება „ბათილია”; კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას არსებული კონვერტების დალუქვის შესახებ და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.4).

4.მიუთითებს მთვლელებს დროებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში;

II. კომისიის თავმჯდომარე ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით ატარებს შემდეგ პროცედურას:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას და ლუქის ნომერს ადარებს კენჭისყრის დღის  ჩანაწერთა წიგნში მითითებულ ნომერს (მუხლი 61.1).

G თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო ყუთი ილუქება და საარჩევნო ყუთი, სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია და კომისიის განკარგულება, ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის გადაწყვეტილების შესახებ, დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.2)

2. ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს; მიუთითებს მთვლელებს სპეციალური კონვერტები განათავსონ მაგიდაზე, რის შემდეგაც ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას და უდარებს შესადარებლად შენახულ საკონტროლო ფურცელს;

G თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი. კომისია მიიღებს განკარგულებას ყველა საარჩევნო დოკუმენტაციის დაილუქვის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.5).

3. მიუთითებს მდივანს შეინახოს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებში აღმოჩენილი საკონტროლო ფურცლები ხმების დათვლის დამთავრებამდე;



III. კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს აურიონ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილი სპეციალური კონვერტები.

თავი XIX

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება, დათვლა და დალუქვა

G ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (მუხლი 62.4).(სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლი)

 

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება

 

 

I. პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს;

G თუ კონვერტში აღმოჩნდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი (საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ნებისმიერი სახის ფურცელი, რომელიც არ შეესაბამება ცესკო-ს მიერ ოფიციალურად დადგენილ ფორმას), მას ცალკე გადადებს (დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები დალუქვის გარეშე წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას).

II. პირველი მთვლელი ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას და აცხადებს ვისთვისაა ხმა მიცემული მაჟორიტარული და პროპორციული (ქ. თბილისში დამატებით მერის, ჩუღურეთში, გურჯაანსა და ოზურგეთში დამატებით პარლამენტის შუალედური არჩევნების) არჩევნების მიხედვით; ან მისი ბათილობის შემთხვევაში აცხადებს ბათილობის მიზეზს. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია იმ შემთხვევაში, თუ (მუხლი 62.3):

1) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

2) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა (ამომრჩეველმა ხმა არ მისცა არცერთ სუბიექტს, ან ხმა მისცა ერთზე მეტ სუბიექტს, ყველა გადახაზა და სხვ.);

3) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი; (იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდება ერთი სახის, დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება მხოლოდ ასეთი სახის ბიულეტენები. რაც შეეხება ასეთ დროს სპეციალურ კონვერტში დარჩენილ სხვა სახის ბიულეტენებს, ისინი ჩაითვლება ნამდვილად.)

4) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;

5) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

6) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.

ბათილად არ უნდა ჩაითვალოს ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აშკარაა ამომრჩევლის განზრახვა, ხმა მისცეს რომელიმე სუბიექტს.

გახსოვდეთ:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას-მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს 2 საარჩევნო ბიულეტენი (პროპორციული, მაჟორიტარული), გურჯაანსა და ოზურგეთში სამი სახის (მაჟორიტარული, პროპორციული და პარლამენტის შუალედური) თბილისში – სამი სახის (პროპორციული, მაჟორიტარული, თბილისის მერი), ჩუღურეთში – 4. (პროპორციული, მაჟორიტარული, თბილისის მერი და პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენი).

G იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი, ან კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირი, არ დაეთანხმება პირველი მთვლელის გადაწყვეტილებას ბიულეტენის ნამდვილობის შესახებ, ასეთი ბიულეტენი გადაიდება ცალკე – საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებში (მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა) (მუხლი 62.2).

III. პირველი მთვლელი აწვდის პროპორციულ ბიულეტენს მეორე მთვლელს, ხოლო მაჟორიტარულ ბიულეტენს – მესამე მთვლელს (გურჯაანსა და ოზურგეთში პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენს – მეოთხე მთვლელს, ქ. თბილისში მერის არჩევნების ბიულეტენს – მეოთხე მთვლელს, ხოლო ჩუღურეთში მერის არჩევნების ბიულეტენს მეოთხე მთვლელსUდა პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენს - მეხუთე მთვლელს), ხოლო სპეციალურ კონვერტს გადადებს ცალკე (მუხლი 62.1.ა));

IV. მეორე და მესამე მთვლელები ახარისხებენ საარჩევნო ბიულეტენებს საარჩევნო
სუბიექტებისთვის მიცემული ხმების, ბათილი ბიულეტენების და საეჭვოდ მიჩნეული
ბიულეტენების მიხედვით (მუხლი 62.1.ბ));

V. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ, კომისი განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში (მუხლი 62.5);



VI. კომისიის თავმჯდომარე ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს ზემოდან აწერს „ბათილია“ და ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 62.6).

 

საარჩევნო ბიულეტენების დათვლა

ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს დაითვალონ:

 

 

 

 1.ბათილი საარჩევნო ბიულეტენები;

 2.საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დახარისხებული ბიულეტენები.

 Ø პირველი და მეორე მთვლელები ითვლიან დახარისხებულ საარჩევნო ბიულეტენებს და აწყობენ ათ-ათ ცალად ერთმანეთზე ჯვარედინად. მესამე მთვლელი ხელახლა ითვლის/ამოწმებს ათ-ათ ცალად დაწყობილ საარჩევნო ბიულეტენებს.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების მიხედვით. კომისიის მდივანს ეს მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში.

 1. ბათილი საარჩევნო ბიულეტენები;

 2. საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დახარისხებული ბიულეტენები.

 პირველი და მეორე მთვლელები ითვლიან დახარისხებულ საარჩევნო ბიულეტენებს და აწყობენ ათ-ათ ცალად ერთმანეთზე ჯვარედინად. მესამე მთვლელი ხელახლა ითვლის/ამოწმებს ათ-ათ ცალადდაწყობილ საარჩევნო ბიულეტენებს.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების მიხედვით. კომისიის მდივანს ეს მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებშიю

კომისიის მდივანი მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით ამოწმებს:

Ö სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობას + ბათილი ბიულეტენების რაოდენობა <= ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის. თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარემ მთვლელებს უნდა მიუთითოს გადაითვალონ:

· საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/ბიულეტენები; და

· ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.

თუ ტოლობა მაინც ვერ იქნა მიღებული, კომისიის მდივანმა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეავსოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის/მონაცემების საფუძველზე.

 

საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს შეკრან და დალუქონ:

Ø ბათილი საარჩევნო ბიულეტენები; სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში. მთვლელებმა კონვერტს უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა, საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (ბათილი საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე

 

 

და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 62.6, მუხლი 3.ჩ2);

Ø საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები; მთვლელებმა ათ-ათად დაწყობილი საარჩევნო ბიულეტენები უნდა შეკრან ლითონის შემკვრელით („სტეპლერით“). ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან უნდა დააწერონ შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე იდება კონვერტებში. თითოეულ კონვერტს მთვლელებმა უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა, საარჩევნო სუბიექტის დასახელება, სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 62.8, მუხლი 62.9);

Ø საარჩევნო ყუთებიდან ამოღებული საკონტროლო ფურცლები, ასევე შესადარებელი საკონტროლო ფურცელი. კონვერტს დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.

თავი XX

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება

 

საუბნო  საარჩევნო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი არის საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტი. საუბნო აარჩევნო კომისიის მდივანი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ (მუხლი 63.1)     საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს შემაჯამებელ ოქმებს (იხ. დანართი №1);

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შესული ყველა მონაცემი უნდა გამოცხადდეს ხმამაღლა, ყველას გასაგონად.

თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას კომისიის მდივანი დაუშვებს შეცდომას, შეცდომით შევსებული მონაცემის გასწვრივ მაშინვე აკეთებს წარწერას „შესწორებულია“. კომისიის მდივანი ავსებს შესწორების ოქმის ფორმას (იხ. დანართი №2), მასში აღნიშნავს შემაჯამებელ ოქმში შეცდომით შეტანილ მონაცემს და მის გასწვრივ მიუთითებს სწორ მონაცემს.

კომისიის მდივანი შესწორების ოქმში მიუთითებს მისი შედგენის თარიღსა და დროს; ოქმს ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი; კომისიის თავმჯდომარე უსვამს ბეჭედს. შესწორების ოქმი დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა (მუხლი 55.4).

კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის “გასული დოკუმენტაციის” ნაწილში და ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.

კომისიის მდივანი მიუთითებს შესწორების ოქმის შევსების თარიღსა და დროს, ორგანიზაციის დასახელებას (საუბნო საარჩევნო კომისია), დოკუმენტის შინარსს (მაგ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მაჟორიტარული ოქმის შესწორების ოქმი); მდივანი ხელს აწერს გრაფაში “ დოკუმენტის გამტანის ხელმოწერა”.

G შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით (მუხლი 12626). ხოლო ასეთი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია (მუხლი 55.3).

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმებს; ოქმზე ხელის მოწერა სავალდებულოა, რადგან ამით დასტურდება მათი დასწრება (ყოფნა) კომისიის სხდომაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოქმებს ამოწმებს კომისიის ბეჭდით (მუხლი 63.4).

თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განხსვავებული აზრი, ასევე ჩანაწერი გააკეთოს შემაჯამებელ ოქმში „განსხვავებული აზრის“ გრაფაში და მოაწეროს ხელი ოქმს (მუხლი 63.5).

კომისიის მდივანი შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერების და ბეჭდის დასმის შემდეგ, ოქმებს (დედანს) ატარებს რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალის “გასული დოკუმენტაციის” ნაწილში და ოქმებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომრებს. კომისიის მდივანი მიუთითებს ოქმების შევსების თარიღსა და დროს, ორგანიზაციის დასახელებას (საუბნო საარჩევნო კომისია), დოკუმენტის შინარსს (მაგ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მაჟორიტარული ოქმი); მდივანი ხელს აწერს გრაფაში “ დოკუმენტის გამტანის ხელმოწერა”.

 

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის ფაქსის მეშვეობით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკო (მუხლი 63.14).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ოქმების ასლები უნდა გამოაკრას საარჩევნო უბანში საჯარო გაცნობისთვის (მუხლი 63.8).

მოთხოვნის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს დაუყოვნებლივ გადასცემს შემაჯამებელი ოქმების

 ასლებს (კომისიის წევრების თანდართული განსხვავებული აზრებით და შესწორების ოქმებით ასეთების არსებობის შემთხვევაში).

ოქმის ასლი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ასლს კომისიის ბეჭედი და ხელმოწერები ესმება ცარიელ ადგილზე, ისე, რომ არ გადაიფაროს მონაცემები.

კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების გაცემისას სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს გაცემული დოკუმენტის დასახელებას (შინაარსს), მიმღები სუბიექტის დასახელებას და გაცემის თარიღს. კომისიის მდივანი მიმღებს გადასცემს ცნობას, რომელზეც მიუთითებს, თუ რომელი სარეგისტრაციო ნომრით გადაეცა ოქმის ასლი (ოქმის ასლს ზემოდან არ უნდა დაეწეროს ასლის სარეგისტრაციო ნომერი). ოქმის მიღება წარმომადგენელმა/დამკვირვებელმა/პარტიების მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ჩანაწერთა წიგნში და სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

G კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა იწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი 63.10). არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (მუხლი 12628)

თავი XXI

სააჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა

ოქმის შევსების და ოქმების ასლების გაცემის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ლუქავს:

Ø ჩანაწერთა წიგნს და საჩივრებს: კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნის ბოლო შევსებულ გვერდზე და სარეგისტრაციო ჟურნალის (ორივე ნაწილში) უკანასკნელი ჩანაწერის შემდეგ აკეთებს წარწერას: „დახურულია“, მიუთითებს თარიღს და ზუსტ დროს. სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი დახურვა მოწმდება კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.(53.11);

Ø სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება და მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

კომისიის თვამჯდომარე ასევე ლუქავს:

Ø კომისიის ბეჭედს დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი; კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.

კომისიის თავმჯდომარე დიდ ყუთში/ტომარაში დებს დალუქულ კონვერტებს შემდეგი დოკუმენტაციით:

€ ამომრჩეველთა ერთიანი სია;

€ ამომრჩეველთა სპეციალური სია;

€ ამომრჩეველთა სიის დანართი;

€ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;

€ გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;

€ რეგისტრატორების ბეჭდები;

€ შტამპი “არჩევნებიდან მოხსნილია”

€ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები;

€ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;

€ სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები;

€ საკონტროლო ფურცლები;

€ კომისიის ბეჭედი.

ყუთს/ტომარას ეკვრება თავი, მაგრამ არ ილუქება; კომისიის თავმჯდომარე დააწერს საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრებს.

გადასცემს საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

€ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (არ ილუქება);

€ განცხადებები/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო
ჟურნალის დალუქულ კონვერტს.

საუბნო საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიას დაულუქავი სახით უნდა გადასცეს: გამოუყენებელი სპეციალური კონვერტები; მარკირების სითხე და მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერი ფარანი; ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები; ფარული კენჭისყრის კაბინები; საარჩევნო უბნის აბრა; ასლგადამღები (და ფაქსის) მანქანა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემისას, დგება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მიეთითება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა და რაოდენობა. აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები და თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ცალი. აქტის თითო ცალი უნდა გადაეცეს გამცემს და მიმღებს.

თავი XXII

კენჭისყრის დღის განცხადებები და საჩივრები

 

საუბნო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს სათანადო გადაწყვეტილებას (მუხლი 38.2.კ)).

 

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე). ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი (მუხლი 53.9).

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (მუხლი 12629)

განცხადების/საჩივრის შედგენა

განცხადება-საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ შედგენილი უნდა იქნეს კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. აღნიშნული განცხადება უნდა გადაეცეს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს საარჩევნო ყუთის გახსნამდე (მუხლი 641.1).

განცხადება-საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით, შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე. აღნიშნული განცხადება-საჩივარი (საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნში გატარების შემდეგ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში (მუხლი 641.2; მუხლი 641.3).(მუხლი 22 პუნქტი 16)

განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება (მუხლი 64.2):

· განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

· განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

· საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

· დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

· მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

· დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

· დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

· სხვა დამატებითი ინფორმაცია.

განცხადების/საჩივრის მიღება

განცხადების/საჩივრის მიღება შეუძლიათ თავმჯდომარეს, მოადგილეს ან მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადება-საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას; განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასვწრივ.

კომისიის მდივანი, განცხადების/საჩივრის მიღების დასტურის მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით (მუხლი 22.16), რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, ზუსტი დრო და ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის მდივანმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

Gკომისია არ არის ვალდებული ხელმოწერით დადასტურებული განცხადების ქსეროასლი გადასცეს განმცხადებელს.

კომისიის მდივანმა მიღებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაციის მონაცემები (სარეგისტრაციო ჟურნალში მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი) და შინაარსი დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანოს ჩანაწერთა წიგნშიც (მუხლი 641.3).

განცხადების/საჩივრის ხარვეზის დადგენა განცხადების/საჩივრის მიმღები პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ წარდგენილ განცხადება/საჩივარში

არასრულყოფილად არის მითითებული (მუხლი 642):

· განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

· განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი,

· საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი,

· მოწმის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი.

ხარვეზის დადგენის შემთხვევაში კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს, თუ რა სახის ხარვეზი დაუდგინდა და მის გამოსასწორებლად მიცემულ კონკრეტულ ვადას; ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ განმცხადებელმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება. განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ.

ხარვეზდადგენილი საჩივარი უბრუნდება განმცხადებელს. განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასვწრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები.

განცხადების/საჩივრის განხილვა

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა (მუხლი 64.3)

G წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, თუ (მუხლი 642.5):

· განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ (მუხლი 77.11, 771.18)

· განცხადება/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

· განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცა დაგვიანებით (კენჭისყრის პროცედურის შესახებ – საარჩევნო ყუთის გახსნამდე; ხმების დათვლის პროცედურების შესახებ – შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე);

· დადგენილ ვადაში არ გამოსწორდა წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.

თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 64.3).

კომისიის თავმჯდომარე ან მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში და ჩანაწერთა წიგნში მოცემული საჩივრის გასწვრივ მიუთითოს, თუ როგორ მოგვარდა/გადაწყდა აღნიშნული პრობლემა, ასევე, თუ რა შემთხვევაში ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, ან რა შემთხვევაში არ განიხილა საჩივარი. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია, აღნიშნულის თაობაზე კეთდება სათანადო ჩანაწერი “დარღვევა აღმოფხვრილია” და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა წიგნში (მუხლი 64.4).

გახსოვდეთ, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებზე შედგენილი განცხადება/საჩივარი ასევე შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.

თავი XXIII

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა

 

ამონარიდი საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან

    მუხლი 12618. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით

ამ კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12619. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო-და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12620. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12621. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12622. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება

წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან (ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 12623 .    საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური  და მატერიალური შემოწირულების     მიღება ან/და შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა                                                           

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება –

გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა – გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, – გამოიწვევს შესაბამისად აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12624. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, – გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12625. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12626. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12627. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12628. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12629. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12630. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12631. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

    მუხლი 12632. სამართალწარმოება

1. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

2. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული/საქალაქო სასამართლო.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამონარიდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან

    მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის
შეშლა, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე
ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;

ბ) მოტყუებით;

გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

დ) ჯგუფურად, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ
წლამდე.

    მუხლი 163. საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა

საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

    მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

    მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

    მუხლი     1642 . ყალბი    დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

    მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება

არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.